![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Dulos |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
ციტატა თუმცაღა არცერთ კითხვაზე პასუხით!!! კითხვაზე პასუხი ჯერ არც კი მიცდია. და ბუნებრივია. მე ეს შესავალში მივუთითე. ციტატა ვაი... ან ჩემი საქმეა ცუდად და ან შენი.... მაგრამ ვეჭვობ რომ უფრო მეორე მსგავსი გამონათქვამებისაგან კი შეიკავეთ თავი. საბავშვო ბაღში არა ვართ, სადაც უცნობ ადამიანთან ლაპარაკს სწავლობენ. იმედი მაქვს ამის გამეორება აღარ დამჭირდება. და თუ ვინმეში გეშლებით ეგეც თქვით. მსგავსი სიტყვის თქმის საბაბი არ მომიცია, პირიქით. ამიტომ სათანო პატივისცემას მოვითხოვ ჩემს მიმართ და საკითხის მიმართ. ციტატა სახარების კანონიკური ტექსტი არის კრების მიერ დადგენილი (ისევ ვიმეორებ), და ამავე კრებამ ცნო და აღიარა როგორც ხატთა თაყვანისცემა თუ თქვენც იგივეს ამბობთ მაშინ ბოდიშს გიხდით, როგორც ჩანს თქვენი ნაწერი არასწორად გავიგე, კერძოდ რაც ეკლესიის არსებობას ეხება, მაპატიეთ. მაგრამ ქუჩაში რომ გახვიდეთ და ეს უკანასკნელი ციტატა აჩვენოთ გამვლელს, იგივე პასუხს მიიღებთ. ან აზრის გადმოცემაში გაქვთ შეცდომა, "კრების მიერ დადგენილი და ამავე კრებამ ცნო და აღიარა" - ამას თუ თქვენ არ გულისხმობდით, ყოველ შემთხვევაში თქვენი სიტყვებში იგულისხმება. ციტატა ჩვენ თუკი ეკლესიის კათოლიკეობას, ანუ საყოვლეთაოობას ვაღიარებთ, უნდა ვაღიაროთ, სულიწმიდა IV საუკუნეში და VII საუკუნეში ერთნაირად მოქმედებს და რომ ხატთა თაყვანისცემაც და წმინდა გარდამოცემაც არის დოგმატი, ხოლო გარდამოცემა ამავე დროს თანასწორი წმიდა წერილისა. ამ ციტატიდან ჩანს ახლა რასაც გულისხმობდით, მაგრამ არა წინა ციტატიდან. ციტატა საერთოდ, კანონის მიღების დროს (ამას გპასუხობ როგორც იურისტი და როგორც კანონისტი) მიმართავენ ორ ხერხს, ან შექმნის ან სანქციონირების, ანუ არსებული წესისთვის კანონის სახის მიცემის. რომელიმე ხერხი არ არის უპირატესი მეორესთან შედარებით, შესაბამისად ამ წესებით მიღებულ კანონს აქვს თანაბარი ძალა ეჭვი მეპარება, რომ კრებებზე იურიდიული კანონებით ხელმძღვანელობდნენ. სულ სხვა მოთხოვნები იყო წაყენებული წერილებისადმი, რის გამოც ზოგიერთი წიგნი არ მოხვდა წმიდა წერილში. ციტატა ისე კი, ხატთა თაყვანისცემაც არსებული უძველესი ტრადიციის დამტკიცება იყო ეს სხვა თემაა და სხვა ადგილას მიდის ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა პატიება გთხოვოთ, ვინაიდან თქვენს ციტატაში "არ" გამომრჩა, ჩემი შეცდომაა. პატივისცემით დულოსი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 06:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი