კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
izo |
Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 21 2010, 11:24 AM
პოსტი
#22
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
"ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე" (ლევ. 24:1-4).
და კიდევ: "უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში" (გამ. 27:20, 21). ამრიგად, უფალი ითხოვს, ზეთი ყოფილიყო ზეთისხილის სუფთა ზეთი და არა სხვა რომელიმე მცენარისგან დაწურული, რომლისგანაც შეიძლება გამოიწუროს ზეთი, რომელიც ზეთისხილის ზეთთან შედარებით აღიქმებოდა, როგორც "არა ნამდვილი"," ყალბი". ძველ აღთქმაში ზეთისხილის ზეთი იყო ქრისტეს მადლის სიმბოლო. ასევე დღესაც, ერთია, ყოველთვის წმიდაა და არაყალბი ნათელი ეკლესიისა, რომელსაც ქრისტეს მიერ გვანიჭებს სულიწმიდა თავის წმინდანთა პირით, რომელსაც უთხრა მაცხოვარმა: "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14). ამიტომაც, ძველმართლმადიდებლური ეკლესია, ყველა საეკლესიო საიდუმლობაში, სადაც კი ზეთი გამოიყენება (მაგალითად, ნათლისღებისა და ზეთისცხების საიდუმლოებებში, ასევე ტაძრის კურთხევისას), აუცილებლად იყენებს "ზეთისხილის სუფთა ზეთს" და არა სხვა რომელიმეს. ამრიგად, ზეთისხილის ზეთი არის ქრისტეს მადლის სიმბოლო, რომელიც ძველი დროიდან მოსწავებულ იქნა წარღვნის შემდეგ მტრედის მიერ მოტანილი ზეთისხილის რტოთი და როგორც გადმოცემა გვასწავლის, ქრისტეს ჯვარცმისას ზეთისხილისგან გაკეთებული დაფის დაკვრით, რომელსაც პილატემ დააწერა "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე" (იოანე 19:19). რაც შეეხება კანდლებში ჩასასხმელ ზეთს, რადგან კანდლის ნათელი ზეციური ნათლის სიმბოლოა და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თვით ნათელს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თუ რომელი ნივთიერება იქნება კანდელში ჩასხმული; თუმცა რადგან კანდელიც ისეთივე უსისხლო მსხვერპლია, როგორც სანთელი, ერთიც და მეორეც მაქსიმალურად უნდა იყონ მიახლოებულნი სიწმიდეს. ამ მხრივ ყოვლად დაუშვებელია, მაგალითად, კარტოფილის სანთლების და ტექნიკური ზეთის ანთება ტაძრებში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკლესიაში კეთილსურნელოვან საკმეველსაც, რომელიც ლოცვის სიმბოლოა. ჩვენთან, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში იყენებენ ბუნებრივ საკმეველს და ბუნებრივ ნახშირს. სამწუხაროდ, ხელოვნური საკმეველს რომელსაც თქვენს ეკლესიებში იყენებენ, პარფიურმერიული ნაწარმის სუნი ასდის, ხოლო ნახშირს, რომელსაც ასევე ხელოვნურად ამზადებენ, გოგირდს ურევენ. გამოდის რომ კმევისას გოგირდსა და წუმწუბას უკმევთ ღმერთს. რა გაგიჭირდათ ასეთი, ტყეებითა და ნაძვნარ-ფიჭვნარით მდიდარ ქვეყანაში საკმეველი რომ ვერ მოგიგროვებიათ უფლის სადიდებლად და ბერძნულ საპნისსუნიან "საკმეველს" რომ უკმევთ უფალს. ეს არის კაენური მსხვერპლი და არ შეიწირება უფლის მიერ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 03:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი