დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
zura.bi |
Aug 13 2010, 09:33 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
მე, მაგალითად კაზინოში ქუდი (რაც არ უნდა ძვირფასი) რომ შემიგდონ გამოსატანად არ შევალ და არა იმიტომ, რომ სხვაზე ნაკლებად აზარტული ვარ, არამედ გააზრებული მაქვს, რომ ნებისმიერი სამორინე საჩვენებელი (შოუ) ილუზიონი დაფუძნებულია ტყუილზე და მიზნად ისახავს ადამიანისგან მატერიალური და ფინანსური სახსრების გამოძალვას.
თავად სათამაშო -აზარტი (ფრანგულად- შემთხვევა, რისკი) ფსიქოლოგიური ფენომენია გამოწვეული ადრენალინის ჭარბი გამოყოფით. ადრენალინის მოქმედებისა და იოლად სწრაფი გამდიდრების სურვილის შერწყმა იწვევს ძლიერ ლტოლვას არა განყენებულად მიზნისკენ (ფული), არამედ მიზნისა და საშუალების (თამაში) ერთობლივ "ხიბლს"- დამოკიდებულებას. დამოკიდებულებაში კი ხშირად იკარგება მიზანი და ყოველთვის რჩება თამაში. მავანთაგან ბევრჯერ მსმენია - "აუ, თუ არ ვითამაშე, ცუდად ვარ!" - ფაქტია, რომ დამოკიდებული ადამიანი აცნობიერებს მოგების მიუწვდომლობას, მაგრამ ვერაფრით ვერ სძლევს თამაშის პროცესიდან მიღებული "კაიფის" ცდუნებას, თან - "კიდეც რომ მოვიგო!!!" ყალბი გამამართლებელი დასაბუთებით. საზოგადოდ კი აზარტი თავის განუყოფელი ადრენალინით, სასარგებლოც შეიძლება და უნდა იყოს კიდეც! გააჩნია რა მიზნისკენ და რა მიმართულებით მიმართავს მას ადამიანი. P.ს. ასე რომ თამაშს - ტაბუ!!! -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი