IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჟუმბერ მახათელი, როგორ გამოგრჩათ!
d.p
პოსტი Jan 6 2009, 07:27 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



მოკლედ ახლახანს გავეცანი ქართული ინტერნეტ სამყაროდან ამ პოეტის შემოქმედებასა და ფრიად საინტერესო ბიოგრაფიას. ძალიან კი გამიკვირდა რომ თქვენ არაფერს ამბობთ ამ ადამიანის შესახებ- დაიბადა 1929 წელს იყო მწერალთა კავშირის საპატიო წევრი. მუდმივი პრობლემები ჰქონდა საბჭოთა ცენზურასთან, ასევე ჟურნალ "ცისკრის" რედ-კოლეგიასთან მის სახელში ასო "ჯ"-ს "ჟ" -თი ჩანაცვლების გამო - როგორც თვითონ აღნიშნავდა- საკრალური მომენტი იყო ეს ყოველივე. რაც პოეზიას შეეხება - მოღვაწეობდა ჟანრთა უაღრესად ფართო სპექტრში- მათ შორის ზდანევიჩის შემდეგ ერთ-ერთი იშვიათი იყო ვინც მოახდინა დადაიზმისა და ქართული იდენტურობის სინთეზი (თუმცა, უნდა ითქვას რომ წარუმატებლად).

მოკლედ- სირცხვილი ავიცილოთ ფორუმმა და ამ ადამიანის შესახებ ერთი თემა მაინც გვქონდეს!

მოიყვანეთ საყვარელი სტროფები, პასაჟები. მეც დავიწყებ შემოქმედების დადებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dilaadriano
პოსტი Jul 26 2010, 07:41 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 26-July 10
წევრი № 9,199



მომე უფლება, შენს მაცივარში შევინახო ჩემი კალბასი,
ან შენ უჯრაში ჩავალაგო ჩემი წაღები,
ჩამაგდებიე შენს ყულაბაში ერთი აბაზი,
ან შენს ღრიჭოში გამაყრეინე ეს გასაღები.

ნუ გამაწბილებ, რომ შენ პადიეზდს არა აქვს კარი,
რომ შენს ლარნაკში ვერ ჩავატევ ამ ჩემ შავ ტიტას,
შემოვფრინდები შენ სარკმელში ანდამატივით,
შენი პენალი უსაშლელობას რამდენ ხანს იტანს...

მომეცი ნება, შენს თავლაში დავიჭიხვინო,
ან შენი ერდოს ურდულს ქლიბით ავფხიკო ჟანგი,
მე მინდა ჩავდო შენს ზარდახშაში ჩემი მუნდშტუკი,
დავაბინაო შენს ხრუშოვკაში ეს ჩემი ბარგი...

დაე მე ვიყო შენი კბილის ღრუს დარიშხანი და
მაგ შენი ყურის ბამბიანი საწმენდი სპიჩკა,
მე მინდა შენი ფოსტის ყუთში ვეგდო დეპეშად,
და შენს ბუხარში შემაკეთო ერთ ცალ სველ ფიჩხად.

მომეცი ნება, "კარი ფრთხილად იკეტებოდეს"
და შენ იყო თუნდაც მეტრო ნაძალადევი,
თუ მიპოვნი სადმე რკინის ორლარიანად
მაშინათვე შენს პორტმანში ფრხილად ჩამდევი.


"შენშიტივები". 1743. ბულონის ტყე-პარკი.

ის გენიოსი იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 09:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი