სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
![]() ![]() |
| მახოროგა |
Aug 13 2010, 12:42 AM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 224 რეგისტრ.: 19-July 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,164 |
ეეეეეჰჰჰჰ... ამ თემაზე როცა ვსაუბრობ ან ვფიქრობ, რაღაც შიშივით მეუფლება და საშინლად ვგრძნობ თავს...
არცტუ ისე დიდი ხანია რაც ამოვძვერი მაგ წუმპიდან...(კაზინო, აპარატები, ტოტალიზატორი) ყველაფერინმაქვს მოსინჯული და კიდევ დროზე ვუშველე თავს ღვთის წყალობით... ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი გავყიდე თქო, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკლისი განვიცადეთ მე და ჩემმა ოჯახმა... იმდენად კარგად მაქვს შესწავლილი ადამიანური სისუსტეები აზარტული თამაშების მიმართ, რომ შემეძლო ხარისხი დამეცვა ამ თემაზე... საკმაოდ კარგად გამომდიოდა სხვებისთვის (განსაკუთრებით უმცროსი თაობისათვის) რჩევა დარიგების მიცემა, იმდენად კარგად, რომ ხშირად შედეგიც დადებითი მოყოლია... თუმცა იმ რჩევებს მე ვერ ვასრულებდი და ამის შესახებ ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი ხოლმე, ეშმაკის არსებობა და მისი ძალა არამგონია სხვაგან უფრო კარგად შეიგრძნოს ადამიანმა, ვიდრე ამ აზარტული თამაშებით... დიდი დაკვირვებაც არ უნდა, უბრალოდ წაგების მეორე და შემდეგ დღეებში კარგად უნდა გაიხსენო ყველაფერი, ყველაფერში ვგულისხმობ იმასაც თუ რას ფიქრობ თამაშის მსვლელობის მანძილზე და უმალვე მიხვდები და გაგიკვირდება შენივე საქციელი, თუმცა ეს გაკვირვება დიდხანს არ გრძელდება და ისევ იღვიძებს შენში ეშმაკისეული წაგებული თანხის ამოღების სურვილი, მოგებული თუ ხარ კიდევ უფრო მძაფრი მაცდუნებელი შედეგი აქვს ვიდრე წაგებას, იმდენად სასიამოვნოდ გახსენდება ის უცებ მოგებული ფული, რომ არ არსებობს შანსი არ შეგაბრუნოს მორე ან მესამე-მეოთხე დღეს, მოგებისას სულ გგონია, რომ აი შენ რომ იმ კონკრეტული ლოგიკით ითამაშე იმიტომ მოიგე და უკვე იცი თუ როგორ უნდა მოიგო, ძალიან უხეშად ვხსნი მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად აღვწერო ის მომენტი... შენს თAვს არწმუნებ რომ თუ შეხვალ უეჭველი იგებ, არადა 99% წაგებული ხარ შემდეგ შესვლაზე და აგებ იმაზე სამჯერ მეტს, ვიდრე წინა შესვლაზე მოიგე... მეტს აღარ გავაგრძელებ... მე პირადად ვერ ვიტყვი რომ ხსნა ეკლესიის წიაღში ვიპოვე, არა უბრალოდ ბევრი ვიზარალე და ვაზარალე ჩემი ოჯახი, მართალია არაფერი გამიყიდია და არ დამილომბარდებია, მაგრამ რაც წავაგე ძალიან ბევრი იყო ერტი უბრალო საჯარო მოსამსახურისათვის, რომელსაც თვიდან თვემდე ხელფასის გარდა სხვა არავითარი შემოსავალი არ ჰქონდა... სხვა მოთამაშეებს იმითი ვჯობდი, რომ მე სამსახური მქონდა და ცოტა დრო მქონდა სათამაშოდ... სწორედ ამიტომ გადავრჩი შედარებით კარგად... ბოლოს მორიგი წაგების შემდეგ დიდი ინტერვალი გავაკეთე შემდეგ თამაშამდე, ისევ წუმპეში რომ აღმოვჩნდი ისევ დიდი ინტერვალი და ბოლო შესვლაზე კი ძAლიან უჩვეულო შიშმა შემიპყრო შენობაში რომ შევედი, თითქოს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ შემიყვანა ვიღაცამ, სულ რაღაც ნაევარი საათი ვითამაშე, რაც ფული მქონდა წავაგე და ისევ მოვიგე და ეგრევე გამოვვარდი... იმის მერე აღარ მითამაშია... გავანებე რა... დავუმტკიცე ჩემს თავს, რომ ეს ამბავი ეშმაკის იყო და მე და ჩემნაირებს იქ არანაირი შანსი არ გვქონდა... ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ აუცილებლად უნდა შემოიღოს რაღაც სახის შეზღუდვები, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ეშმაკის სახლები, ძალიან ბევრჯერ სულ რომ არ მიფიქრია ისეც მოვხვედრილვარ, 5 წუთით შევსულვარ და 5 საათი ვერ გამოვსულვარ... ასე მაგალითად უნდა გასამმაგდეს ლიცენზიის ღირებულება თითოეულ აპარატზე და თავისით დაიხურება ის პაჭა-პუჭა ზავედენიები, სადაც მოგების შანსი საერთოდ არ არსებობს და აპარატები ხშირად შესაწირავი ყულაბის მოვალეობას ასრულებენ, მეორე ღონისძიება კი მიმაჩნია რომ რეკლამა უნდა შეიზღუდოს, სიგარეტის კოლოფზე ხომ აწერია დიდი ასოებით რომ კლავს ადამიანს, ხომ ყველამ იცის რომ მაგ სათამაშო სახლებსაც კარგი ვერაფერი მოაქვს და ნუ გააბრდღვიალებენ ფერად-ფერადი რეკლამებით ქალაქს რა... ხომ შეიძლება ყველასთვის ერთიდა იგივე ტიპის აბრა გახდეს სავალდებულო, მაგალითად ისეთი, ადრე, კომუნისტების დროს ყველა გასტრონომს რომ ერთნაირი ჰქონდა... მართალია ამ საიტზე და ამ თემის მკითხველი ძალიან ცოტა თუ იქნება ზემოთხსენებულ გასაჭირში (შეიძლება არც არავინ იყოს) მაგრამ ტუ ვინმე წაიკითხავს ამას, ყველას მოგიწოდებტ, რომ კარგად დაფიქრდეტ და გააანალიზოთ თუ რას ჩადიხართ, რამხელა სისულელეს (ცოდვას რომ თავი დავანებოთ).... თუ ვერ იზამ ამას ჩათვალე რომ შენს წინ დიდი ხრამია და ძალაიან ახლო მომავალში გადავარდები, გადავარდები ისე, რომ ვერასოდეს ამოხვალ... -------------------- „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
|
kent5 დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო". Aug 12 2010, 07:04 PM
Atman ძალიან დიდი პრობლე... Aug 12 2010, 07:07 PM
IKA POP გამოსავალი ეკლესი... Aug 12 2010, 07:22 PM
აკაკი მე ასეთ რამეებს, "... Aug 12 2010, 07:26 PM
Atman
და აბორტებთან ერთ... Aug 12 2010, 07:27 PM
IKA POP კაზინო ტატალიზატო... Aug 12 2010, 08:01 PM
lingvo დავამატებდი ამას კ... Aug 12 2010, 09:37 PM
IKA POP
დავამატებდი ამას ... Aug 12 2010, 09:45 PM
ბადრი სამწუხაროა, მაგრამ... Aug 12 2010, 10:12 PM
sicher ... Aug 12 2010, 10:18 PM
IKA POP
აკრძალვა გამოსავა... Aug 12 2010, 10:24 PM
ბადრი sicher
ვფიქრობ სჯობს ა... Aug 12 2010, 10:41 PM
iako აკრძალვის მეთოდი გ... Aug 12 2010, 11:35 PM
შოთა ჩემის აზრით პირველ... Aug 13 2010, 12:56 AM
terra kent5
მეც ეგრე ვფიქრო... Aug 13 2010, 03:13 AM
zura.bi მე, მაგალითად კაზი... Aug 13 2010, 09:33 AM
kent5 ლას ვეგასის ისტორი... Aug 13 2010, 09:56 AM
აბე ლომბარდებს რაღას ე... Aug 14 2010, 07:24 PM
Atman აბე
ლომბარდების ა... Aug 14 2010, 07:48 PM
აბე
აბე
ლომბარდების ა... Aug 15 2010, 07:50 PM
ქევანა zura.bi
აი ზუსტად ეგრე ... Aug 14 2010, 07:53 PM
sicher ... Aug 14 2010, 08:17 PM
neo აზარტი, - ეს ვნება კ... Aug 14 2010, 08:37 PM
zura.bi
კაზინოშიც შეიძლე... Aug 14 2010, 08:54 PM
lingvo neo
ადამიანის სული ი... Aug 14 2010, 08:42 PM
Atman neo
სწორედ ეგაა "პრ... Aug 14 2010, 08:42 PM
neo
:)
კი ადამიანის სუ... Aug 14 2010, 08:55 PM
sicher ... Aug 14 2010, 09:02 PM
Atman sicher
გააჩნია რა დროს... Aug 14 2010, 09:11 PM
sicher ... Aug 14 2010, 09:30 PM
როგავა sicher
მაინც რა უკუშედ... Aug 14 2010, 10:41 PM
sicher ... Aug 14 2010, 10:52 PM
როგავა sicher
გასაგებია და მა... Aug 14 2010, 10:59 PM
sicher ... Aug 14 2010, 11:07 PM
neo
რავიცი, რავიცი, მე ... Aug 15 2010, 03:07 PM
ქევანა
ბანკი იგივე მევახ... Aug 15 2010, 07:10 PM
sicher ... Aug 15 2010, 07:35 PM
lingvo
ლომბარდის შემთხვე... Aug 15 2010, 08:02 PM
Atman აბე
ბიზნესზე და ვა... Aug 15 2010, 09:15 PM
აბე Atman
აბე
ბიზნესზე და ... Aug 15 2010, 10:11 PM
აბე lingvo
იმის გამო, რომ დ... Aug 15 2010, 09:53 PM
აბე პ.ს. თბილისში აღარ ვ... Aug 15 2010, 10:23 PM
Atman
თავად ფაქტი, რომ ფ... Aug 16 2010, 04:23 AM
kent5 მე ლას-ვეგასი ვახს... Aug 17 2010, 09:34 AM
lingvo
გეთანხმები. რა საშ... Aug 17 2010, 12:07 PM
neo ნეტა ახლა ვინმე ერ... Aug 17 2010, 05:37 PM
lingvo
ნეტა ახლა ვინმე ერ... Aug 17 2010, 08:06 PM
neo
შენ მასესხე და ნახ... Aug 17 2010, 08:49 PM
marine "მონტე კარლოს ეფე... Jun 15 2017, 01:08 PM
marine "აზარტულმა თამაშ... Jun 22 2017, 10:25 PM
marine "მონაწილეობა თამ... Jun 22 2017, 10:38 PM
marine "კაზინოთი გამდიდ... Jun 26 2017, 08:50 PM
marine "კაზინო ეშმაკის ს... Jun 27 2017, 11:17 AM
marine "მოთამაშეები ექი... Jun 27 2017, 11:47 AM
marine "1655 წელს ფრანგმა მ... Jun 28 2017, 01:41 PM
marine "არის აზარტი, საღ... Jun 29 2017, 12:50 PM
marine "მონაწილეობა თამ... Jun 30 2017, 11:43 AM
marine "სპეციალისტების ... Jul 1 2017, 09:54 PM
marine "აზარტული თამაშე... Jul 2 2017, 01:22 PM
marine "- მეზობლის ოჯახს ... Jul 3 2017, 05:47 PM
marine "კომპიუტერული თა... Jan 19 2018, 10:09 PM
marine "კითხვა: ცოდვად ხ... Aug 9 2019, 03:44 PM
marine "კითხვა: რატომ ით... Aug 10 2019, 02:14 PM
marine "კითხვა: შეიძლება... Aug 14 2019, 11:20 AM
marine "სულიერი თვალსაზ... Jan 30 2020, 06:52 PM
marine "კაზინოში" მოსი... Feb 24 2020, 07:15 PM
marine „აზარტული თამაშებ... Feb 26 2020, 09:52 PM
marine "უნდა ითქვას, რომ ... Apr 13 2020, 08:31 PM
marine "აზარტი ისევე გად... May 24 2020, 10:10 PM
marine "აზარტული თამაშე... Mar 9 2025, 08:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 01:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი