საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
dilaadriano |
Jul 26 2010, 08:48 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 26-July 10 წევრი № 9,199 |
ეზეკიელ წინასწარმეტყველზე არაფერი ვიცი, მისი წინასწარმეტყველების გარდა.
1 ლუდის ქვეყანა ცნობები ეზეკიელ წინასწარმეტყველის მიერ მოხსენიებული ლუდის ქვეყნის შესახებ, რომელსაც თანამედროვე ისტორიკოსები, ძველი ბერძნების მსგავსად ლიდიას უწოდებენ, პირველად ასურბანიფალის (ძვ.წ. 668–626წწ) დროინდელ წერილობით წყაროებში მოიპოვება . ამ სახელწოდებას საკმაოდ დამაჯერებელი ინდოევროპული ეტიმოლოგია აქვს და იკითხება, როგორც „ხალხის“ ადამიანების ქვეყანა. (შეადარეთ რუსული люди, გერმანული ლეუტე და სხვა). ჰეროდოტესა და სტრაბონის გადმოცემით, ლიდიელებს ადრე „მეონები“ ან „მაინოები“ “მონები”M (უკეთ „მავნეები“) ერქვათ, თუმცა, თანამედროვე ენათმეცნიერული კველებით დასტურდება, რომ ტერმინი „მავნეები“ ლიდიელების სახელი კი არ იყო, არამედ მათი უახლოესი მეზობელი ტომის – კარიელების.აქვე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კარიული ენის საშუალებით ხერხდება ლიდიური ენის ხეთურ –ინდოევროპულთან დაკავშირება. ლიდიის სახელმწოფოს აღზევება პირდაპირ კავშირშია ლიდიური პოეზიის აყვავებასთან. Lლიდიელებს მთელს მცირე აზიასა და საბერძნეთში სახელი გაუთქვა პოეტმა გარეტემ. ბერძენი ავტორების მტკიცებით, სწორედ გარეტემ, ჰომეროსზე თითქმის საუკუნით ადრე დაწერა ე.წ. „ფრიგიული ილიადა.“ (იმ დროისვთის ლიდიის სამთვრო ჯერ კიდევ დიდი ფრიგიის სამეფოს ნაწილი იყო.) გარეტე თავის პოემაში აღწერს, რომ ტროა– საბერძნეთის ათწლიანი ომის ზავით დამათვრების შემდეგ, საქმეში ბრიგი მეომრები ერთვებიან. მათი მხედართმთვარი მითა ქუსლში სასიკვდილოდ ჭრის ბერძნების გმირს (საგულისხმოა აქილევსს), რის შემდეგაც ბერძნები უკან იხევენ. და ბრიგთა მითიური მეფე გორდიოსი თავისი ლაშქრით ტროას ციხის გარშემო ცნობილ „გორდიოსის კვანძს“ კრავს. ტროა ბრიგების ხელში გადადის სტრაბონის სქოლიასტი შენიშნავს, რომ გარეტსავე ეკუთვნის პირველი პოემა არგონავტების შესახებ, სადაც დამარცხებულ ბერძნულ ფლოტს კოლხები აფსირტეს კუნძულებამდე (დღევანდელი ხორვატია) სდევენ, სძლევენ და იქვე სახლდებიან. მერმნადების საგვარეულოს უფლისწული, გიგესი, (ასურული წყაროების მიხედვით „გუგუ“ ან „გუგა“) სანადიროდ იყო, როდესაც ჭექა–ქუხილიმა აიძულა თავი ახლომახლო გამოქვაბულისათვის შეეფარებინა სადაც მან იპოვნა ასურეთის მეფის, ტიგლათფილესერ III-ის დაკარგული განძი. ნინევიაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტა გვამცნობს: „ჰპოვა გუგუმ ქვაბულში ოქრო და განძი ყოველი ასურთა მეფისა, მოისყიდა მით ლაშქარი კარიელთა და მუშქთა (ფრიგიელები) და შევიდა ქალაქ სარდეს“ გიგესმა თავი- ლიდიელთა მეფედ, სარდე – დედაქალაქად, ხოლო ლიდია - ფრიგიელთგან დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა. და ბოლოს იმავე წელს გიგესმა დაიწყო ბრძოლა ლიდიელთა ისტორიული მიწების შემოსაერთებლად, რაც თავის თავში გულისხმობდა მცირე აზიის მთელს ეგეოსის ზღვის სანაპიროს და მთელს ანატოლიას, ფრიგიისა და ლიკია – კილიკიის ჩათვლით. 11 გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და სიმდიდრე ლიდია -მცირე აზიის დასავლეთ სექტორში, მდინარე ჰერმოსის (დღევანდელი გედისის) ნაყოფიერ დაბლობში მდებარეობდა. ჩრდილოეთით მას მისია ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით – დიდი ფრიგია, ხოლო სამხრეთით კი კარია. ლიდიის დედაქალაქს ბერძნები სარდეს ეძახდნენ. სახელწოდება სარდე, რაც ლიდიურად თბილს“ აღნიშნავს, ქსანთოს ლიდიელის მოსაზრებით,დაკავშირებულია თბილ წყაროებთან, რომელიც ქალაქის აკროპოლისთან კლდიდან გადმოედინება. აქვეა მდინარე პაქტოლუსი, რომელიც ქალაქზე ჩაივლის და ოქრონარევი ქვიშითაა ცნობილი. ამერიკელმა არქეოლოგებმა სარდეს ნანგრევებთნ აღმოაჩინეს ოქროსაგან ქვიშის განმაცალკევებელი დანადგარი . ლიდიელები ოქრონარევ ლამს მდინარიდან ცხვრის ბეწვის საშუალებით იღებდნენ. აღსანიშნავია რომ ლიდიას საკმაოდ ხელსაყრელი კლიმატური პირობები ჰქონდა. მდინარე ჰერმოსის დაბლობი ცნობილია თბილი და ნოტიო, ხმელთაშუა ზღვისთის დამახასიათებელი ჰავით, რაც თავის მხრივ მიწათმოქმედებისა და მებაღეობა – მევენახეობის განვითარებას უწყობდა ხელს .ლიდიაში განსაკუთრებულად მევენახეობა იყო პოპულარული.და არა მარტო ეს- არამედ იქაური ღვინო და ღვინის სმის ადათ–წესები ფართოდ იყო გავრცელებული მთელს წინა აზიაში. მსოფლიოში პირველი ოქროს მონეტა ლიდიაში მოჭრეს მონეტის ერთ მხარეს ლომის თავის გამოსახურება ამშვენებდა, ხოლო მეორეს – ისრით და მუზარადით შემკული მეფის, ხელშის სასმისით. წარწერა მონეტაზე კი იკითხება, როგორც “ვალველ” , რაც მეცნიერთა აზრით ნიშნავს „ადღეგრძელე“. ლიდიელი მეფეების სიმდიდრეზე ბევრს წერენ ბერძენი ისტორიკოსები, კერძოდ, ჰეროდოტეს გადმოცემით, ლიდიის მეფე კროისოსმა დელფოსის ღვთაებას 3000 სამსხვერპლო ნივთი შეწირა. მან გადაადნობინა უამრავი ოქრო და გამოაჭედინა ნახევარფილები, მათი სიგრძე იყო 6 ციდა, სიგანე – 3 ციდა, სისქე – 1 ციდა. ასეთი ნახევარფილა შეადგენდა117 ცალს, აქედან 4 წმინდა ოქროსას, თითეული მატგანი იწონიდა2,5 ტალანტს , დანარჩენი მონეტები იყო– თეთრი ოქროსი,და თითეული 2 ტალანტს უდრიდა. სამსხვერპლო ნივთებს წარმოადგენდნენ აგრეტვე: ლომის ოქროს გამოსახულებები, რომლებიც 10 ტალანტს იწონიდნენ აქვე იყო ოქროს ფარები, ოქროს სამფეხები, ოქროს შუბისპირები, ძროხების ოქროს ქანდაკებები, ოქროს სვეტები და სამკაულები. 111 წყაროები ლიდიის შესახებ ლიდიის შესახებ ყველაზე ადრეულ ცნობებს ასურეთის მეფე ასურბანიფალის დროინდელ წერილობით ძეგლებში ვხვდებით. სწორედ ამ ტექსტებიდან ვგებულობთ პირველად ლიდიის მეფე გიგესის (ასურ. გუგა) სახელს. აღნიშნულ წყაროებშვე ვპოულობთ საყურადღებო ცნობებს ლიდიის ადრეული პოლიტიკური ისტორიის, კერძოდ, ლიდიაში კიმერიელთა შემოსევის შესახებ. ლურსმნული წარწერის მიხედვით კიმერიელები ლიდიას პირველად ძვ.წ 680 წელს დაესხნენ თავს. ასურელთა დახმარებით მეფემ შეძლო მომთბარეების ქვეყნიდან განდევნა. ასურბანიფალი იკვეხნის, რომ აქამდე უცნობმა ლუდის მეფე გუგამ მას მფარველობა სთხოვა და დიდძალი ძღვენიც გაუგზავნა. ამავე წყაროს მიხედვით კიმერიელთა მეორე ლაშქრობა ლიდიაში ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგებით დასრულდა. იმ დროისთვის გუგა ანტიასურული კოალიციის ლიდერს, ეგვიპტის ფარაონ ქსამეტიქ I- ს დაუმეგობრდა.და მეფის ამგვარმა ქმედებამ ასურბანიფალის მხრიდან მოსალოდნელი ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია. (თალეს მილეთელი ამ ნაბიჯს ”ლიდიელთა ჭკუის სასწავლებელ სვლას“ უწოდებს ). ასურეთმა წააქეზა კიმერიელები და მათ მეორე ლაშქრობა მოაწყეს ლიდიაში.რის შედეგადაც მთელი ქვეყანა მტერმა დაიპყრო, მათ შორის დედაქალქი სარდე, მხოლოდ ქალაქის აკროპოლისი დარჩა აუღებელი. მნიშვნელოვან ცნობებს ლიდიის სახელმწიფოს შესახებ გვაწვდის ჰეროდოტეს თნამედროვე ავტორი ქსანთოს ლიდიელი. მისი მრავალგვერდიანი ნაშრომი, რომლის მიზანი ლიდიის ისტორიის დაწერა იყო,ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ ბერძენი ავტორების მიერ ციტირებულ ფრაგმენტებადაა შემორჩენილი. ასე ვთქვათ, დიონისე ჰელიკარნასელი ქსანთოს ლიდიელის შრომებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სარდეს აკროპოლისისათვის ბრძოლის დღეებში- „მოუხმო გიგესმა ფრიგიიდან კოლხი დედოფლის- მედეას შთამომავალს, გორდიონის ქურუმს, გუდუს და კიმერიელთაგან აკროპოლისის დაცვის ნაცვლად დაუმტკიცა 200 ტალანტი ოქრო“. გუდუმ გუგას აკროპოლისის გარშემო თხრილის გაყვანა და თხრილში იქვე ამომავალი თბილი წყლის ჩაშვება ურჩია. შემდეგ მან ე.წ .ცარუმ ცოპტიცუმ– ისაგან (ინდური კვლიავი) დააყენა ძლიერმოქმედი შხამი .რამდენიმე წვეთი და თხრილის წყალი მთლიანად მოწამლა. ათიათასობით მოწამლული კიმერიელი დაეცა სარდეს აკროპოლისის კედლებთან, ამავე ბრძოლაში გმირულად დაიღუპა მეფე გუგაც. საყურადღებოა, აგრეთვე იონური წარმოშობის ბერძენი ავტორების, ჰეროდოტესა და თალეს მილეთელის შრომები, თუმცა ისინი, რიგი მიზეზების გამო ხშირად ირონიით აღწერენ ლიდიელთა ისტორიის მნიშვნელოვან დეტალებს. ამ კუხით გამოირჩევა თალესი, რომელიც მოგვიტხრობს: : „ ლიდიელები სკვითებივით იქცევიან და ღვინოს წყლით არასოდეს აზავებენ. ყოველ ახალ მთვარეზე მამაკაცები ღვინის დასალევად იკრიბებიან. ღვინოსთნ არასოდეს არაფერს ჭამენ, რადგან არ შეურაცხყონ სასმელი, ლიდიელებს ჰგონიათ, რომ ღვინოში მათ ხალხის მფარველი ღმერთია. . ღვინის სმას ასაკით უფროსი იწყებს. მას ხელში ღვინით სავსე თხის რქა უჭირავს და საკუთარი სიმართლის შესახებ ამბობს სიტყვას, სვამს და რქას მასზე უმცროსს გადასცემს. - ასე გრძელდება სუფრის უმრწემესამდე. შემდეგ კი ყველაფერი თვიდან იწყება მანამ, სანამ მთვრალები კამათს არ წამოიწყებენ. “ ამ ადათის შესახებ ჰეროდოტეც წერს და უმატებს, რომ ლიდიელთა შორის სუფრაზე ადამიანის მოკვლა მიღებულია ბოლოს ლიდიელთა შესახებ არაერთ საგულისხმო ცნობას შეიცავს ძველებრაული წერილობითი ძეგლი „ბიბლია.“ ამ წყაროში საინტერესო ცნობებია დაცული მიდია – ლიდიის ბრძოლის ისტორიიდან (იხ. „დაბადება“, „ეზეკიელი“) . პოლიტიკური ისტორიის საკითხები ძვ.წ VII-VI საუკუნეების ლიდიის პოლიტიკური ისტორია საკმაოდ კარგადაა ცნობილი. ძვ.წ. VII საუკუნის დამდეგს ლიდიაში სამეფო დინასტიები შეიცვალა. ჰერაკლიდების სამეფო საგვარეულოს ადგილი მერმნადებმა დაიკავეს. ამ დინასტიის წარმომადგენელთაგან პირველი გიგესი (გუგა) გამეფდა. (692–654წწ) გამეფების წლიდანვე მან, ლიდიის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დაუნდობელი ბრძოლა წამოიწყო მეზობელ სამეფოებთან. ლიდიელებმა გადაწვეს, გაძარცვეს და დაიმორჩილეს ტროა, ფრიგიის, კარიის, მისიის ქალაქები, შეუტიეს (თუმცა უშედეგოდ) ბერძნულ პოლისებს მილეთსა და სმირნას. გიგესის მეფობისას ლიდიამ კიმერიელთა ორი შემოსევა განიცადა. მეფის სიკვდილის შემდეგ მისი პოლიტიკა მემკვიდრემ, არდისმა გააგრძელა, რომელმაც კიმერიელები ქვეყნიდან საბოლოოდ განდევნა, ამისათვის იგი იძულებული იყო დახმარება ისევ ასურელებისთვის ეთხოვა.. არდისის მეფობისას ლიდიელები იწყებენ მრავალწლიან ომს დასავლეთ მცირე აზიის ზღვისპირა ზოლში დმებარე იონური ქალაქების დასამორჩილებალდ. მათ დაიკავეს მილეთის მეზობელი პოლისი პრიენე, მაგრამ თავად მილეთის აღება ვერ შეძლეს. ამ ბერძნული ქალაქის დასაპყრობად არც არდისის მემკვიდრეები სადიატე და ალიატე იშურებდნენ ძალღონეს. ალიატემ თვისი 57 წლიანი მეფობის 27 წელი მილეთთან ბრძოლას შეალია. ლიდიელები სისტემატურად ანადგურებდნენ მილეთელთა სანახებს და ქალაქის მოსახლეობას სურსათის გარეშე ტოვებდნენ, ასეთი მკაცრი ქმედებების მიუხედავად მეფე ალიატე იძულებული გახდა დაედო ზავი და მილეთი მოკავშირე მეგობრად ეცნო. ალიატეს მეფობისასვე მოუხდათ ლიდიელებს მიდიელებთან ომი. მიდიის მეფე კაიქსარმა, რომელმაც ქერქემიშის ბრძოლაში საბოლოოდ გაანადგურა ასურეთის იმპერია, 590 წელს ურარტუს შეუტია და დაიმორჩილა. შედეგად მიდიამ სამყაროში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი სამეფოს სახელი მოიხვეჭა. ძვ.წ 591 წელს კაიქსარის ლაშქარი მდინარე ჰალისს მოადგა, სადაც მას ლიდიელთა ჯარმა გადაუღობა გზა. ლიდია–მიდიის 6 წლიანი ომის შესახებ, თითქმის ყველა იმდროინდელი წერილობითი ძეგლი მოგვითხრობს. ჰეროდოტეს მიხედვით 6 წლის მანძილზე 1 დღითაც არ შეწყვეტილა ბრძოლა, „ხან მიდიელები ძლევდნენ ლიდიელებს ხან კი პირიქით “. და აი 585 წლის 28 მაისს დადგა გადამწყვეტი დღე, რომელიც თალეს მილეთელმა ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად რამდენიმე წლისთ ადრე იწინასწარმეტყველა . „მეექვსე წელს, როდესაც შეეჯახნენ ერთმანეთს და ბრძოლა დაიწყო, მოხდა ისე, რომ უეცრად დღე ღამედ იქცა. მიდიელები მზეს აღმერთებდნენ და მზის სრულმა დაბნელებამ კაიქსარის ლაშქარში პანიკა გამოიწვია. მიდიელთა მეფემ ეს მოვლენა ღვთიურ ნიშნად მიიღო და ჯარს სასწრაფოდ იარაღის დაყრა უბრძანა , იგივე გააკეთეს არანაკლებ დაშინებულმა ლიდიელებმაც ბრძოლა ლიდიელთათვის საპატიო ზავითდ ასრულდა და ქვეყვებმა მეგობრული ხელშეკრულება დინასტიური ქორწინებით გაამყარეს. ალიატეს ასული არიენისი კაიქსარეს ვაჟს ასტიაგს მიათხოვეს. მიდიელებთან დადებული ზავით გადიდგულებული ლიდიელები ისევ ბერძნულ ქალაქებსა და მცირეაზიურ სამეფოებს შეესიენ. ეს წლები ლიდიური საგარეო პოლიტიკის აღზევების ხანად ითვლება და ალიატეს მემკვიდრის კროისოსის (ლიდ. კრავასოსი) მეფობას ემთხვევა. მეფე კროისოსმა (კრავასოსმა) სულ რამდენიმე წელიწადში მთელი მცირე აზია შემოიმტკიცა. მან ერთნაირი წარმატებით დაიმორჩილა ეოლიელებიც და იონიელებიც (მათ შორის მილეთიც) ფრიგიელებიც და მიზიელებიც პაფლაგონიელებიც და ბითვინიელებიც კარიელებიც და პაფლიელებიც, ერთი სიტყვით, ლიკიელების და კილიკიელების გარდა მთელი მცირე აზია ლიდიელთა ხელში აღმოჩნდა. დაპყრობილ ქალაქებში ლიდიელები ავრცელებდნენ საკუთრ ადათებს, კერძოდ ღვინის სმის ტრადიციულ წესს. ბრუნვაში იყო სარდეში მოჭრილი ოქროს მონეტები. მეფე კროისოსს მიზნად ქონდა ეგეოსის ზღვის ბერნული კუნძულების დაპყრობაც, თუმცა მას წინ დიდი, გადამწყვეტი ბრძოლები ელოდა. მიდიის დამარცხებით შეგულიანებული სპარსეთის მეფე კიროსი მცირე აზიის.. : დასაპყრობად ემზადებოდა. კროისოსმა დასწრება არჩია. ძვ.წ 550 წელს მან სასაზღვრო მდინარე ჰალისი გადალახა და კაბადოკიაში შეიჭრა. კიროსის ლაშქართან ბრძოლა 4 წელი გაგრძელდა. თალესი წერს: „4 წელი ებრძოდნენ უგუნური ლიდიელები კიროსს მზის დაბნელების იმედით“, მაგრამ მზე არ დაბნელებულა და 546 წელს კროისოსი იძულებული შეიქნა დედაქალაქისკენ დაეხია, სადაც ის ბაბილონელების ეგვიპტელებისა და ლაკედემონელების ხარჯზე ჯარის შევსებას გეგმავდა, მაგრამ კიროსი მიუხვდა ჩანაფიქრს და სულ მოკლე ხანში სარდე ალყაში მოაქცია. კროსიოსს და ლიდიელებს ვერც ძველმა ხერხმა, თხრილში გაშვებული თბილი წყლის მოწამვლამ უშველა. (კიროსი კარიელებმა წინასწარ გააფრთხილეს). ვერ უშველა ქალაქს ვერც სამასმა ლიდიელმა ცხენოსანმა გადამწყვეტ ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ იბრძოლა. სპარსელებმა სარდე აიღეს, დაუმარცხებელი მეფე კროისოსი კი დაატყვევეს და მოკლეს. 550–546წწ მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წლებია ამ დროს სამუდამოდ შეწყვიტეს არსებობა მაშნდელი სამყაროს უძლიერესმა სახელმწიფოებმა: მიდიამ, ფრიგიამ, და ლიდიამ. მათთან ერთად ყველა იმ ერმა, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა. ყველა, ვინც თავს ლიდიელი უწოდა, სპარსებმა ქვეყნიდან გაასახლეს. მათი ძირითადი ნაწილი აპენინის ნახევარკუნძულზე გადასახლდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რომის რესპუბლიკის შექმნაში. თავად ლიდიამ კი სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა და იგი აქამემიანთა სპარსეთის ერთერთ პროვინციად იქცა. ბოლო 446 წელს დამოუკიდებელი არსებობის 150–ე წლისთვი ლიდიისა და ლიდიელების ისტორია გაქრობით დასრულდა. რელიგია და ტექსტები ძველბერძენი ისტორიკოსი ნიკოლოზ დამასკოელი თავის „მსოფლიო ისტორიაში“ (შედგებოდა 144 წიგნისაგან) წერს: „ლიდიელები ერთბაშად ყველა ღმერთს ცემდნენ თაყვანს, ისინი ეთაყვანებოდნენ ასურელებისა და ეგვიპტელების ღმერთებს, ხეთებისა და ტროელების, კილიკიელებისა და ბერძნების, იერუსალიმისა და ტვიროსის ღმერთებს“. ლიდიელთა რწმენით ღმერთი იყო ერთი და ის სვამდა ღვინოს. უძველესი ლიდიური წარწერები ბუსტროფედონებს წარმოადგენდნენ, თუმცა ზოგიერთი წარწერა მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. შინაარსობრივად ეს წარწერები რამდენიმე ჯგუფად იყოფა, პირველ ჯგუფს ეკუთვნის საფლავის ქვებზე ამოკვეთილი ეპიტაფიები მეორე ჯგუფის წარწერები იურიდიული ხასიათისაა , ხოლო მესამე ჯგუფს შეადგენენ პოეტური ტექსტები. სადღეისოდ სულ რამდენიმე პოეტური ტექსტია ნაპოვნი. ისინი იტალიის ლაციუმის პროვინციაში- ლიდიის განადგურების 30 წლის შემდეგაა დაწერილი. . გთავაზობთ მათ ავტორისეულ თარგმანს: 1 „ღმერთმა ასე ინება დღეს შენ ხარ ჩემს სახლში მასპინძელი ნუ დაგავიწყდება ვახშამზე ჩემი სადღეგრძელოს დალევა.“ 2. „ღმერთმა ასე ინება დღეს შენ ბარავ ჩემს ეზოს ფრთხილად ბარე ჩემი გული სადღაც იქ მარხია“ 3.„ღმერთმა ასე ინება დღეს შენ უვლი ჩემს მკვდრებს მოუარე მათ ჩემს დაბრუნებამდე.“ ბოლოთქმა ეზეკიელ წინასწარმეტყველზე არაფერი ვიცი, მისი წინასწარმეტყველების გარდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი