![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
alex_b
ციტატა 2. მიცვალებულთა ზიარება და ცოდვების მიტევება რა დამთხვევაა. არც მე ვაღიარებ ამას, მეტიც საეკლესიო კანონებით კატეგორიულად არის აკრძალული მიცვალებულთა ზიარება საიდან მოიტანე არ მესმის.... ციტატა 5. წმიდა მამების წერილების გატოლებიას ბიბლიასთან წმინდა მამებს ბიბლიას არავინ უტოლებს. წმ. გარდამოცემაა ბიბლიის თანასწორი და თუ რატომ, ეს დაამტკიცა მსოფლიო კრებამ, იმავე კრებამ, რომელმაც ბიბლიის კანონიკური წიგნები დაამტკიცა ამდენად, თუკი ერთგან მართალი იყო კრება, მეორეგან არ იყო?? ან ახალი აღთქმის, როგორც წიგნის, სრულად დაწერამდე (I საუკუნეში) ეკლესია არ არსებობდა? როგორ გადაეცემოდათ მოძღვრებმა მრავალრიცხოვან მრევლს, რომლებიც სახარების უნახავად სწირავდნენ თავს ქრისტეს მოძღვრებას??? სახარების კანონიკური ტექსტი არის კრების მიერ დადგენილი (ისევ ვიმეორებ), და ამავე კრებამ ცნო და აღიარა როგორც ხატთა თაყვანისცემა, ისე წმ. გარდამოცემის თანასწორობა ბიბლიასთან. თუკი შენ არ გჯერა გარდამოცემის, მე უკვე ის გამიკვირდება, ბიბლიის როგორღა გჯერა??? იქნება, მუსლიმები არიან მართლები, რომ რაღაც "სახარება" (ე.წ. "იჯნილი") არსებობს, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა დავმალეთ, "გავაღმერთეთ" რა "წინასწარმეტყველი ისა"?? მნათე ციტატა აი ჩემთვის ქრისტეანული კანონმდებლობა: 1. წმიდა წერილი და წმიდა გარდამოცემა; 2. წმიდათა და ყოვლად ქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კანონები; 3. მსოფლიო კრებათა კანონები; 4. ადგილობრივ კრებათა ზოგადქრისტიანული მნიშვნე-ლობის კანონები; 5. ეპისტოლარული კანონმდებლობა; 6. ადგილობრივი კრებების ლოკალური მნიშვნელობის კანონები; 7. ეკლესიის მეთაურთა განჩინებანი. უპირატესობას ხედავ? გენაცვალე ![]() ისე, რაცხა ჩემი წიგნი გამახსენდა.... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი