IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კანდელის და საკმევლის დანიშნულება
izo
პოსტი Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 21 2010, 09:14 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



კანონისტი
ციტატა
არსად ამოგიკითხავს "წარვედით და ისწავეთ, რაი არს - წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი"... "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი"... მთლად ფარისევლებად ნუ იქცევით ზეთისა და საკმევლის ქიმიური შემადგნელობის გამოკვლევით....ღმერთს სუფთა გული უნდა შესწირო, ამპარტავებისაგან და მედიდურობისაგან თავისუფალი. ესაა ჭეშმარიტი მსხვერპლი და არა საკმევლის ქიმიური შემადგენლობავინ დაგაყენათ თქვენ უფლის მიერ მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად?


თქვენი პოსტი ძალიან ცხელ გულზე და მრისხანებითაა დაწერილი... დაწყნარდით!

როდესაც ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემებისთვის დახოცილ მოწამეებს განიკითხავთ და ხან სექტანტებს უწოდებთ, ხან კიდევ "რასკოლნიკებს"; როდესაც ორი თითით პირჯვრისსაწერ წყობას და სხვა ძველ გადმოცემებს განაქიქებთ (როგორც იქმოდა, მაგალითად, დ. როსტოველი, რომელიც თქვენი ეკლესიის "წმინდანია") მაშინ რატომღაც არ ფიქრობთ იმაზე, ქრისტესთვის წამებული ამდენი ადამიანის და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური გადმოცემების განმაქიქებლად რომ არ ხართ დაყენებული...

რაც შეეხება უფლის მსხვერპლის მიღება-არმიღების "გაკონტროლებას", ვგონებ თქვენ საკითხს არასწორად აყენებთ. გავავლებ პარალელს ზიარების საიდუმლოსთან:

თუ ვიტყვი, რომ მარტოდენ წყალზე ჩატარებული ლიტურგია ღვინოს გარეშე, ან ზეთგაზავებული ღვინოთი ლიტურგის ჩატარება არის ყალბი წირვა, მკითხავთ თუ არა "უფლის მიერ ამგვარი მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად ვინ დამაყენა"?

ან თუ არასწორად გისრულებენ რომელიმე საიდუმლოს, მისი სწორად შესრულების მოთხოვნას ჩათვლით თუ არა "უფლის მიერ მსხვერპლის მიღება-არმიღების გაკონტროლებად"?

თქვენ როგორ ფიქრობთ, უფალი იძულებულია მიჰყვეს იმას, რასაც აქ ჭკუანაკლული კაცი მოფიქრებს და საკუთარი ნებასურვილის მიხედვით აღასრულებს, თუ ჩვენ უნდა მივყვეთ უფლის მიერ დაწესებულ წეს-განგებებს და მოციქულთა მიერ ბოძებულ გადმოცემებს? და თუ იძულებულია დაამტკიცოს ყოველივე უმსგავსობა, რომელიც კი შეიძლება მის საიდუმლოებებში ჩააქსოვოს ვინმემ, იქნებ ამიხსნათ რისგან მომდინარეობს ეს იძულება ან რას ეფუძნება? იქნებ მაუწყოთ ვინ არის ამგვარი პოზიციის გამამართლებელი ღვთისმეტყველი?

თუ იმის თქმა გინდოდათ, საიდან ვიცით უფალი რომელ მსხვერპლს მიიღებს და რომელს არა, ეგრევე უნდა გეკითხათ და არა ასეთი გაცხარებით, რადგან ეს საკითხის სწორი დაყენება იქნებოდა. ჩვენ კი ნამდვილად ვიცით რომელ მსხვერპლს შეიწყნარებს ღმერთი და რომელს არა!

იმედია დამეთანხმებით, რომ უწმინდურ მსხვერპლს ღმერთი არ შეიწნყარებს. და თუ ამაში შევთანხმდებით, მაშინ უნდა გავარკვიოთ რა შეიძლება ღმრთისთვის უწმინდური იყოს და რა არა და ისიც გავარკვიოთ, რატომ შეიძლება კონკრეტული მსხვერპლი იყოს უწმინდური, თუკი ყოველივე ღმერთმა წმიდად შექმნა (ცხადია, მეძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვაზე არ ვმსჯელობ)?

მოდერნისტული "მართლმადიდებლობის" მიმდევარი რომ ყოფილიყავით, ასეთი გაცხარება ისეთ "დეტალებზე", როგორიცაა ზეთისა და საკმევლის ქიმიური შემადგენლობის გამორკვევა და მისი "ფარისევლობად" შერაცხვა, არ გამიკვირდებოდა (თუმცა ვინ იცის იქნებ ხართ კიდევაც მოდერნისტი), მაგრამ რამდენადაც თავს თვლით ჭეშმარიტ, ორთოდოქს მართლმადიდებლად და გაცხარებით მიტევთ, მოვალე ვარ აგიხსნათ, რომ ძლიერ ცდებით ამ საკითხშიც.

თქვენ უპირველესად ფარისევლად აცხადებთ ღმერთს (თუნდაც უნებლიედ), რადგან თვით ღმერთმა უკარნახა მოსეს როგორი ზეთი უნდა შეეწირა და როგორი არა. ციტატები ბიბლიიდან დაგიმოწმეთ და უნდა მიმხვდარიყავით რაში დამჭირდა ამ ადგილების დამოწმება შემდგომი მსჯელობისთვის. ძველ აღთქმაში, ღმერთი ისეთ დეტალებს ამცნებს მოსეს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საკითხში თქვენი თვალთახედვის ადამიანს ეს ნამდვილად გაუკვირდება. მაგალითად, მოცემულია კიდობნის ტარების მთელი ინსტრუქცია უწვრილმანესი დეტალებით (სხვაგვარად მისი ტარება დაუშვებელი იყო); ძალზედ არის დეტალიზებული მთელი მსხვერპლშეწირვაც, განბანვის რიტუალები და სხვა სატაძრო მსახურება თუ საყოფაცხოვრებო საკითხები...
როგორ ფიქრობთ, რაში უნდა დასჭირვებოდა ღმერთს ამდენი დეტალიზაცია სისხლიან თუ უსისხლო მსხვერპლშეწირვებში... უფრო მარტივად არ შეიძლებოდა ყოფილიყო? ამის გარეშე არ შეიწირავდა? დიახ, არ შეიწირავდა! რადგან ამ დეტალებში იყო ჩადებული ის სიმბოლიკა, რომელიც ძველ აღთქმაში ახალაღთქმისეული ჭეშმარიტების წინასახეს წარმოადგენდა... ამ სიმბოლიკით უნდა მიმხვდარიყო და აღზრდილიყო ძველაღთქმისეული თაობა ქრისტეს სწავლების მისაღებად.

ამ მიმართებით, მინდა გირჩიოთ წმ. გრიგოლ ნოსელის "მოსეს ცხოვრება", სადაც უამრავი ასეთი დეტალია განმარტებული. დარწმუნებული ვარ ამ წიგნის წაკითხვა ძალიან წაგადგებათ წვრილმანი სიმბოლიკის მნიშვნელობის გარკვევის საკითხში და მომავალში ჩემგან დაყენებული ამგვარი საკითხებიც არ გაგიკვირდებათ...

უნდა ითქვას, რომ სიმბოლიკას არც ახალაღთქმისეულ პერიოდში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა... შთაფლვა წყალში, თითების წყობა პირჯვრისწერისას, ზიარების შემადგენლობა და მრავალი სხვა სიმბოლო, რომელიც მოცემულია არა მარტო იმ ნივთიერებებში, რომელიც საიდუმლოს აღსრულებისას გამოიყენება, არამედ თვით ღვთისმსახურების აღსრულების ფორმებშიც, ღრმად სიმბოლურია და მათი დარღვევა მათში ჩადებული სწავლების დარღვევის ტოლფასია... ამაოდ როდი ბრძანებს წმ. ბასილი დიდი: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში" (კანონი 91).

ჩემს პოსტში ძალზედ მოკლედ და ნათლად გადმოვეცი კანდლის, სანთლის და საკმევლის მნიშვნელობა. ასევე აღვნიშნე, თუ რა სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული თითოეული მათგანი. თუკი თქვენ იმდენი არ გესმით, რომ შეურაცხმყოფელია ღმერთისთვის ძაღლის ქონის (პარაფინის), კარტოფილის და კიდევ რაღაც რაღაცეებისგან შერეული "სანთლის" (რომელსაც თაფლის ესენციას ან მცირეოდენ თაფლის სანთელს უმატებენ სუნისთვის) დანთება; რომ არ შეიძლება ზეითუნის ზეთის ამოღება საეკლესიო საიდუმლოებებიდან, მაშინ არ ვიცი ღირს თუ არა თქვენთან საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი... და თუ თქვენს მეტყველებასა და აზროვნებაში მთელი თქვენი სასულიერო დასისა და მრევლის შეხედულებები აისახება, მაშინ დავღუპულვართ... და ეს არა მარტო თქვენთვის, ჩვენთვისაც ძლიერი ტრაგედია იქნება...

იცით თუ არა რამდენი კომპონენტისგან შედგება წმიდა მირონი? 33-ზე მეტი კომპონენტისგან და ყველა კომპონენტი უნდა იყოს სუფთა და წმიდა. თავს დავანებებ ამჯერად იმ მცენარეების ჩამოთვლას, რომელიც მირონის კომპოზიციაში შედის და რომელთა ფესვებსაც მირონის სასურველი სურნელების მისაღებად ხარშავენ, გკითხავთ მხოლოდ ერთს: შეგვიძლია თუ არა ღვინო (წმ. მირონის ერთ ერთი კომპონენტი. გამოიყენება როგორც თეთრი, ისე წითელიც) შევცვალოთ არყით, ან კონიაკით და ვთქვათ, რომ მნიშვნელობა არა აქვს მირონის "ქიმიურ" შემადგენლობას?...

თანაც, მინდა გკითხო: თქვენთან მირონი ქიმიურია თუ ბუნებრივი?

თუ ქიმიურია, მაშინ წარწყმედილხართ და ეგაა... თქვენ მირონიც არ გქონიათ, ხოლო თუ იმას მეტყვი, რომ თქვენი მღვდელმთავრები ყოველ ღონეს ხმარობენ მოიპოვონ სწორედ ის მცენარეები, რომლებიც თქვენსავ კურთხევანებში მითითებულია, რათა სწორად მოხარშონ იგი და მირონს სასურველი სურნელება მიანიჭონ, მაშინ ზემოთხსენებულ "დეტალებზე" ასეთი გაცხარებით რატომ მედავებით? განა იგივეს გაკეთება არ გმართებთ ისეთი ადვილად დასამზადებელი რელიგიური ნივთის გასაკეთებლად, როგორიც სანთელია? ბუნებრივი საკმეველი, ნახშირი და თაფლი გამოილია საქართველოში? (ვგონებ რომელიღაც მაღალჩინოსან სასულიერო პირს (ან პირებს) საკმევლის, ნახშირის და სანთლის ბიზნესი აქვს თქვენს ეკლესიაში და ხელს ითბობს მათი ექსპორტირებით და ეკლესიებში გაყიდვით...).


ნამდვილად პარადოქსულია, წყალუხვ და ტყეებით დამშვენებულ ქვეყანაში თავგამოდებით იცავენ წყალპკურებას შთაფვლის მაგიერ და ბუნებრივი ნახშირისა და საკმევლის ნაცვლად ჯოჯოხეთის სიმბოლოებს, გოგირდსა და წუმწუბას უკმევენ უფალს და თან დარწმუნებულები არიან, რომ ამას ღმერთი სიხარულით მიიღებს...


ციტატა
კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზიც მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი. ამდენი უნდა გესმოდეთ, წესით.


ამაშიც ცდებით. რატომ არ ეკითხებით საკუთარ თავს, ღმერთს რის გამო არ სურდა კაენის მიერ შეწირული მსხვერპლის მიღება? კაენის შური განა მსხვერპლშეწირვის შემდეგ არ წარმოიშვა? განა მის მიერ შეწირული მსხვერპლის უფლისგან უარყოფამ არ წარმოშვა კაენის შური აბელის მიმართ?

და რა შესწირეს ასეთი აბელმა და კაენმა ღმერთს, რომ ერთის ძღვენი შეწყნარებულ იქნა და მეორის მსხვერპლი კი უარყოფილ? ნუთუ ღმერთი სახისმოყვარეა ან უსამართლო? განა უკეთურება არ არის ამგვარი რამ მივაწეროთ ყოვლადმოწყალე უფალს? რაშია აბელისა და კაენის მსხვერპლშეწირვის საიდუმლო?

საიდუმლო იმაშია, რომ ყოველივე შეწირული არა მარტო სიმართლითა და უზაკველად უნდა შეიწიროს ღმრთისა მიმართ, არამედ იყოს ყველაზე უმჯობესი და საუკეთესო ხარისხის...

არა გჯერა? კვლავაც მეტყვი, რომ "კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზი მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი"? მაშ, მოდი ბ-ნო "კანონისტო" წმიდა მამებსაც დავეკითხოთ და მათგან გავერკვეთ რა იყო კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზი და ვიხილოთ, ღმრთისთვის შესაწირი ძღვენის ხარისხი რა კუთხით უნდა იქნეს დანახული.

აი, რას ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი::

"და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა" (დაბ. 4:3). იხილე, როგორ ჩადო შემოქმედმა სინდისში შეგნება. მითხარი, ვინ შთააგონა კაენს ეს აზრი (მსხვერპლი შეეწირა ღმრთისთვის)? სხვამ არავინ, თუ არა შეგნებამ, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამიანის სინდისში. "მიართვა"-ო, ამბობს, "მსხვერპლი, მიწის ნაყოფი" (საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ახალქართულ თარგმანში ძველქართულში არსებული სიზუსტე დაცული არ არის, რაც აისახება წმ. იოანე ოქროპირის განმარტების შინაარსზე, ამიტომაც ციტატებს გთავაზობთ ძველი ქართულით). მან იცოდა, რომ თავისი ქონებიდან უნდა შეეწირა ღმრთისთვის, როგორც უფლისა და მეუფისთვის, რაიმე ნაყოფი; არა იმიტომ, რომ ღმერთს ეს სჭირდება, არამედ იმისთვის, რათა ღმრთის ესოდენ დიდი წყალობით დამტკბარს (კაენს) თავისი მადლიერება გამოეხატა ღმრთისადმი. ღმერთს არაფერი სჭირდება და არც ითხოვს რასმეს ჩვენგან; არამედ თავისი კაცთმოყვარებითა და მოწყალებით ნებას გვაძლევს შევწიროთ მსხვერპლი ჩვენივ ცხოვნებისთვის, რათა კაცის ბუნებისთვის უფლის შემეცნება იყოს სათნოებათა სათავე და მასწავლებელი.

"და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა" (დაბ. 4:4). უმიზნოდ და ამაოდ როდი გიხსნიდით თავიდანვე, საყვარელნო, რომ ჩვენი უფალი არ არის სახისმოყვარე, არამედ გამოიკითხავს ყოველთა გულისთქმას და ყოველს განზრახვისა და სულიერი განწობის მიხედვით განსჯის. ასე იყო აქაც. ყურადღებით მივყვეთ თხრობას და ვიხილოთ რას გვამცნობს წერილი კაენისა და აბელის შესახებ; გვერდს ნუ ავუქცევთ ამ ამბავს, რადგან ღვთაებრივ წერილში არაფერია ნათქვამი ამაოდ და შემთხვევით; თითოეული მარცვალი, თითეული მონაკვეთი შეიცავს დაფარულ საგანძურს; ასეთია ყოველივე სულიერის თვისება.

მაშ ასე, რას ბრძანებს წერილი? "და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა" (დაბ. 4:3-4).

უფრო გამჭრიახნი თვით წარმოდგენილი საკითხავიდან წვდებიან ნათქვამის აზრს. ხოლო რაკიღა ჩვენ გვმრათებს ზრუნვა ყველაზე საზოგადოდ, - რადგან სულიერმა სწავლებამ არ იცის განსხვავება, - მოდი უფრო მკაფიოდ გავხსნათ ეს სიტყვები და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: "მიართვა კაენმა უფალს მსხვერპლი, მიწის ნაყოფი", შემდეგ კი, რაკიღა აბელის შესახებაც სურდა ეცნობებინა ჩვენთვის, დაამატა, რომ მანაც შესწირა უფალს ძღვენი: "აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს". იხილე, როგორ გვიჩვენებს წმიდა წერილი მის სათნო განზრახვას პატივი მიაგოს ღმერთს, რადგან უბრალოდ პირუტყვი კი არ შესწირა უფალს, არამედ "თავისი ფარის ნათავარი", ანუ ყველაზე ძვირფასი და გამორჩეული. მეტიც, ამ გამორჩეულიდანაც კი გამოარჩია უძვირფასესი, რადგან წერია, რომ ნათავარისგანაც კი შეარჩია "რჩეული პირუტყვი".

კაინზე კი აფერი ამდაგვარი არ არის ნათქვამი, არამედ მხოლოდ ის, რომ "მიართვა მან უფალს მსხვერპლი, მიწის ნაყოფი", ანუ საუკეთესო კი არა, ნებისმიერი, რომელიც შეხვდა, ყოველგვარი მონდომებისა და გარჩევის გარეშე.

კვლავაც ვიტყვი და არ დავიღლები: ღმერთი ჩვენს შენაწირს შეიწყნარებს არა იმიტომ, რომ სჭირდება იგი, არამედ იმიტომ, რომ სურს რათა ამ შეწირვით გამოიხატებოდეს ჩვენი მადლიერება მისდამი. ვინც ღმერთს სწირავს და თანაც იმას, რაც მას ეკუთვნის, ვისაც ესმის განსხვავება ღმერთსა და კაცს შორის და ის, თუ რა პატივი დასდო შემოქმედმა ადამიანს, ჯეროვანი იყო, შეძლებისაებრ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და ღმრთისთვის შეეწირა ყველაზე ძვირფასი.

მაშ, იხილე, საყვარელო, ვისაც შეეძლო საკუთარი მოვალეობის შეგნება და არ შეიგნო, სამართლიანად დაისჯება და დაკარგავს თავის ცხოვნებას საკუთარი უდებებით. არც ერთს ჰყავდა მოძღვარი და არც მეორეს - მრჩეველი, არამედ თითოეული კაცთა მოდგმისთვის ღმრთისგან ბოძებული სინდისის კარნახით მიეახლა უფალს მსხვერპლშეწირვაში; ამიტომაც, განსხვავება განზრახვაში და ნების სიზარმაცე გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთის მსხვერპლი შეწირულ იქნა, მეორისა კი - უარყოფილ. "და მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს" (დაბ. 4:4). იხილე, როგორ სრულდება აქ სახარებაში ნათქვამი: "პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი" (მათე 19:30). აი, გააჩნდა კაენს პირველშობილების უპირატესობა და პირველად მწირველი აღმოჩნდა ძმაზე უარესი, რადგან ისე არ შესწირა, როგორც ჯეროვანი იყო.

როდესაც ორივემ შესწირა უფალს, "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს" - ბრძანებს წერილი. რას ნიშნავს: "მოჰხედა"? ეს ნიშნავს: მიიღო, შეიწყნარა, შეაქო განზრახვა, გვირგვინოსან ჰყო განწყობა, კმაყოფილი დარჩა იმით, რაც აჩვენა აბელმა თავისი მსხვერპლშეწირვით. როდესაც ღმერთზე ვლაპარაკობთ და პირის გაღებას ვბედავთ მის უკვდავ ბუნებაზე, კაცობრივ უძლურებაში მყოფნი, სხვაგვარად როდი ძალგვიძს ამის აღმოთქმა თუ არა ენითა და მეტყველებით. მაგრამ, აქ აი რა არის საკვირველი: "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს".

ცხვრების შეწირვა აქ ძღვნად იწოდება, რადგან შეწირულია ყველაზე საუკეთესო, გამორჩეული, უბიწო და უნაკლო.

ამრიგად, ღმერთმა მოხედა აბელს იმისთვის, რომ მან გულითადი და წმიდა განზრახვით შესწირა უფალს და უფალმაც მოჰხედა მის მიერ შეწირულ ძღვენს არა იმიტომ მხოლოდ, რომ ის იყო წმიდა, არამედ ყოველმხრივ უბიწო და გულწრფელი იყო მისი შენაწირი, რაც იმით გამოხატა აბელმა, რომ შეწირა "ნათავარი", თანაც "რჩეული პირუტყვი", ანუ საუკეთესოსგან საუკეთესო მსხვერპლი.

ამიტომაც, "და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა" (დაბ. 4:4, 5). რადგან აბელმა ჯეროვანი, შინაგანი განწყობითა და გულწრფელობით შესწირა უფალს, ღმერთმაც "მოჰხედა" მის მსხვერპლს, ანუ - მიიღო, მოიწონა, შეაქო; შეწირულობას კი უწოდა "ძღვენი", რათა ამით პატივი მიეგო შემომწირველის განწყობისთვის.

"ხოლო კაენსა და მის მსხვერპლს არ მოჰხედა". დააკვირდი წმიდა წერილის გამოთქმათა სიზუსტეს. სიტყვით: "არ მოჰხედა" აჩვენა შემომწირველის უგულებელყოფა, ხოლო მიწის ნაყოფსაც "ძღვენი" (მსხვერპლი) რომ უწოდა სხვა აზრიც არის ჩადებული.

იხილე, როგორ გვასწავლის წერილი თვით მოვლენებითა და სიტყვებით და შეგვაგონებს, რომ მსხვერპლშეწირვა უფალს ნებავს იმისთვის, რათა ჩვენი შინაგანი განწყობა გამომჟღავნდეს ჩვენსავ საქმეებში და რომ ვუწყოდეთ, ყველანი ვიმყოფებით უფლისა და შემოქმედის განგებულების ქვეშ, რომელმაც არაფრისგან შეგვქმნა და არარაობიდან მოგვიყვანა ყოფიერებად.

როდესაც აბელის შენაწირს "ძღვენს" უწოდებს, ხოლო კაენისას "მსხვერპლს", ღვთაებრივი წერილი გვასწავლის, რომ უფალი ჩვენგან ეძიებს არა პირუტყვთა მორეკვას შესაწირად ან მიწიერ ნაყოფთა მოტანას, არამედ მხოლოდ შინაგან, სულიერ განწყობას. ამიტომაც, ამჯერადაც, განწყობისგან გამომდინარე, ერთის შემოწირულობა მიღებულ იქნა ვითარც "ძღვენი", მეორისა კი ვითარც "მსხვერპლი". ხოლო სიტყვები: "მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა" (დაბ. 5:4-5) უნდა გავიგოთ ღმერთსაკადრისად. ამით წმიდა წერილს სურს თქვას, რომ ღმერთმა მათ მიუბოძა შეგნება იმისა, რომ ერთის კეთილგანწყობით კმაყოფილი დარჩა, ხოლო მეორის უგუნურება უარყო" (Беседа 18 на книгу Бытия. Златоуст, т. 4, ч. 1).

ამრიგად, "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა" (ებრ. 11:4), ბრძანებს მოციქული, ანუ მიზეზი იმისა, რომ აბელის ძღვენი უფრო სათნო იყო ღმრთისთვის, ვიდრე კაენის მსხვერპლი იმაშია, რომ კაენმა გარეგნულად გამოხატა თავისი შინაგანი დამოკიდებულება და რწმენა ღმრთის აღთქმათა ჭეშმარიტებისადმი; რომ, როგორც უზენაეს სულს, უფალს უფრო სულიერი თაყვანისცემა ეკუთვნის, ვიდრე გარეგნული. აბელის გარეგნულ ძღვენში კი სწორედ ეს შინაგანი დამოკიდებულება იყო გამოხატული, ვიდრე კაენისაში, რომელმაც აბელისგან განსხვავებით, უბრალოდ აღასრულა რიტუალი, მისი გული და გონება კი შორს იყო ღმრთისგან. მას ეგონა, რომ მისი მოვალეობა ღმრთის წინაშე მდგომარეობდა მხოლოდ რიტუალის შესრულებაში.

ორივე ძმის სულიერი განწყობა მათ მიერ არჩეულ ძღვენს დაეტყო (ისევე როგორც ჩვენს მიერ არჩეულ ძღვენს ეტყობა ჩვენი სულიერი განწყობა ღმრთისადმი). აბელმა, თავისი გულითადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საუკეთესო ძღვენი მიართვა უფალს, რაც გამოიხატა რაოდენობაშიც და ხარისხშიც. რასაც ვერ ვიტყვით კაენზე, რომელმაც ხარისხითაც მდარე ნაყოფი მიართვა უფალს და რაოდენობითაც ბევრი როდი იყო მის მიერ მირთმეული. ღმერთს ესეც ეყოფაო, ფიქრობდა იგი, რატომ უნდა დავკარგო საუკეთესო ნაყოფი თუკი ღმერთი არც ჭამს და არც სვამს? ღმერთი თუ მსხვერპლს ითხოვს განა უმჯობესი არ იქნება საჭმელად მე დამრჩეს უკეთესი, უდარესი კი გამოვიყენო მსხვერპლშეწირვისთვის, რიტუალისთვის? ასე ფიქრობდა კაენი.

ძალზედ წააგავს ეს მსჯელობა იუდას ლაპარაკს ძვირფასი მირონის უაზრო ფლანგვაზე (მათე 26:6-9), როდესაც "ბეთანიაში იყო იესუ, სიმონ კეთროვანის სახლში, მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს" (მათე 26:6-7) (Толкование на паремии еп. Виссариона, т. 1, стр. 65).

მაშ ასე, ძმაო, გავეცანით რა ზემოთწარმოდგენილ განმარტებებს, გულისხმავყოთ: ხომ არ ვემსგავსებით კაენს, თუ არ ვეძებთ საუკეთესო ხარისხის ზეთს (ზეითუნისას) საიდუმლოთა აღსასრულებლად, საკმეველსა და სანთელს და ამათგან უფალს შევწირავთ იმას, რაც ხელს მოხვდება, ან სიძუნწის, ან ანგარების ან კიდევ კაენური დაუდევრობის გამო?

მეტსაც გეტყვით, კაენს ემსგავსება ისიც, ვინც ტაძრის ყულაბაში აგდებს უვარგის მონეტას, ვარგისს კი თავისთვის იტოვებს; ვინც დაბალი ხარისხის ფქვილს სწირავს ეკლესიას (პროსფორის გამოსაცხობად), საუკეთესო კი სახლში მიაქვს; ვინც დაბალი ხარისხის სანთელს, ზეთსა და საკმეველს სწირავს უფალს, კარგი ხარისხისას კი სახლში ანთებს... განა შესაწირავის ხარისხით არ იმხილება ამგვარი "მორწმუნის" შინაგანი განწყობა უფლისადმი?

როდესაც ახლობელთან მივდივართ წვეულებაზე და საჩუქრებს ვარჩევთ, განა არ გვამცნებს ჩვენი სინდისი როგორი საჩუქარი ავარჩიოთ ახლობლისადმი კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოსახატავად? და თუ ერთ ახლობელს საუკეთესო საჩუქარს მივართმევთ, მეორეს კი მდარე ხარისხის საჩუქრით "გავისტუმრებთ", განა არ გამოჩნდება ვის უფრო მეტი პატივი მივაგეთ, პირველს თუ მეორეს? ასეა აქაც, ბ-ნო "კანონისტო"! თუ გგონიათ რომ შესაწირავის ხარისხს კი არ უნდა გამოვეკიდოთ, არამედ "ღმერთს სუფთა გული უნდა შევსწიროთ, ამპარტავებისაგან და მედიდურობისაგან თავისუფალი", - როგორც თქვენ წერთ, როგორ უნდა გამოვხატოთ ეს გარეგნულად, პარაფინის დანთებითა და გოგირდის კმევით?

მაშ, ვინ ყოფილან ჩვენში აბელური და კაენური მსხვერპლის შემწირველნი: ძველმართლმადიდებლები, რომლებიც საქართველოს უღრან ტყეებში დაეძებენ და აგროვებენ კეთილსურნელოვან საკმეველს; იყენებენ მხოლოდ სუფთა თაფლის სანთელს; უარყოფენ ტექნიკურ ზეთს და კანდლებში მხოლოდ მცენარეულს იყენებენ, ხოლო საეკლესიო საიდუმლოებებში განუწყვეტლივ იყენებენ ქრისტეს მადლის სიმბოლოს ზეითუნის ზეთს, თუ თქვენ, ახალმოწესე ნიკონიანელები, რომლებიც კაენივით ფიქრობთ, რომ არაფერი დაშავდება ღმერთს თუ შეწირავთ პარაფინის სანთელს, კანდელში ჩაასხამთ ნავთობპროდუქტებს, საკმევლად გამოიყენებთ პარფიურმერიულ ნაწარმს და ნახშირად კი გოგირდს აუნთებთ?

რომელია აქედან კაენური მსხვერპლი? ვინ არის ჩვენს შორის კაენური მსხვერპლის შემწირველი?

სანამ მიპასუხებ, კარგად დაფიქრდი?

"მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, ამპარტავებისაგან და მედიდურობისგან თავისუფალი".

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
izo   კანდელის და საკმევლის დანიშნულება   Jul 31 2007, 08:39 PM
ალექსანდრე   კმევის დაწყების წი...   Jul 31 2007, 10:03 PM
izo   მადლობა განმარტებ...   Aug 13 2007, 09:38 PM
ალექსანდრე   izo კანდელის დანთებ...   Aug 13 2007, 10:46 PM
izo   კარგი, ალექსანდრე, ...   Aug 13 2007, 11:12 PM
Megi_rustavi   მე როდისაც ვკითხე ...   Dec 31 2007, 06:05 PM
levan gelovani   კანდელი არის ზეთია...   Jan 4 2008, 10:04 PM
Πρεσβύτερος   ასანთით კანდლის ა...   Apr 9 2010, 04:56 PM
ნათია   ქრისტიანულ ეკლესი...   Jan 9 2008, 05:47 PM
dzvelmartlmadidebeli   ლეონი გაუგებარია ...   Jul 21 2010, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   "ელაპარაკა უფალი ...   Jul 21 2010, 11:24 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli არსად ამოგ...   Jul 21 2010, 01:40 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი თქვენი ...   Jul 21 2010, 09:14 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli პირველივე ...   Jul 27 2010, 02:25 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ჩემი პა...   Jul 28 2010, 01:13 AM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი იცით, ს...   Jul 28 2010, 01:23 AM
marine   "მეუფე გრიგოლი (ც...   Sep 19 2016, 09:11 PM
marine   "კანდელი ზეთიანი ...   May 25 2017, 02:24 PM
marine   "კანდელის შუქი იმ...   Oct 13 2019, 03:26 PM
marine   "ქორკანდელი (ბერძ...   Oct 22 2019, 11:22 PM
marine   "მამები ამბობენ, ...   Apr 21 2020, 07:55 PM
marine   კანდელის შუქი იმ შ...   Jul 18 2020, 01:21 PM
marine   "კანდელის შუქი მი...   Jun 20 2021, 02:40 PM
marine   "თუ შენი გული მორ...   Jul 17 2021, 05:45 PM
marine   "საუკუნეების წინ,...   Dec 15 2021, 03:25 PM
marine   "კვლევამ საიდუმლ...   Aug 14 2023, 06:45 PM
marine   "და აი, მოდის მაკა...   Sep 12 2023, 04:47 PM
marine   "საკმეველი მოკრძ...   Sep 13 2023, 12:59 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 11:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი