![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Dulos |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
[size=2][size=3]
ციტატა ვინ დაყო ტავებად სახარება ან რატომ არის ის დაყოფილი ფრაზებად? [size=2]მეტ წილად უძველესი ხელნაწერები პაპირუსებზე კეთდებოდა, რომელიც იგივე სახელწოდების ლერწისაგან მზადდებოდა. იზრდებოდა ეგვიპტისა და სირიის მდინარეებში და ტბებში. როგორც ცნობილია ბერძნული ტექსტი (ანუ ახალი აღთქმა) იწერებოდა სიტყვებს შორის დანაყოფების გარეშე. ტექსტუალური კრიტიციზმი ვახსენე ადრე და სწორედ ის სწავლობს ამ საკითხს. ხოლო ებრაულ ტექსტში (ძველი აღთქმა) სიტყვები იწერებოდა მხოლოდ თანხმოვნებით; ხმოვნების გარეშე. ძვ.წ.აღ. 900 წელს მასორეტებმა მოახდინეს ებრაული ტექსტში ხმოვნების ჩართვა, რათა წაკითხვა გაადვილებულიყო. ისე ეგ საკმაოდ სერიოზული და შრომატევადი საქმე იყო, ვინაიდან სხვადასხვა ხმოვნების ჩასმით იგივე თანხმოვნებში შეიძლება სხვადასხვა სიტყვები გამოვიდეს. და სიტყვების დაყოფაც ასევე, სხვადასხვა დაყოფამ სხვადასხვა სიტყვები შეიძლება მოგვცეს. და რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს მიერ დასმულ კითხვას. ბიბლიის თავებად დაყოფა მოხდა ძვ.წ.აღ. 586 წელს, როდესაც ხუთწიგნეული 154 თავად (სედარიმ) დაიყო. ნახევარი საუკუნის შემდეგ კიდევ დაიყო 54 ნაწილად და 669 უფრო მცირე ფრაგმენტად, რათა ამა თუ იმ ადგილის მოძებნა გაადვილებულიყო. თავების თანამედროვე დაყოფა, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ, მოახდინა სტეფან ლანგტონმა (პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი) დაახლოვებით 1227 წელს. ხოლო რაც შეეხება მუხლებად დაყოფას, პირველი ყველასათვის მიღებული დაყოფა მოხდა დაახლოვებით 900 წელს ახ.წ.აღ. ლათინური ვულგატა იყო პირველი ბიბლია, რომელშიც პირველად იქნა წარმოდგენილი თავებად და მუხლებად დაყოფა. იმედი მაქვს თქვენს კითხვას ვუპასუხე. ![]() ![]() ![]() პატივისცემით დულოსი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი