ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gio_opizari |
Aug 22 2010, 11:53 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
ციტატა რათ უნდა მაგას გადმოცემა, ნათლობა "ბაპტიზო" ჩაფვლას არ ნიშნავს? თუ მეშლება რამე რა თვით დაჯერებული ხარ... არადა აშკარად გეშლება. ბაბტიზო ლათინური სიტყვაა ხოლო სახარება ებრაულად და ბერძნულადაა დაწერილი ასე რომ ებრაულად ან ბერძნულად მითხარი შთაფლით ნათლობა როგორ გამოითქმევა და მერე ვისაუბროთ ციტატა ერთი ოღონდაც მითხარი სად წერია ბიბლიაში, რომ ქრისტემ თქვა ეგ სიტყვები? რაღაც არ მეცნობა, და ან მე არ ვიცი ბიბლია ან შენ ''თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და არ ესმით'' იმედია ეს სიტყვები გემახსოვრება მაშინ. -------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი