ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 19 2010, 11:18 AM
პოსტი
#1
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
k@the |
Jul 22 2010, 10:21 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
თემას თუ არ გადაუხვევთ და უფრო მეტ მასალას დადებთ, მართლმადიდებლურ მასალას ინდუისტურ რელიგიების შესახებ, ძალიან კარგი იქნება.
საერთოდ, რატომ გონიათ ახალმოსულ ფორუმელებს, რომ აქ იდეალური ადამიანები დახვდებიან, რომელთათვისაც ცინიზმი და ყოველგვარი მიწიერი ცოდვა უცხოა, არ მესმის. ამ ფორუმზე იკრიბებიან უმეტესად ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყონ მართლმადიდებლები ისე, როგორც ამას მაცხოვარი გვასწავლის. თუმცა, ვინ როგორ ახერხებს ამას, არავის გასარჩევი არ უნდა იყოს წესით. გარემოებამ მოიტანა ამ თემის გახსნის აუცილებლობა ფორუმზე, რადგან მოგვიმრავლდნენ ფორუმელები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ, განსხვავებული ფასეულობები გააჩნიათ და რწმენაც. (არავინ მიიღოს შეურაცხყოფად) მართლმადიდებლისთვის კი, პირველ რიგში უცხო რელიგიების მიმდევრებისაგან კი არ სჭირდება სწავლება, რამდენად კარგია ის უცხო რელიგია, ან რამდენად ახლოსაა ის რელიგია მართლმადიდებლურთან, არამედ წმინდა მამათა სწავლებები და მართლმადიდებლური შეხედულებები, თუ რითი განსხვავდება ეს უცხო რელიგია ჩვენი რელიგიისაგან და რა არის მასში მიუღებელი ჩვენთვის. ფორუმი ერთ დიდ აპოლოგეტიკის განყოფილებად ვერ იქცევა, არადა რატომღაც ყველა განყოფილებაში, სწორედაც რომ მართმადიდებლობის დაცვაა საჭირო. რატომ აღარ იხსნება თემები, სადაც წერია წმინდა მამები რას გვირჩევენ, თუ როგორ ვიცხოვროთ და ა.შ. ვითომ ვედები ამას უკეთესად ახერხებენ? დილას ადრე ადგომა რომ კარგია, რათ უნდა მაგას მთელი ფილოსოფია? რა არის კარგი და რა ცუდი, ამას მართლმადიდებლობაც კარგად გვასწავლის, ვინ როგორ ასრულებს ეგაა თორემ... მე ყველა რელიგიის აღმსარებელს ვცემ პატივს, ყველა ადამიანს თავისი თავი აქვს მხრებზე და თავისი ფასეულობები, მაგრამ მადლობელი ვიქნები, თუ იმ ფასეულობებს თავს არავინ მომახვევს და ჩემს გადარწმუნებას არ შეეცდება, სამაგიეროდ არც მე მოვახვევ თავს არაფერს, მხოლოდ ვეცდები პირადი მაგალითით ვაჩვენო მე რა მწამს. ხოლო ციტატები და ისტორუილი ფაქტები თუ არ მექნება იარაღად, არც ეგ შემაშინებს, ცარიელი ცოდნა ბევრი არაფრის მომტანია, სიყვარულის და რწმენის გარეშე. ამიტომ, იქნებ განვაგრძოთ ამ თემაში, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით საკითხის განხილვა. ყოველგვარი შეურაცხყოფების და საკუთარი ცინიკური კომენტარების გარეშე. სიამოვნებით წავიკითხავ და გავეცნობი. მაპატიეთ, გამიგრძელდა სიტყვა, არადა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 08:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი