![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Dulos
ციტატა თქვენდამი პატივისცემით თუმცაღა არცერთ კითხვაზე პასუხით!!! ციტატა კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ რის საფუძველზე ასკვნით ეკლესიის არ არსებობას ამ პერიოდისათვის? ეს მე ვთქვი?? ვაი... ან ჩემი საქმეა ცუდად და ან შენი.... მაგრამ ვეჭვობ რომ უფრო მეორე. მე გლახას ის ვკითხე სწორედ, რომ მაშინ ეკლესია ხომ არსებობდა (ქრისტიანთა თემს ვგულისხმობ), და რით ხელმძღვანელობდა მაშინ? როდესაც არ იყო მაგალითად იოანეს სახარება, ბევრი ეპისტოლე და ა.შ. ციტატა ახალი აღთქმის კანონიკური ტექსტი რომელმა კრებამაც დაადგინა, იგივე კრებას არ დაუდგენია ხატთაყვანისცემა. ეს უკანასკნელი სხვა თემაა და იქ განვიხილაათ ამ საკითხს. მე არ მიგულისხმია ის, რომ ერთიდაიმავე კრებამ დაადგინა ხატთა თაყვანისცემაც და წმინდა წერილის წიგნებიც. ორივე დამტკიცდა მსოფლიო კრების მიერ, სულიწმიდის მადლით და სწორედ ეს ვიგულისხმე "ერთი და იგივე კრებაში". ჩვენ თუკი ეკლესიის კათოლიკეობას, ანუ საყოვლეთაოობას ვაღიარებთ, უნდა ვაღიაროთ, სულიწმიდა IV საუკუნეში და VII საუკუნეში ერთნაირად მოქმედებს და რომ ხატთა თაყვანისცემაც და წმინდა გარდამოცემაც არის დოგმატი, ხოლო გარდამოცემა ამავე დროს თანასწორი წმიდა წერილისა. ციტატა მაგრამ აქ აზრობრივი შეცდომაა. კრებამ, როგორც ბრძანეთ დაადგინა და არა შეადგინა კანონი; ამ ორ სიტყვაში დიდი განსხვავებაა (ყოველ შემთხვევაში ამ კონტექსტში). კრებამ დაადგინა რაც უკვე არსებობდა და აღიარებული იყო, რაც ეკლესიის ცხოვრებაში არსებობდა. არ დამჯდარან და გადაუწყვეტიათ ეკლესიის მამებს რომელი წიგნი უნდა გამოეყენებინათ და დაეკანონებინათ. რომელი წიგნებითაც შედგა კანონი, ისინი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდნენ. საერთოდ, კანონის მიღების დროს (ამას გპასუხობ როგორც იურისტი და როგორც კანონისტი) მიმართავენ ორ ხერხს, ან შექმნის ან სანქციონირების, ანუ არსებული წესისთვის კანონის სახის მიცემის. რომელიმე ხერხი არ არის უპირატესი მეორესთან შედარებით, შესაბამისად ამ წესებით მიღებულ კანონს აქვს თანაბარი ძალა ისე კი, ხატთა თაყვანისცემაც არსებული უძველესი ტრადიციის დამტკიცება იყო და არა ახლის მოგონება. საუბარი არაა წმინდა გარდამოცემაზე, იგი საერთოდაც წყაროა კანონიკური სამართლისა და დოგმატიკისა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 06:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი