![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
![]() იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ikanosi
ციტატა ყველა ერთ ჩარხში რომ გაგვატარე რაა ეგ? ვერ გავარჩიე რომელია თქვენში მართლმადიდებელი და რომელი კრიშნაიდი... ![]() მგონი ყველანი კრიშნაიდები ხართ... ![]() ბიბლია რეინკარნაციის შესახებ ბიბლიური სწავლება ცხოვრების მიზნის, მომავალი სამსჯავროსა და ცხოვნების შესახებ ხასიათდება ლოგიკურ ერთობით, თანამიმდევრულობით და საღვთისმეტყველო სრულყოფილებით. ის არავითარ საფუძველს არ იძლევა სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) იდეის გასაზიარებლად. დასაბამიდანვე უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: "პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19). ყველაფერი დღესავით ნათელია. იგივეა ნათქვამი იობის წიგნშიც: "თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი" (იობი 34: 14-15). აქდან სრულიად ცხადი უნდა იყოს, რომ ადამიანს დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ ეძლევა სიცოცხლე, რომელიც მას მისმა შემოქმედმა ღმერთმა მიანიჭა. აი, როგორ არის გამოხატული ეს ფსალმუნში: "კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!" (ფსალმ. 89:4); "დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან" (ფსალმ. 103:29). არავითარ შანსს არ უტოვებს რეინკარნაციის იდეის მომხრეებს ეკლესიასტეს წიგნიც: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7). ის, რომ ადამიანის სიცოცხლე განუმეორებელია ბრწყინვალედ არის გადმოცემული მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:27-28). -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
Fee |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 18-April 10 წევრი № 8,647 ![]() |
ikanosi ბიბლია რეინკარნაციის შესახებ ბიბლიური სწავლება ცხოვრების მიზნის, მომავალი სამსჯავროსა და ცხოვნების შესახებ ხასიათდება ლოგიკურ ერთობით, თანამიმდევრულობით და საღვთისმეტყველო სრულყოფილებით. ის არავითარ საფუძველს არ იძლევა სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) იდეის გასაზიარებლად. დასაბამიდანვე უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: "პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19). ყველაფერი დღესავით ნათელია. იგივეა ნათქვამი იობის წიგნშიც: "თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი" (იობი 34: 14-15). აქდან სრულიად ცხადი უნდა იყოს, რომ ადამიანს დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ ეძლევა სიცოცხლე, რომელიც მას მისმა შემოქმედმა ღმერთმა მიანიჭა. აი, როგორ არის გამოხატული ეს ფსალმუნში: "კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!" (ფსალმ. 89:4); "დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან" (ფსალმ. 103:29). არავითარ შანსს არ უტოვებს რეინკარნაციის იდეის მომხრეებს ეკლესიასტეს წიგნიც: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7). ის, რომ ადამიანის სიცოცხლე განუმეორებელია ბრწყინვალედ არის გადმოცემული მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:27-28). აქ არაფერია ნათქვამი სულის შესახებ, მიწად რომ ვიქცევით ეგ ფაქტია. რეინკარნაციის ვისაც სჯერავს, იმისიც სჯერავს რომ საბოლოოდ ის ღმერთთან მივა, განთავისუფლდება დაბადება_სიკვდილისგან. სუსტი არგუმენტები მოგყავს ![]() ხო, მართლა და შენს ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
აქ არაფერია ნათქვამი სულის შესახებ, მიწად რომ ვიქცევით ეგ ფაქტია. რეინკარნაციის ვისაც სჯერავს, იმისიც სჯერავს რომ საბოლოოდ ის ღმერთთან მივა, განთავისუფლდება დაბადება_სიკვდილისგან. სუსტი არგუმენტები მოგყავს ![]() ხო, მართლა და შენს ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ ![]() სულის შესახებ რატომ უნდა იყოს ნათქვამი. ეს ადგილები სულის არსებობის დასამოწმებლად კი არ ამოვიწერე, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება... თქვენ დაწერილის გაგების უნარი არ გაქვთ და იმას როგორ გაიგებთ სუსტია არგუმენტი თუ ძლიერი? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი