კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
izo |
Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba |
კანონისტი |
Jul 27 2010, 02:25 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა გავავლებ პარალელს ზიარების საიდუმლოსთან: თუ ვიტყვი, რომ მარტოდენ წყალზე ჩატარებული ლიტურგია ღვინოს გარეშე, ან ზეთგაზავებული ღვინოთი ლიტურგის ჩატარება არის ყალბი წირვა, მკითხავთ თუ არა "უფლის მიერ ამგვარი მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად ვინ დამაყენა"? პირველივე შეცდომა. ვინ გითხრათ, რომ შეიძლება პარალელი გაივლოს ზიარების საიდუმლოთა საიდუმლოსა და კანდელის ზეთის მცენარეულობას შორის? თუ გგონიათ, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრებების 3 კანონი რომ ეძღვნება საწირავ ღვინოსა თუ ნივთიერებებს, კანდელზე ვერაფერ კანონს ვერ მიიღებდნენ? სწორედ ამაშია თქვენი შეცდომა, რომ დოგმატს, კანონსა და ტრადიციას ურევთ. იმაზე, რაზეც ეკლესიამ თქვა, რომ არის ტრადიცია, ნუ ამბობთ, რომ ან კანონია ან დოგმატი. საწირავი ნივთიერებები - წყალგარეული ღვინო და პურის ფქვილი საეკლესიო კანონებით არის დადგენილი და დოგმატებით ახსნილ-განმარტებული, რასაც საკმევლისა თუ კანდელის ზეთის შემთხვევაში ვერსად ვხვდებით. ნამდვილად მომწონს და მივესალმები თქვენ პატრიოტიზმსა და თავდადებას, რომ გსურთ როგორც იტყვიან ტყე-ღრე მოიაროთ და უფალს ნაძვის თუ სხვა წიწვოვანი ხის საკმეველი მოუგროვოთ. მიყვარხართ და პატივს გცემთ მარტო ამიტომ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბერძნული საკმევლის მკმეველნი უფალს შეურაცხვყოფთ. კარგია, რომ ცდილობთ მაგ ტრადიციის დაცვას, ერთგვარი მოშურნეობაც არის ეგ. სხვათა შორის, ჩემ ეკლესიაში მოძღვრები ზეთის კურთხევის საიდუმლოსთვის ყოველთვის ზეთისხილის ზეთს იყენებენ (მცირედი შენიშვნა: ზეითუნი თურქულ-არაბული სიტყვაა. ქართულად ზეთისხილი ჰქვია) ნუ გაადოგმატებთ საეკლესიო ტრადიციას, თორემ თქვენვე ჩავარდებით წინააღმდეგობაში. ეს კი, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, მწვალებლობაც არის, რადგან რაც ეკლესიას არ დაუდგენია დოგმატად ან კანონად, თქვენ მიერ ტრადიციის ამგვარად გამოცხადებით ამახინჯებთ ეკლესიის სწავლებას. ერთ მაგალითს გეტყვით. მე სამსახური მაქვს, საოფისე ტიპის და ცხადია, ვერ დავიწყებ საკმევლის შეგროვებას, რადგამ ოჯახის რჩენის ვალს, რაც უფლისგან მაკისრია, ვერ შევასრულებ. ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც უფლის დიდებაა ისევ, რამეთუ ქრისტიანი "ყოველსა შინა ადიდებს უფალს". მე ჩემი ხელფასი უნდა შევწირო ეკლესიას. ეხლა მითხარით, რა უფრო დიდი შესაწირია ჩემგან, 50 თეთრიანი ქართული საკმევლის შეწირვა, თუ 2 ლარიანი ბერძნული საკმევლის შეწირვა? ამიტომ გითხარით თავიდანვე - "წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი".... იხარეთ ქრისტეს მიერ. P.S. გთხოვთ, ჩემ კანონისტობას ბრჭყალებში ნუ ჩასვამთ, რადგან იძულებული ვიქნები ადეკვატურადვე თქვენი საერთოდ მართლმადიდებლობა ჩავსვა ბრჭყალებში... ეს ისე, თხოვნის სახით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 11:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი