მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :) |
cxz |
Jul 19 2010, 11:28 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 234 რეგისტრ.: 23-April 08 წევრი № 4,634 |
[size=2][b]გადმოწერეთ მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი
ფეხით მოსიარულე 1,2 ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი ძალა და თავისუფლება http://asketi.you.ge/forum/31-22-1#84 -------------------- HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
----------------------------------------------------------------------------------------------- ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან. ---------------------- წინ წინაპრებისაკენ. ---------------------- ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ. |
doros |
Aug 22 2010, 04:14 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 22-August 10 წევრი № 9,331 |
საეკლესიო სწავლებით არსებობენ გაცხადებული და არაგაცხადებული წმიდანები. წმიდანის გაცხადება–კანონიზირება ხდება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ,
შეიძლება რამოდენიმე საუკუნის შემდეგაც კი. მაგრამ გაცხადებამდე, კანონიზაციამდე ანუ საყოველთაო აღიარებამდე და მის გარდაცვალებამდეც კი, წმიდანს აქვე მიწაზე, ხორციელად, პიროვნულად იგივე სიდიდის სასწაულების მოხდენა შეუძლია, იგივე სათნოება აქვს, იგივე სიბრძნე, იგივენაირად ფლობს დროს, სივრცეს და მატერიას, როგორც ამას ფლობს მისი ხატების შექმნის შემდეგაც! ასე, რომ თუ ასეთი ნიჭებით დაჯილდოვებული ეკლესიის წევრნი (ერისკაცნიც) ჩვენს შორის ცხოვრობენ, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ოდესღაც ეკლესია მათ წმინდანებად შერაცხავს. თუმცა მიწაზე რომც არ შერაცხონ წმიდანებად, ისინი არაგაცხადებულ წმიდანთა დასს მაინც არ დააკლდებიან არასდროს. ვაი, მათ ვინც ასეთებს დევნის და ავიწროვებს, რადგან ასეთმა ფარისევლებმა და მწიგნობრებმა აცვეს ჯვარს ქრისტე! ამის სარწმუნოდ მომყავს რამოდენიმე ადგილი „ახალი აღთქმიდან“ და წმ. მამების გამონათქვამები: „პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში“ (ეფეს 1.1) აქ პავლე მოციქული ცოცხალ წმიდანებს და მორწმუნეებს ცალ–ცალკე მიმართავს, რამეთუ მან იცის, რომ წმიდანებს ბოროტი უკვე დამარცხებული და ღმერთი კი ნანახი ჰყავთ, ხოლო მორწმუნეებს კი ჯერ მხოლოდ სწამთ ღმერთი. იხილეთ აგრეთვე: (მოციქ 9.13) (1კორინთ. 1.2) (ფილიპ 1.1) (2კორინთ. 1.1) გარკვევით წერია ბიბლიაში, რომ წმ.ელია და წმ. ენუქი არ მომკვდარან, ვერც წმ.იოანე მახარებელის გარდაცვალების ფაქტს დაგვიმტკიცებს ვინმე. მიუხედავად ამისა ეკლესიის მიერ ისინი მაინც კანონიზირებული წმიდანები არიან! ასე, რომ kairos თურმე ჩვენს შორისაც შეიძლება იმყოფებოდნენ ხორცშემოსილი წმინდანები, ჰო! მიწაზე, მათი გამორჩევა ცოდვილი ადამიანებისაგან, მხოლოდ მათნაირ ხორცშემოსილ წმინდანებს შეუძლიათ, რომლებმაც თავის თავში დაამარცხეს ბოროტი (ზოგმა ყრმობის ასაკშიც კი) და ღმერთი იხილეს. “ხოლო ესე ვუწყით ელიასათვის, ვითარმედ ცხოველ არს (ცოცხალ არს) ხორცითა, ხოლო ადგილი არა ვინ უწყის, თუ სადა იყოფების და ეგრეთვე იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი ხორცითა არს, არამედ ადგილი არავინ უწყის, თუ სადა იყოფების და არცა ვინ ღირს არს ჩვენ უღირსთაგან ხილვად მისსა, ხოლო მართალნი და წმიდანი კაცნი მრავალ–გზის იხილვიან. და ეგრეთვე ენუქ წინასწარმეტყველიცა ცოცხალ არს და იქცევის ერთა შორის და ვერვინ სცნობს თუ რომელ არს იგი“. (წმ. ანდრია სალოსი, ხს. 21 ივლისი ძვ.სტ.) kairos გარდა ამისა, დააკვირდი ზემოთ მოყვანილ სქემას, „სეპტუაგინტიდან“ თარგმნისას, წმ.გიორგი მთაწმინდელმა, სიტყვა „გარდაცვალება“ რატომ იხმარა „გადაადგილების“ მაგივრად? ის ფაქტი, რომ „სეპტუაგინტა“ 3 საუკუნით ადრე, რომაა დაწერილი, ვიდრე მაცხოვარი იშვებოდა და ვიდრე სამყარო გარდაცვალებაზე ალაპარაკდებოდა, შენთვის სიახლე არაა.. ხოდა ბიძიკო, მოეშვი თეოლოგიურად გაუნათლებელი ხალხის თვალებში ნაცარის შეყრასა და „პრაფესორობას“ (ჯერ კიდე ბევრი უნდა ისწავლო)! ჯერ, ამ პოსტის განთავსებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში შეუწყვეტელი დიარეა დაგემართება! და თუ არ გაჩერდები, შენი სულის საკურნებლად სხვა სასჯელებსაც მოგივლენს გამჩენი! მოვა დრო და ყველა გაიგებს, რომ ხორცშემოსილი წმინდანი გიწერ ამას, ისევ შენი სულის გადარჩენისათვის. kairos, ისე VII კლასში 4 მაისს საკუთარ კარში „გოლი“, რომ გაიტანე მაშინ არ უნდა დამეფარა შენი თავი კლასელი ბიჭების პანჩურებისაგან და დღეს წმიდა მამა გიორგი ბასილაძისათვის „აბსურდების ლაპარაკს“, „დიაკვნების შამანიზაციასა“ და „ერეტიკოსობის“ დაბრალებას ვეღარ გაბედავდი... ეჰ, დღესაც გოლები ისევ საკუთარ კარში გაგაქვს... სიზმარში კი გუშინ, რომ ნახე ნახევრად მელოტმა, თეთრწვერა კაცმა სილა რომ გაგაწნა სახეში, ეს წმ.ნიკოლოზი იყო, ნუღა ფიქრობ მაგდენს... გაიხსენე რა გითხრა!: – „მოწამეთა“. ეს ის მონასტერია, ქუთაისთან ახლოს, სადაც ამჟამად წმიდა (არაკანონიზირებული) მამა გიორგი ბასილაძე იმყოფება ხორცით. P.S. ვინც წაშლის ამ პოსტს, მისი სულის საკურნებლადაც, იგივე „რეცეპტი“ გვაქვს მომზადებული... ყოველი შემთხვევისთვის სანამ წაშლის, იქამდე დააკოპიროს სადმე, 4 დღის შემდეგ ისევ გამოადგება... რი,სხვით |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი