![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
anunaki |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 56 რეგისტრ.: 3-July 10 წევრი № 9,103 ![]() |
ლევან ღვინჯილია: ინგლისურენოვანი თაობის ჩამოყალიბება ერის გადაშენება იქნება
ფილოლოგი ლევან ღვინჯილია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ქართველი ბავშვების „ინგლისურენოვან თაობად" ჩამოყალიბებაზე თამამ განცხადებად აფასებს და მიიჩნევს, რომ თავის დროზე მსგავსი რამ რუსებსაც არ გაუკეთებიათ. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ისეთივე მოუფიქრებელი, გაუანალიზებელი და სამომავლოდ ძალიან მძიმე შედეგების მომტანია, როგორც სხვა ნაბიჯები. ლევან ღვინჯილიას მოსაზრებით, ინგლისურენოვანი თაობის ჩამოყალიბება, არც მეტი, არც ნაკლები, ერის გადაშენება იქნება. მისი თქმით, ამ გზით თუ ვიარეთ, მოსახლეობა დარჩება, მაგრამ ერი, როგორც სუბიექტი, არ იარსებებს. http://internet.ge/index.php?action=news&c...ry=3&news=82089 anunaki: რაში ეთანხმებით ბატონ ლევანს და რაში არ ეთანხმებით? -------------------- ღვთაება |
![]() ![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
სსრკ-ში მიჩურინმა 600გრამიანი ანტონოვკა რომ გამოიყვანა, ერთი ამბავი ატეხა საბჭოთა მეცნიერებმა, ეს რა ვქენითო და დევიზიც მიიღეს ასეთი-"ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ ბუნების წყალობას, არამედ უნდა ვიმოქმედოთ მასზე და შევცვალოთ იგი"-ო. (მგონი ვავილოვს ეკუთვნის სიტყვები) გაირა რამდენიმე ათეულმა წელმა და 600გრამიანი ანტონოვკა დაუბრუნდა მის წინაპარს- უსურიის პანტას. მერე სირცხვილისგან კარგა ხანი კომფერენციებში არ მონაწილეობდენ კომუნისტები.
ხო, შეიძლება ასეთი ანტონოვკის გამოყვანა უნდათ ჩვენგან... მაგრამ, "ბუნება მბრძანებელია იგივ მონაა თავისა"-ო ბრძანა დიდმა ვაჟამ ... დღეს ხელისუფლებიდან ვინ უსმენს ვაჟას. ან ვინ ცდილობს გაიგოს რას გვმოძღვრავდა. დედის ძუძუთი და იავნანით არა "სოსკით" გაზრდილი აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 07:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი