IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გზამკვლევი საეკლესიო სამართალში
afxazi
პოსტი Mar 10 2010, 05:00 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291




მინდა წარმოგიდგინოთ გზამკვლევი, რომელიც დაგვეხმარება სჯულის კანონის უკეთესად მოხმარებაში. აქ უამრავ საკითხზეა საუბარი და თემების გახსნაც თავისუფლად შეიძლება.

წყაროდ ვიყენებ ახლახანს გამოსულ წიგნს "დიდი სჯულის კანონი". ახალქართული ვერსია მოამზადეს მანან დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ



ნაწილი I

ღვთისმეტყველებისა, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, კანონებისა და ხელთდასხმის შესახებ



თავი I. ღვთისმეტყველებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ:

მოციქულთა კანონი 49
კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების კანონები 1, 5
ეფესოს III მსოფლიო კრების კანონი 2
VI მსოფლიო კრების კანონები 1, 73, 81


თავი II. რომელი კანონების დაცვა არის საჭირო:

ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 6
კართაგენის კრების კანონი 1
VI მსოფლიო კრების კანონი 2
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონები 1, 2


თავი III. დაუწერლად მოცემული საეკლესიო წესის, როგორც კანონის დაცვის შესახებ, და რომ ჩვენთვის არ არის საჭირო მოსეს სჯულის დაცვა:

VI მსოფლიო კრების კანონი 82
ბასილი დიდის დიოდორეს მიმართ მიწერილი ეპისტოლიდან და ამფილოქეს მიმართ სულიწმიდის შესახებ მიწერილი ეპისტოლის 27-ე და 29-ე თავებიდან.


თავი IV. კანონებს დაადგენს არა ერთი ეპისკოპოსი, არამედ ეპისკოპოსთა ერთობა:

ბასილი დიდის კანონი 47
გრიგოლ ნოსელის კანონი 6


თავი V. პატრიარქების, მიტროპოლიტების და აფრიკაში პირველებად, პრივატონებად (საეკლესიო კრების თავჯდომარეობის უფლების მქონე მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი) წოდებულთა შესახებ:


მოციქულთა კანონი 34
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 4, 6, 7
ანტიოქიის კრების კანონი 19
კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების კანონები 2, 3
ეფესოს III მსოფლიო კრების კანონი 8
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 9, 17, 28
სარდიკიის კრების კანონები 3, 4, 5
კართაგენის კრების კანონები 17, 39
VI მსოფლიო კრების კანონები 36, 39

თავი VI. ვინ, ვის, სად და როგორ ხელთდასხმულ ჰყოფს ეპისკოპოსად ან სხვა სასულიერო პირად, და თუ ხელთდასხმული წერილობით უარს იტყვის ეპისკოპოსზე:


მოციქულთა კანონები 1, 2, 35
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 4
ანტიოქიის კრების კანონები 13, 19, 22
ლაოდიკიის კრების კანონები 5, 12
ეფესოს III მსოფლიო კრების კანონი 8
ეპისტოლე პამფილიის კრების მიმართ
სარდიკიის კრების კანონი 6
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 28
კართაგენის კრების კანონები 13, 18, 49, 55, 98
VI მსოფლიო კრების კანონები 33, 37
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონი 2
კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების კანონი 16
ბასილი დიდის ეპისტოლე ქორეპისკოპოსებისადმი
კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლე დუმნოს მიმართ, თავი 1, 3
მისივე ეპისტოლე ლიბიელთა და ხუთქალაქელთა მიმართ, კანონები 1, 3
თეოფილე ალექსანდრიელის მოსახსენებელი, კანონი 6


თავი VII. მრევლს არა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მღვდლის არჩევაში:

ლაოდიკიის კრების კანონი 13
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონი 2


თავი VIII. ეპისკოპოსის ხელთდასხმის გამო წამოჭრილი დავის შესახებ:


ანტიოქიის კრების კანონი 19
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონები 2, 3, 5


თავი IX. ეპისკოპოსის ხელთდასხმის დროის შესახებ:


ქალკედონის კრების კანონი 25
VI მსოფლიო კრების კანონი 14


თავი X. ვინმეს ხელთდასხმა ეპისკოპოსად, მღვდლად, დიაკვნად არ შეიძლება, სანამ ყველა, მის სახლში მყოფი, არ გახდება ქრისტიანი მართლმადიდებელი:

კართაგენის კრების კანონი 36


თავი XI. იმის შესახებ, ვინც ერისკაცობიდან ეპისკოპოსი გახდა:


სარდიკიის კრების კანონი 10
კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების კანონი 17


თავი XII. როგორ შეიძლება წარმართი, სნეული, ახლად მონათლული და უწესო ცხოვრების მიმდევარი ხელთდასხმულ იქნეს ეისკოპოსად ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენლად:

მოციქულთა I მსოფლიო კრების კანონი 2
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 2
ნეოკესარიის კრების კანონი 12
ლაოდიკიის კრების კანონი 3


თავი XIII. როგორ უნდა იქნეს დადგენილი უსაყდრო ეპისკოპოსი უეპისკოპოსო საყდარში:

ანტიოქიის კრების კანონი 16


თავი XIV. როდის არის შესაძლებელი, რომ საჭურისი ან სხვაგვარად ასონაკლული გახდეს ეპისკოპოსი ან მოყვასი:


მოციქულთა კანონები 21, 22, 77, 78
ნიკეის I მსოფიო კრების კანონი 1


თავი XV. ეშმაკეული არ შეიძლება გახდეს სამღვდელო პირი:

მოციქულთა კანონი 79


თავი XVI. იმათ შესახებ, რომლებიც არ ემორჩილებიან ეპისკოპოსს, როდესაც იგი მოისურვებს მათ ხელთდასხმას უმაღლეს ხარისხში:

კართაგენის კრების კანონი 31
ბასილი დიდის კანონი 10


თავი XVII. იმ ეპისკოპოსისა ან სხვა სამღვდელო პირის შესახებ, რომელიც ხელთდასხმული იქნება, ხოლო მისი მრევლი მას არ შეიწყნარებს, ან თვითონ არ მიიღებს მრევლს, ან ვერ შეძლებს იქ წასვლას:


მოციქულთა კანონი 36
ანკვირიის კრების კანონი 18
ანტიოქიის კრების კანონები 17, 18


თავი XVIII. ეპისკოპოსს, რომელიც სიკვდილის პირას არის მისული, არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად სხვას დაასხას ხელნი:


მოციქულთა კანონი 76
ანტიოქიის კრების კანონი 23


თავი XIX. მცირე ქალაქში ან დაბაში ეპისკოპოსის დადგენა არ არის საჭირო:

ლაოდიკიის კრების კანონი 57
სარდიკიის კრების კანონი 6


თავი XX. არ შეიძლება, ერთ სამთავროში იყოს ორი მიტროპოლიტი, ან ერთ ქალაქში – ორი ეპისკოპოსი, ან ორ ქალაქში იყოს ვინმე ეკლესიის მსახურად:

ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 8
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 12
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონი 15


თავი XXI. იმ ეკლესიებში ხელთდამსხმელთა შესახებ, რომლებიც არ შედიან მათთვის დაქვემდებარებულ ქალაქებსა და სამთავროებში:

მოციქულთა კანონი 35
ანტიოქიის კრების კანონები 13, 22
ეფესოს III მსოფლიო კრების კანონი 8


თავი XXII. მთავრების დახმარებით ეკლესიების დამპყრობელთა შესახებ:

მოციქულთა კანონი 30
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონი 3


თავი XXIII. მეორედ ქორწინებულის ან ხარჭოსნის ხელთდასხმა ეპისკოპოსად ან სხვა სასულიერ პირად არ შეიძლება:

მოციქულთა კანონი 17, 18, 19
VI მსოფლიო კრების კანონები 3, 12
ბასილი დიდის კანონი 12


თავი XXIV. იმათ შესახებ, ვინც ფულით ყიდულობს ხელთდასხმას, ან მიიღებს საეკლესიო პატივს:

მოციქულთა კანონი 29
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 2
VI მსოფლიო კრების კანონები 22, 23
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონები 4, 5, 19
ბასილი დიდის ეპისტოლიდან ეპისკოპოსთა მიმართ
გენადის და კრების ყოვლადღირს მიტროპოლიტთა მიმართ მიწერილი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლიდან.


თავი XXV. ხელთდასხმა მეორედ არ შეიძლება:

მოციქულთა კანონი 68
კართაგენის კრების კანონი 48


თავი XXVI. ეპისკოპოსი ან სხვა სასულიერო პირი არ უნდა იცვლიდეს ადგილს ქალაქიდან ქალაქში:

ნიკეის I მსოფლიო კრების კანონები 15, 16
ანტიოქიის კრების კანონი 21
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 5, 10, 20
სარდიკიის კრების კანონები 54, 90
VI მსოფლიო კრების კანონები 17, 18, 20


თავი XXVII. იმის შესახებ, ვინც ცოდვიანია და ხელთდასხმას მიიღებს:

ნიკეის I მსოფლიო კრების კანონები 9, 10
ნეოკესარიის კრების კანონი 9
ბასილი დიდის კანონი 27
თეოფილე ალექსანდრიელის მოსახსენებლის კანონები 4, 5, 8


თავი XXVIII. ხელთდასხმადი მამაკაცებისა და დედაკაცების ასაკის შესახებ:

ნეოკესარიის კრების კანონი 11
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 15
კართაგენის კრების კანონი 16
VI მსოფლიო კრების კანონები 14, 15


XXIX. ქორეპისკოპოსთა თანამდებობის შექმნის შესახებ და თუ როდის და როგორ მღვდელმსახურებენ, აზიარებენ და ხელთ დაასხამენ, თუ არა ისინი:

ანკვირიის კრების კანონი 13
ნეოკესარიის კრების კანონი 13
ანტიოქიის კრების კანონი 10
ბასილი დიდის ქორეპისკოპოსთა მიმართ ეპისტოლიდან


თავი XXX. დიდ ქალაქში სათანადოა შვიდი დიაკვნის ყოფნა:


ნეოკესარიის კრების კანონი 15
VI მსოფლიო კრების კანონი 16


თავი XXXI. თუ როგორნი არიან საეკლესიო წესრიგის მიმართ სასულიერო პირნი:

ლაოდიკიის კრების კანონი 24


თავი XXXII. არ შეიძლება იმისი ხელთდასხმა, ვისი ცოლიც იმრუშებს, და თუ სასულიერო პირის ცოლი იმრუშებს:


ნეოკესარიის კრების კანონი 8


თავი XXXIII. სამღვდელო პირთა ხელთდასხმა არ შეიძლება ეკლესიაში წინასწარი განწესების გარეშე, არამედ ეს უეჭველად უნდა მოხდეს ეკლესიის ან მონასტრის სახელზე:

ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 6


თავი XXXIV. მიმომავალთა და დაბაში არსებული ეკლესიების შესახებ:


ლაოდიკიის კრების კანონი 57


თავი XXXV. ქალაქის ეპისკოპოსს უნდა ექვემდებარებოდნენ სასულიერო პირნი, გლახაკნი, მონასტრები და სამარტვილოები:


ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 8


თავი XXXVI. მონათა ეკლესიის მსახურად გახდომის შესახებ:

მოციქულთა კანონი 82


თავი XXXVII. დედათდიაკონთა და იმის შესახებ, რომ დედაკაცი ვერ გახდება მღვდელი:

ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 19
ლაოდიკიის კრების კანონი 11
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 15
VI მსოფლიო კრების კანონი 14


თავი XXXVIII. იმ ცოდვების შესახებ, რომელთაც აქარწყლებს ხელთდასხმა:


ნეოკესარიის კრების კანონი 9


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jul 29 2010, 05:05 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნაწილი 9

ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ. უზიარებლობის, განწმენდისა და სინანულის შესახებ. რომელ ცოდვას აქარწყლებს ხელთდასხმა


თავი I. ვინ და რისთვის დასდევს ბრალს ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს:

მოციქულთა კანონი 74
კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების კანონი 6
კართაგენის კრების კანონები 8,12,14,15,19,20,128,129,130
კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლე დუმნოს მიმართ


თავი II. ვინ და რამდენი კაცი დაამოწმებს ეპისკოპოსის ან სხვა სასულიერო პირის ბრალდებას:
მოციქულთა კანონი 75
კართაგენის კრების კანონები 59,131


თავი III. სასულიერო პირს თუ ვინმე დასდებს ბრალს მრავალ დანაშაულში და არ დამტკიცდება პირველი ბრალდება:

კართაგენის კრების კანონი 30


თავი IV. ეპისკოპოსის ურჩისა და იმ ეპისკოპოსის შესახებ, რომელმაც შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსისგან განდევნილი ან უზიარებელქმნილი:

ანტიოქიის კრების კანონი 6
კართაგენის კრების კანონები 9,29,62,80,122


თავი V. ეპისკოპოსებისა და სხვა სასულიერო პირთა მსჯავრის შესახებ:

მოციქულთა კანონი 74
ანტიოქიის კრების კნაონები 14,15
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 9,17
სარდიკიის კრების კანონები 3,5,14
კართაგენის კრების კანონები 11,28


თავი VI. ეპისკოპოსის მიერ გარჩეული საქმის ხელახლა გახილვის შესახებ:

ანტიოქიის კრების კანონი 6
სარდიკიის კრების კანონები 3,4,5,14
კართაგენის კრების კანონი 11


თავი VII. თუ ეპისკოპოსმა თანაეპისკოპოსთან სადავო საქმე სასამართლოს გარეშე გადაწყვიტოს:

კართაგენის კრების კანონი 120


თავი VIII. როდის შეუძლია ეპისკოპოსს მეორე ეპისკოპოსის შეზღუდვა საერო მთავრის დახმარებით:

კართაგენის კრების კანონი 48


თავი IX. ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა შესახებ, რომლებიც უსამართლოდ განიდევნენ:

სარდიკიის კრების კანონები 14,18,19


თავი X. მღვდლობის უფლებაჩამორთმეულის ან ეკლესიისა და ზიარებისაგან განყენებულთა შესახებ:

მოციქულთა კანონები 12,13,32,51
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონები 12,13
ანტიოქიის კრების კანონი 36
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 4,16
სარდიკიის კრების კანონები 13,14
კართაგენის კრების კანონი 65
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 21


თავი XI. ეპსიკოპოსის, სხვა სასულიერო პირის, ან ერისკაცის უზიარებლობიით დასჯის მიზეზის შესახებ. ბრალდებული ეპისკოპოსის წერილობით უარის თქმა ეპისკოპოსობაზე. ეპისკოპოსი, სამართლიანად ან უსამართლოდ განდევნილი, არ უნდა ჩამოქვეითდეს მღვდლის ხარისხზე:

მოციქულთა კანონები 5,8,9,10,12,13,15,16,24,36,43,45,48,54,56,57,58,59,65,67,70,71,72,73,76,84
ქალკედონის IV მსოფლიო კრების საქმეებიდან ფოტი ტვიროსელი ეპისკოპოსის და ევსტათი ბივრიტელი ეპისკოპოსის შესახებ დადგენილი
ანკვირიის კრების კანონი
ნეოკესარიის კრების კანონი 1
კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლე დუმნოს მიმართ, თავი 1,3


თავი XII. უზიარებელქმნილი, სანამ მას მისი ეპისკოპოსი არ აზიარებს, არც სხვა ეპისკოპოსმა უნდა აზიაროს:

კართაგენის კრების კანონი 133


თავი XIII. რამდენ ეპისკოპოსს შეუძლია ეპისკოპოსის განკვეთა:

კონსტანტინეპოლის კრების დადგენილება არაბეთის ეპისკოპოსთა შესახებ*.

------------------------------------------
* დიდი სჯულისკანონის ქართული თარგმანის ტექსტში ეს დადგენილება შეტანილი არ არის.


თავი XIV. ვინ რა მიზეზით განიკვეთება:

მოციქულთა კანონები 3,5,6,7,11,23,25,27,29,30,31,35,42,44,45,46,47,49,50,51,52,53,55,59,60,61,63,64,
65,66,68,69,70,81,83,84
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონები 2,10,17
ანკვირიის კრების კანონები 10,14,18
ნეოკესარიის კრების კანონი 1
ანტიოქიის კრების კანონები 1,3,4,5,13
ეფესოს III მსოფლიო კრების კანონი 2
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 2,18,27
სარდიკიის კრების კანონი 20
მეექვსე მსოფლიო კრების კანონები 3,4,5,9,10,11,86


თავი XV. ვინ რომელი მიზეზით უზიარებელიც იქნება და განიკვეთება კიდეც, ან განიკვეთება და ზიარება არ აეკრძალება, ან ეკლესიისგანაც მოიკვეთება:

მოციქულთა კანონები 28,29,30,65


თავი XVI. სასულიერო პირის ან ერისკაცის შეჩვენების მიზეზი:

ღანგრის კრების კანონი 20
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 2,7
ბასილი დიდის ეპისტოლე გრიგოლ ხუცესის მიმართ


თავი XVII. ორი სასჯელით ერთბაშად დასჯა არ შეიძლება:

მოციქულთა კანონი 25
ბასილი დიდის კანონები 3,32,51


თავი XVIII. ვინ რა მიზეზით სრულიად გაძევებულ იქნება ეკლესიიდან:

მოციქულთა კანონები 28,51,62
ანტიოქიის კრების კანონი 4
ლაოდიკიის კრების კანონი 36
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 21


თავი XIX. მათ შესახებ, ვისაც აქვს სამღვდელო საჯდომელი ან დგომის ნება, და სხვას არაფერს აკეთებენ:

ანკვირიის კრების კანონი 1,2
ნეოკესარიის კრების კანონი 9,10
მეექვსე მსოფლიო კრების კანონები 3,26
ბასილი დიდის კანონები 27,70


თავი XX. თუ ეპისკოპოსი იტყვის, ომ მხოლოდ მასთან აღიარა ვინმე სასულიერო პირმა თავისი ცოდვა, მისი სიტყვა არ იქნება სარწმუნო:

კართაგენის კრების კანონი 132


თავი XXI. ეპისკოპოსის ან სხვა სასულიერო პირის შესახებ, რომელიც შეჭამს ხორცს სისხლითურთ, ან მხეცის მოკლულს, ან დამხრჩვალს:

მოციქულთა კანონი 63
ანკვირიის კრების კანონი 3
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 67


თავი XXII. ეპისკოპოსთა, მღვდელთა და დიაკონთა და ყველას შესახებ, რომლებიც შეეხებიან სამღვდელო ჭურჭელს. ისინი თავის მეუღლეებს უნდა განერიდონ:

კართაგენის კრების კანონები 3,4,25,70
მეექვსე მოსფლიო კრების კანონები 12,13


თავი XXIII. სასულიერო პირის შესახებ, რომელმაც დასცინოს უძლურს:

მოციქულთა კანონი 57


თავი XXIV. სასულიერო პირის შესახებ, რომელმაც თავი დაისაჭურისოს:

მოცქიულთა კანონი 23
ნიკეის კრების კანონი 1
კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების კანონი 8


თავი XXV. განდგომილ და კერპებისთვის მსხვერპლის შემწირველ სასულიერო პირთა შესახებ. მოგვთა, მისანთა, ვარსკვლავთმეტყველთა შესახებ. გრძნების, წამლის შემზადებისა და თილისმათა შესახებ:

მოცქიულთა კანონი 62
ანკვირიის კრების კანონები 1,2
ლაოდიკიის კრების კანონი 36


თავი XXVI. ეპისკოპოსის ან სხვა სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც სცემონ ან მოკლან ვინმე:

მოციქულთა კანონები 27,66
კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების კანონი 9
ბასილი დიდის კანონი 55


თავი XXVII. შვებას, მთვრალობას ან სანახაობას შექცეულ ეპისკოპოსთა ან სხვა სასულიერო პირთა შესახებ, საფლავის მძარცველთა, ქურდთა, ცრუფიცთა, მევახშეთა, ერთნახევრის ამღებთა, ან სხვა სახის მიმხვეჭელთა შესახებ:

მოციქულთა კანონები 25,42,43
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 17
ლაოდიკიის კრების კანონები 4,54
კართაგენის კრების კანონები 5,16
მეექვსე მსოფლიო კრების კანონები 10,23,24,50
ნიკეის VII მსოფლიო კრების კანონი 4
ბასილი დიდის კანონები 10,14,17


თავი XVIII. ქორწინების, ღვინისა და ხორცის მოძულეთა შესახებ:

მოციქულთა კანონები 51,53
ანკვირიის კრების კანონი 14
მეექვსე მსოფლიო კრების კანონები 13,30


თავი XXIX. ქორწინებანებადართულთა და ქორწინებააკრძალულთა შესახებ. ეკითხოს წიგნისმკითხველს სრულწლოვანების ჟამს სურს თუ არა ქორწინება, ხარჭოსნობა, სიძვა და მრუშობა:

მოციქულთა კანონები 17,18,19,25,26
ანკვირიის კრების კანონი 10
ნეოკესარიის კრების კანონები 1,9,10
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონები 14,15
კართაგენის კრების კანონი 16
მეექვსე მსოფლიო კრების კანონები 3,4,6,12,13,48
ბასილი დიდის კანონები 4,6,69,80
თეოფილეს მოსახსენებელი კანონები 4,5


თავი XXX. დაქორწინებული ან დაწინდული დედაკაცის მოტაცება:

მოცქიულთა კანონი 67
ანკვირიის კრების კანონები 11,25
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 27
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 92
თეოფილეს მოსახსენებელი კანონი 2


თავი XXXI. თუ დედაკაცთან ერთად იბანაოს მღვდელმა:

ლაოდიკიის კრების კანონი 30
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 77


თავი XXXII. ეპისკოპოსი ან სხვა სასულიერო პირი თუ გახდეს ერისკაცი, ან მთავრის მსახური, ან სამხედრო პირი:

მოცქიულთა კანონი 83
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 12
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 7


თავი XXXIII. სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს:

ბასილი დიდის კანონი 71


თავი XXXIV. თავდებად დამდგარი სამღვდელო დასის წარმომადგენლის განკვეთის შესახებ:

მოციქულთა კანონი 20


თავი XXXV. დუქანში ან სასტუმროში მჭამელი სამღვდელო დასის წარმომადგენლის შესახებ:

მოცქიულთა კანონი 54
ლაოდიკიის კრების კანონი 24
კართაგენის კრების კანონი 40
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 9


თავი XXXVI. იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომლებიც მეფეს, ეპისკოპოსს, მთავარს, მღვდელს აგინებენ:

მოცქიულთა კანონები 55,56,84


თავი XXXVII. ფიცით განმტკიცებული შეთანხმების ან ღრეობის მომწყობთა შესახებ:

ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 17
კართაგენის კრების კანონი 53
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 34


თავი XXXVIII. რომელ ცოდვას მოხსნის ხელთდასხმა:

ნეოკესარიის კრების აკნონი 9


თავი XXXIX. სინანულის შესახებ. ვის აქვს უფლება, მონანული ეკლესიასთან შეარიგოს. მოძღვარს უფლება აქვს სასჯელის დაკლება-მომატებისა:

მოციქულთა კანონი 52
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონები 11,12
ანკვირიის კრების კანონები 1,2,3,4,5,6,7,8,9
ნეოკესარიის კრების კანონი 2
ლაოდიკიის კრების აკნონი 2
კართაგენის კრების კანონები 7,27,43,45
მეექვსე მსოფლიო კრების კანონი 102
ბასილი დიდის კანონები 5,34,74,75,76,82,84
გრიგოლ ნოსელის კანონები 3,4,7,8


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 07:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი