მე ბაკურ სვანიძე ვარ და ვაპროტესტებ უკვე მერამდენედ, ცილისწამება ჩემს მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მე ბაკურ სვანიძე ვარ და ვაპროტესტებ უკვე მერამდენედ, ცილისწამება ჩემს მიმართ |
bakur svanidze |
Jul 27 2010, 02:36 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
,,ერთი იყო როკ-ჯგუფ "ზღვარის" სიმღერების შემქმნელი და ერთ-ერთი თანამონაწილე ბაკურ სვანიძე,,
ეს არის ამონარიდი თქვენ ფორუმზე განთავსებული ერთ-ერთი პოსტიდან. იუზერი: Amuza May 9 2010, 01:50 PM პოსტი #95 გიორგი თემა - ,,ზოგადი რელიგიური საუბრები,, (მგონი ბასე ერქვა) საქმე ის არის, რომ მე უკვე მერამდენედ გადავაწყდი მსგავს ბრალდებებს ჩემს მიმართ! სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ამასაც, გუგლის მეშვეობით. ყველას ვთხოვ - როცა ასეთ სისულელეს წერენ, ინფორმაცია კარგად გადაამოწმონ! არასოდეს არ ვყოფილვარ მე პოეტური ჯგუფის - ,,დემონის,, წევრი. ამათმა შექმნეს მერე მუსიკალური ჯგუფი ,,ზღვარი,, რომლის არც ერთი სიმღერის, არც ერთი ტექსტის არც ერთი სიტყვა მე არ დამიწერია!!! ჩემი ნომერია 877 762001 - და ვიდრე ასეთ უაზრობებს დაპოსტავდეთ დამირეკეთ ხოლმე მე არ ვამბობ რომ ,,ზღვარის,, წევრებს არ ვიცნობ. ვიცნობ და ჩემი ახლო მეგობრებიც არიან. არც ერთი მათგანი არ არის სატანისტი! სისულელეა ეგ! არ იმას ვამტკიცებ, რომ მე თავგადაკლული მართლმადიოდებელი ვარ! უბრალოდ ნუ იგონებთ დებილურ ჭორებს და ნუ ამახინჯებთ ფაქტებს! მით უმეტეს თU მართლმადიდებლობაზე გაქვთ პრეტენზია! პატივისცემით ბაკურ სვანიძე |
bakur svanidze |
Jul 28 2010, 04:27 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
კიდევ გამარჯობა.
არასოდეს, არც ერთ პოეტურ გაერთიანებასთან ერთად, არც ერთ პოეზიის საღამოში მონაწილეობა მე არ მიმიღია! ჩემი მეგობრები არიან სერგი ლომაძე, კახა ბაციკაძე, გიორგი ზუხბაია და შესაძლოა მათ პოეზიის საღამოს უბრალოდ ვესწრებოდი. კიდევ ვიმეორებ - არ ვაპროტესტებ იმას, თქვენს გაგებაში ჩემი ლექსები არის თU არ არის სატანისტური. სიტყვა ,,სატანიზმი,, მე სულ სხვანაირად მესმის მეგობარო! მაგ ლოგიკით სულ იოლად დავამტკიცებ ტერენტი გრანელის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის და უამრავი სხვა ქართველი თუ უცხოელი პოეტის ,,სატანისტობას,, არ შეიძლება მასე! მაგით უპირველესად ზიანს სწორედ მართლმადიდებლურ რელიგიასა და მის დამცველებს აყენებთ! ვინ ცმე მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ყველგან და ყოველთვის ვიცავ მართლმადიდებლურ რელიგიას. მიზეზი მარტივია - ამაზე დგას ჩემი სამშობლო! ჩემი სახელმწიფო! მე რას ვწერ ლექსებში ეგ ცალკე თემაა და თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია განვიხილო თქვენთან ერთად ჩემი ნებისმიერი სტრიქონი! რადგან ეს თემა შეეხება მხოლოდ იმას, ვკითხულობდი თუ არა მე ,,დემონის,, წევრებთან ერთად ლექსებს (გინდ სატანისტურს და გინდ არასატანისტურს) ეს არასოდეს არ ყოფილა! ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ პოეზიის საღამოებში არასოდეს ვმონაწილებდი! ორჯერ თუ სამჯერ მაქვს გამართული ღრმა ჭაბუკობაში ჩემი საავტორო პოეზიის საღამო. სულ ეგ არის. ბოლო ლექსი საჯაროდ 1997 წელს წავიკითხე თეატრალურ სარდაფში! იმის მერე გავიდა 13 წელიწადი. უბრალოდ სასაცილოა რომ მაშინდელი დეტალები ახლა მახსოვდეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ უბრალოდ, ადამიანურად, არ არის ეს ყველაფერი ლამაზი. ვინც მართლა ებრძვის ჩვენს რელიგიას, იმას მიხედეთ. მე სულაც მაიმუნი რომ ვიყო შინაგანი რწმენით, მაინც არასოდეს მივაყენებ საჯაროდ შეურაცხყოფას მართლმადიდებლობას და პატრიქრქ ილია მეორეს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რელიგიაზე და კონკრეტულად ამ ბრძენ ადამიანზე დგას დღეს ჩვენი დაუძლურებული და მართლა სატანების ხელში ჩავარდნილი სახელმწიფო! აი ეს არის ჩემი მრწამსი! პოეზიას და ხელოვნებას კი თავისი ადგილი აქვს მეგობარო! ჩმოგართვი ხელი ადამიანურად და იმედია გესმის ჩემი. წავიკითხე შენი პასუხიც. მიხარია რომ კარგ ადამიანთან მქონია საქმე. თუ პირველ პოსტში ცოტა ვიუხეშე გამიგეთ და მაპატიეთ. თემა კი თუ გსურთ დახურეთ, თუ გსურთ წაშალეთ და მოიქეცით სურვილისამებრ. რაც იყო, იმას რაღა აზრი აქვს. ადამიანურად გთხოვ, მომავალში უფრო ყურადღებით იყო, როდესაც კონკრეტულ პიროვნებას რაიმე ბრალს უყენებ. დარწმუნებული ვარ გამიგებ ადამიანურად. იმიტომ რომ შენი პასუხიდან გამომდინარე - კარგი ადამიანი ჩანხარ! კიდევ ერთხელ გართმევ ხელს! პატივისცემით ბაკურ სვანიძე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 08:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი