![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აკაკი
ქართულ მითოლოგიაში ჰარალე (იგივე არალი) მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთია. ამ სიტყვების სანსკრიტული მნიშვნელობა ცოტა რთული გასაგებია, არალს მაგალითად ბევრი მნიშვნელობა აქვს. ა-რა-ლი მზისა და მიწის შეერთებასაც ნიშნავს და "ადგილსაც", კიდევ სხვა მნიშვნელობებიც ექნება. ხოლო სიტყვა ჰარი ღმერთის-ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია სანსკრიტულად. საერთოდ ეს ძველი სანსკრიტული სახელები მესხეთში გვხვდება ხშირად: მაგალითად აგონა კერპი იყო, რომელიც ცეცხლს უკავშირდებოდა (აგნი - სანსკრ. ცეცხლს ნიშნავს). არის ადგილი მესხეთში, რომელსაც ვაიოს (ვაიუს) ველები ჰქვია, რაც ნიშნავს ქართა ველებს (ვაიო ჰაერის ელემენტის აღმნიშვნელი სიტყვაა სანსკრიტზე). ასევე არსებობს მრგვალი მთა, რომელსაც სამსარას ეძახიან. ბევრი სახელი ნახევარღმერთებს ან კერპებს უკავშირდება, მაგრამ "ჰარი" და "რამა" უზენაესი ღმერთის სახელებია. თვითონ ქართველები რა მნიშვნელობით ხმარობდნენ არ ვიცი. პ.ს. აიურვედასთან რა შუაშია ვერ ვხვდები... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
self |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 17-April 10 წევრი № 8,639 ![]() |
რაც ატმანი წავიდა მოკვდა ეს თემა, არადა უსაინტერესოესია
![]() დაპოსტეთ, იქნებ თქვენც იცით და გსმენიათ რამე ამ მეცნიერების შესახებ. მე საკუთარ თავზე დაკვირვებებითა და ექსპერიმენტებით დავიწყე ამ მეცნიერებასთან უერთიერთობა, პროცესი ძალიან საინტერესოა და ყოველდღე ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. ![]() ![]() როგორც ჩანს აიურვედა ინდოეთის გარდა ევროპასა და ამერიკაშიც ცნობილი მედიცინის სახეობაა, მრავალი სკოლა და ინსტიტუტიც არსებობს. ინგლისურად ძალიან ცოტა უფასო ლიტერატურა დევს ინტერნეტში, იქნებ დადოთ ლინკი თუ ვინმე იპოვით ამ თემაზე წიგნებს ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი