![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Dulos |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
ან ახალი აღთქმის, როგორც წიგნის, სრულად დაწერამდე (I საუკუნეში) ეკლესია არ არსებობდა? როგორ გადაეცემოდათ მოძღვრებმა მრავალრიცხოვან მრევლს, რომლებიც სახარების უნახავად სწირავდნენ თავს ქრისტეს მოძღვრებას???
სახარების კანონიკური ტექსტი არის კრების მიერ დადგენილი (ისევ ვიმეორებ), და ამავე კრებამ ცნო და აღიარა როგორც ხატთა თაყვანისცემა, ისე წმ. გარდამოცემის თანასწორობა ბიბლიასთან. თუკი შენ არ გჯერა გარდამოცემის, მე უკვე ის გამიკვირდება, ბიბლიის როგორღა გჯერა??? იქნება, მუსლიმები არიან მართლები, რომ რაღაც "სახარება" (ე.წ. "იჯნილი") არსებობს, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა დავმალეთ, "გავაღმერთეთ" რა "წინასწარმეტყველი ისა"?? პატივცემულო კანონისტ ძალიან საინტერესო მსჯელობა გაქვთ და საინტერესო მოსასმენი არგუმენტები, მაგრამ რამდენიმე უზუსტობა გაქვთ თქვენს მიერ მოყვანილ ტექსტში გატარებული. "სახარების კანონიკური ტექსტი" - ასეთი ტერმინი თეოლოგიაში შეგვიძლია დღეიდან დავნერგოთ, თუ ამის უფლება მოგვცეს. სულ სხვაა "ახალი აღთქმის კანონი". ეს კი ძალიან საინტერესო თემაა, თუ როგორ დგებოდა ახალი აღთქმის კანონი. თუ სურვილი გექნებათ, ამაზეც შეიძლება მოგვიანებიტ საუბარი. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ რის საფუძველზე ასკვნით ეკლესიის არ არსებობას ამ პერიოდისათვის? თუ ტაძარზე ვლაპარაკობთ ეგ სულ სვა საკითხია (პირველი ტაძარი მესამე საუკუნეში გვხვდება, ხოლო კონსტანტინეს დროს შეიქნმა მოდელი, რომლის მიხედვიტაც იმ პერიოდში იგებოდა ტაძრები). ახალ აღთქმაში ვხვდებით უკვე ეკლესიას. რას ნიშნავს ეკლესია ახალი აღთქმის ენაზე ოღონდ, შეგიძლიათ თქვათ? ჩემის აზრით ეკლესია დაიბადა მეერგასე დღეს და ვგონებ ბიბლია ასწავლის ამას, ეს ადგილი ამოირჩია რმერთმა სადაც დამკვიდრდებოდა. შემოძლია არაჩვეულებრივი პარალელი გავავლო ძველ აღთქმასთან ამის დასასაბუტებლად. მაგრამ ამის და მიუხედავად ის თუ როგორ გადაეცემოდათ მოძღვრება საკმაოდ, საკმაოდ ადვილი მისახვედრია. რისთვის იწერებოდა სახარებები? ეპისტოლეები? სწორედ იმისათვის, რომ ზუსტად ამ საჭიროებისათვის ეპასუხათ. ამისთვის შეასრულა პავლე მოციქულმა სამი მისიონერული მოგზაურობა? რისთვის იკრიბებოდნენ მეერგასე დღის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში სახლებში? სწორედ ამისათვის. ესწავლებინათ და დაემოძღვრათ ქრისტეს რწმენაში. სახარების უნახავადო ბრძანებთ. სანამ გიპასუხებთ მინდა ეს გკითხოთ. ეს კითხვა დავსვი და მინდა გავიმეორო - რა არის თქვენთვის სახარება? ახალი აღთქმის კანონიკური ტექსტი რომელმა კრებამაც დაადგინა, იგივე კრებას არ დაუდგენია ხატთაყვანისცემა. ეს უკანასკნელი სხვა თემაა და იქ განვიხილაათ ამ საკითხს. მაგრამ აქ აზრობრივი შეცდომაა. კრებამ, როგორც ბრძანეთ დაადგინა და არა შეადგინა კანონი; ამ ორ სიტყვაში დიდი განსხვავებაა (ყოველ შემთხვევაში ამ კონტექსტში). კრებამ დაადგინა რაც უკვე არსებობდა და აღიარებული იყო, რაც ეკლესიის ცხოვრებაში არსებობდა. არ დამჯდარან და გადაუწყვეტიათ ეკლესიის მამებს რომელი წიგნი უნდა გამოეყენებინათ და დაეკანონებინათ. რომელი წიგნებითაც შედგა კანონი, ისინი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდნენ. და ის, თუ რატომ ვთვლით, რომ წმიდა წერილის კანონი შედგა და დასრულდა (რა თქმა უნდა ღმერთი დღესაც ელაპარაკება თავის ხალხს, მაგრამ ეს სხვა საკითხია), შეიძლება არგუმენტების მოყავან წმიდა წერილიდან. თქვენდამი პატივისცემით დულოსი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 06:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი