დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
Atman |
Aug 15 2010, 09:15 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
აბე
ციტატა კრედიტი არის ერთ-ერთი პროდუქტი. პროდუქტის გაყიდვით სარგებელს ნახულობს ორივე მხარე, გამყიდველიც და მყიდველიც. კრედიტის შემთხვევაშიც სარგებელს ნახულობს მისი ამღებიც და გამცემიც. ამაში ცუდი არაფერია. აი კრედიტი ეშმაკის მაშინ არის, თუ პროცენტი არის ძალიან მაღალი... ბიზნესზე და ვაჭრობაზე დამყარებული ურთიერთსარგებელი ბუნებრივი და ჯანსაღი პროდუქტით ვაჭრობაზე უნდა იყოს დამყარებული და არა ანგარებაზე დამყარებულ სესხებზე. (პირველი შემთხვევაც ანგარებაა, მაგრამ ჯანსაღი და ბუნებრივი. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აბე |
Aug 15 2010, 10:11 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
Atman
აბე ბიზნესზე და ვაჭრობაზე დამყარებული ურთიერთსარგებელი ბუნებრივი და ჯანსაღი პროდუქტით ვაჭრობაზე უნდა იყოს დამყარებული სრულიად ჯანსაღი პროდუქტია და არაფერი შენი დასაწუნი არ სჭირს ფინანსური კეთილდღეობის მომავლიდან მიმდინარე პერიოდში გადმოტანას (ანუ დღეს იზრდი კეთილდღეობას და მომავალში ამცირებ, როდესაც ფრავ სესხს). ასევე ჯანსაღი პროდუქტია ბანკების პროდუქტები. რომ არა თუნდაც განვადებები, მსოფლიოს ეკონომიკა ასეთი არ იქნებოდა დღეს, წარმოების განვითარების ტემპი გაცილებით ნაკლები იქნებოდა და არც ტექნოლოგიები იქნებოდა განვითარებული ისე დღეს რომაა განვითარებული... მეტსაც გეტყვი, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა განვადებებზე დგას. ყველასთვის სარგებლის მომტანია განვადება: არც მაღაზიებს ულპებათ და უჟანგდებათ პროდუქტები დახლებზე (ყიდიან რა უფრო სწრაფად); პროდუქტების მწარმოებლებსაც არა აქვთ სადარდებელი ჩაწოლილი საქონელი და იწყებენ ახალი მოდელების შექმნას/ძველის დახვეწას; მომხმარებლებსაც არ უწევთ წლობით ფულის დაგროვება და შედარებით იოლად ყიდულობენ სასურველ პროდუქტს. მწარმოებელი კმაყოფილია, მომხმარებელი კმაყოფილია, მაღაზია კმაყოფილია... სამივე კმაყოფილია... რატომ არის ვითომ ეს პროდუქტი არაჯანსაღი?! ხელოვნების, მედიცინის, ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკის, წარმოების, მშენებლობის, დიზაინის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო სისტემებისა და სხვა დანარჩენი ყველა დარგის ერთდროულად პროფესორებო და ექსპერტებო, ყველა დარგში კომპეტენტურებო, ხანდახან დაფიქრდით ხოლმე სისულელეებს რომ წერთ. ისე მაინც დაწერეთ, მე არ მომწონს ესა და ეს ამისა და ამის გამოვო, პირდაპირ რომ ეშმაკეულობას წამებთ ყველაფერს ბრძენნო ამა სოფლისანო! მაშინ ავკრძალოთ დანები, რდგანაც მისით შეიძლება კაცის მოკვლა. ეშმაკეული ყოფილა ყველა ვისაც დანასთან აქვს შეხება... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი