მონატრებული მოლოცვა, შევხვდეთ მზის ამოსვლას გერგეტზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონატრებული მოლოცვა, შევხვდეთ მზის ამოსვლას გერგეტზე |
ეკატო |
Aug 15 2010, 10:48 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე 21-22 აგვისტოს ორ დღიანი მოლოცვა მოვაწყო
ოღონდ ეს იქნება ყველა უკვე შემდგარი მოლოცვისგან განსხვავებული გასვლა, არ იქნება დამოკიდებული წამომსვლელთა რაოდენობაზე, 5 კაციც რომ ვიყოთ მაინც წავალთ, ასე რომ არ ჩაიშლება! მართალია შარშან უკვე ვიყავით ფორუმელები ყაზბეგში, მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული გასვლა, რადგან ამჯერად ღამეს გავათევთ გერგეტის მთაზე კარვებში და იქ შევხვდებით მზიას ამოსვლას ისეთ დროს უნდა ავიდეთ სამებაში, რომ ლოცვას მივუსწროთ, მეორე დღეს კი ვისაც კურთხევა ექნება მოძღვრისგან ეზიარება კიდეც ახლა რაც შეეხება მგზავრობას. თუ მოვგროვდებით მინიმუმ 15 მსურველი, ვიქირავებთ მარშუტკას და გერგეტის სამების გარდა მოვილოცავთ კიდევ სხვა ტაძრებსაც (მათ შორის დარიალის სამონასტრო კომპლექში ახლადნაკურთ ტაძარს). თუ უფრო ნაკლები წამომსვლელი იქნება წავალთ რეისის მარშუტკით, ამ შემთხვევაში მხოლოდ გერგეტის ნახვას მოვასწრებთ. წამომსვლელთა სია: 1. ეკატო 2. sally 3. ? პ.ს. წამოსვლის მსრველებმა იზრუნეთ კარვებზე და საძილე ტომრებზე, ღამე იქ ძალიან ცივა -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მახოროგა |
Aug 16 2010, 11:15 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 224 რეგისტრ.: 19-July 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,164 |
საღამომშვიდობის ხალხნო...
მე დიდია ხანია ძალიან მინდა გერგეტზე ასვლა და გამიხარდა ამ თემის აღმოჩენა... დიდი სურვილი მაქვს წავიდე, ხვალ საღამოს ვიქნები თბილისში და ზეგისთვის უკვე ზუსტად მეცოდინება წამოვალ თუ არა... თუ წამოვედი ძმაკაცს გამოვართმევ სუბარუ ფორესტერს (ჩემი ერთხიდიანია) და წამოვალ, ასევე შემიძლია სამსახურის მანქანაც ავიღო, მაგრამ დიდძალი საწვავი დასჭირდება (Toyota Sequoia ან Toyota Land Cruiser 100) საძილე ტომარაც მაქვს, თუ რამოდენიმე მანქანით წავალთ, შემიძლია დუშეთში დავიხვედრო რამოდენიმე მეშოკი შეშა და გადავინაწილოთ მანქანებში... თუ მანქანებით წავედით ერთ (ან 2) კარავზე მეტი არ დაგვჭირდება...მანქანაში ჯობია ღამის გათენება... ასე რომ მოხარული ვიქნები თუ წასვლას გადავწყვეტ და ამით თქვენც იქნებით მოხარული... -------------------- „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი