კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
izo |
Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 28 2010, 01:23 AM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
კანონისტი
ციტატა ნამდვილად მომწონს და მივესალმები თქვენ პატრიოტიზმსა და თავდადებას, რომ გსურთ როგორც იტყვიან ტყე-ღრე მოიაროთ და უფალს ნაძვის თუ სხვა წიწვოვანი ხის საკმეველი მოუგროვოთ. მიყვარხართ და პატივს გცემთ მარტო ამიტომ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბერძნული საკმევლის მკმეველნი უფალს შეურაცხვყოფთ. კარგია, რომ ცდილობთ მაგ ტრადიციის დაცვას, ერთგვარი მოშურნეობაც არის ეგ. სხვათა შორის, ჩემ ეკლესიაში მოძღვრები ზეთის კურთხევის საიდუმლოსთვის ყოველთვის ზეთისხილის ზეთს იყენებენ (მცირედი შენიშვნა: ზეითუნი თურქულ-არაბული სიტყვაა. ქართულად ზეთისხილი ჰქვია) ციტატა ერთ მაგალითს გეტყვით. მე სამსახური მაქვს, საოფისე ტიპის და ცხადია, ვერ დავიწყებ საკმევლის შეგროვებას, რადგამ ოჯახის რჩენის ვალს, რაც უფლისგან მაკისრია, ვერ შევასრულებ. ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც უფლის დიდებაა ისევ, რამეთუ ქრისტიანი "ყოველსა შინა ადიდებს უფალს". მე ჩემი ხელფასი უნდა შევწირო ეკლესიას. ეხლა მითხარით, რა უფრო დიდი შესაწირია ჩემგან, 50 თეთრიანი ქართული საკმევლის შეწირვა, თუ 2 ლარიანი ბერძნული საკმევლის შეწირვა? smile.gif ამიტომ გითხარით თავიდანვე - "წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი".... იცით, საქმე იმდენად ბერძნულ საკმეველში არ არის, რამდენადაც ჩვენ დამოკიდებულებაში სანთელ-საკმეველთან. მე ვილაპარაკე და წმ. მამები დავიმოწმე იმაში, რომ როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ორი საგნიდან ღვთის შესაწირად ამოირჩიოს უკეთესი და უარესს ამოირჩევს, ის არის კაენურად შემწირველი და მისი მსხვერპლი არ შეიწირება. ამიტომაც, როდესაც თქვენ, გამომდინარე თქვენი გულიდან, ძვირიან, 2 ლარიან საკმეველს სწირავთ, რადგან ფიქრობთ რომ ის უკეთესია 50 თეთრიან ქართულ საკმეველზე, უფლის წინაშე არ განიკითხებით, რადგან მამათა თქმით, ადამიანი თავისი განზრახვის მიხედვით განიკითხება. მაგრამ, თუ დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ ეს ქართული 50 თეთრიანი საკმეველი, თავისი სურნელებითა და ბუნებრივობით ბერძნულზე უკეთესია, ცხადია, უფრო მოაწონებთ თავს უფალს, ვინაიდან, აღმოჩნდებით საუკეთესოს შემწირველი. მისასალმებელია ის და სასიამოვნო, რომ თქვენი მღვდლები საეკლესიო საიდუმლოს შესრულებისას მხოლოდ ზეთისხილის ზეთს რომ იყენებენ. დიდება ღმერთს! სხვა საკითხებშიც რომ იქნებოდეს წინსვლა, ეს ჩვენი ქვეყნის ბედსაც ძლიერ დაეტყობა. ციტატა იხარეთ ქრისტეს მიერ. თქვენც იხარეთ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი