![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ბადრი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
სიმვოლო სარწმუნოებისა
ილია ჭავჭავაძე lib.ge:ეს პამფლეტი აღმოაჩინეს 1995 წელს. პირველად გამოქვეყნდა გაზეთში "სვობოდნაია გრუზია" იმავე წლის მაისში. დეტალები აქ შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა ქალაქსა შინა დორპატისასა და გამოცხადებული სამეფოსა ქალაქსა შინა ქვათათისს, ადგილობრივსა კრებასა ზედა მესამისა დასისა, წელსა დასაბამიდან "კვალისა" მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამისა. 1) მწამს ერთი მარკსი, ტომითა ურიასტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმეცრებით-მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელ-განთქმულისა გეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სოფელსა ამას შინა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე; 2) და ერთი ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მისი ჟორდანია, გურჯისტანელ მარკსად წოდებული, რომელი მარკსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა, უარ-მყოფელი ყოველთა მეცნიერთა გარეშე მისსა, რომელი ჩვენის, რომელი ჩვენი დასის თავად აღსაარებულ და ხელ-დასმულ იქმნა წინასწარმეტყველისა გიორგის მიერ უწინარეს დაბადებისა მისისა , ჟამსა მას გოდებისა, დასაფლავებასა ზედა ინგოროყვასისა, ნათელი ნათლისგან, მეცნიერი ჭეშმარიტი, მეცნიერისგან უჭეშმარიტეტისა , ქმნილი და არა შობილი, თანაარსი მოძღვრისა მისისა, რომლისგან შეიქმნა ყოველივე მეცნიერებისა; 3) რომელი ჩვენთვის, მესამე დასის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გადმოხტა ცისკიდით, დასავლით კერძო და ფრთანი შეისხა წინასწარმეტყველისა გიორგისაგან და განკაცდა და მყრობელ არს დროშისა მის, შთაბარებულსა წინამორბედისა მისისა გიორგის მიერ; 4) რომელი ჟამსა ამას არა ჯვარცმულ არს, არცა ვნებულ და არცა დაფლულ მსგავსად წინამორბედისა მისისა, არამედ ჯვარცმელ არს ყოველთა მათ, რომელნიცა არიან გარეშე ჩვენსა; 5) რომელის სდგას თავსა შინა მესამისა დასისასა მსგავსად წერილისა წინასწარმეტყველისა მის გიორგისა; 6)და ამაღლებულ არს მერყავსა ტახტსა ზედა "კვალისასა" და მჯდომარე არს მარჯვენით ხელდამსმელისა მისისა; 7)და მოვლენია არს დიდებით ქვეყანასა ამას გურჯისტანისასა განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა ეროვნებათა და მრთელისა კაცთა ნათესავისა მსგავსად მაზაკვალისა (ლიცემერი: გიორგი წერეთლის ფსევდონიმი იყო), რომლისა სიჭაბუკესა არა აქვს დასასრული; 8) და ერთი წმინდა სულიერი, წინასწარმეტყველი და წინამორბედი ჟორდანიასი გიორგი, რომელი გურჯისტანისგან გამოვალს, გურჯისტანეთგან და აისტანელთაგან ჟორდანიასთანა და ჯიბლაძესთანა თაყვანისმცემლების და იდიდების ამა ჟამსა შინა, რომელი იტყოდა და აწცა იტყვის ივანიკასა და გოჯაპირას მიერ; 9) ერთი წმინდა მართლ-მადიდებელი და სამახარაძო მესამე დასი და ყორანი მისი "კვალი"; 10) აღვიარებ ერთსა ოდენ მცნებასა გაჟორდიანიებულის მარკსისა და გამარკსებულის ჟორდანიასასა მოსატყუებლად ყოველთა ცოდვათა ურიგობათა, უწესობათა და სულელობათა; 11) მოველი სასოებით დამხობასა ყოველთა წოდებათა და ეროვნებათა და უწინარესყოველთა გურჯისტანის განადგურებასაცა; 12) და ცხოვრებასა გაღატაკებულთა , გაუმეცრებულთა და მხეცებრის ბრძოლით გაპირუტყვებულთა ბრბოთა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ. http://lib.ge/body_text.php?9170 -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
![]() ![]() |
ბადრი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
zura.bi
ციტატა ბადრი წმინდა წერილების ტექსტების არა შინაარსობრივი გამოყენება (იქნება ეს პამფლეტის, სატირის, ხუმრობის და ა.შ. ...სახით), პერსონიფიცირება და ტირაჟირება საზოგადოდ, მით უფრო მათი მიწერა წმინდანთათვის მე პირადად მკრეხელობად მიმაჩნია და თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, ცოტა მაღიზიანებს კიდეც! მაგრამ საოცრად დამამშვიდებელია უფლის სამსჯავროს ვერდიქტის (ყოველი მოკვდავისათვის) უეჭველი აღსრულების გარდაუვალობის შეგრძნება, ასე რომ წონასწორობა და კანონზომიერება გარანტირებულია თვით შემომქმედის მიერ... არც მე არ მომეწონა ერთი შეხედვით ეს პამფლეტი მაგ თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მარქსიზმი მავანთა მიერ რელიგიად გადაიქცა ფაქტიურად.ბოროტი ძალა ხომ ცდილობს ყველაფერში მიბაძოს უფალს, ოღონდ საპირისპირო მიზნებისთვის. სწორედ ამას დასცინოდა ეტყობა ილია მართალი. შესაბამისად მაინდამაინც პროტესტის გრძნობა არ მიჩნდება. ყოველ შემთხვევაში ჩემი განზრახვა ილია მართლის შეურაცხყოფა არ არის და ხედავ ამას უფალი. უბრალოდ მინდოდა ფორუმელებს ცოდნოდათ ამ პამფლეტის შესახებ. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 08:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი