ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში |
ეკატო |
Aug 22 2010, 08:40 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ჩამოვედით
არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა ეს იყო ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ემოციური გასვლა ფორუმის ისტორიაში გვინდოდა შარშანდელი ყაზბეგის მოლოცვისგან განსხვავებული მარშრუტი შემედგინა, გეგმაში გვქონდა დარიალის ხეობაში მშენებარე კომპლექსის მონახულება, ანანოს დიიიიდიიი თხოვნით სოფელ ცდოში ასვლა ღამისთევა გერგეტის მთაზე, სამების ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება და ზიარება, დილით მზის ამოსვლის ნახვა, მეორე დღეს კი სოფელ ჯუთას დალაშქვრა, რომელიც არის ყველაზე უკდურესი ჩრდილოეთი წერტილი ხევში, სადაც ცხოვრობენ არაბულები (ხევსურები). თუმცა ერთიმა პატარა გაუთვალისწინებელმა წინაღობამ, რომელიც შეგვხვდა გერგეტში, სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები თუმცა მალევე მივხვდით რომ ეს იყო ყველაზე კარგი დაბრკოლება რაც შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა ალბათ ვერაფერიც ვერ გაიგეთ ახლა რა მოვყევი მოკლედ, დანარჩენს (და ყველაზე მთავარს) დაწვრილებით ფოტოებთან ერთად მოგიყვებით, რომელსაც მეც თქვენთან ერთად სულმოუთქმელად ველოდები -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ნათია |
Aug 22 2010, 09:06 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ხომ მაინც გიპოვეთ?!
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ეკატო |
Aug 22 2010, 09:30 PM
პოსტი
#3
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ხომ მაინც გიპოვეთ? აი ამ პოსტს უკომენტაროდ ვერ დავტოვებ სანამ ფოტოები იქნება ცოტას მოგიყვებით სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ სულ რაღაც 8 ფორუმელი და 2 მანქანა როგავა თავისი სუბარუ ფორესტერით და მისი ეკიპაჟის წევრები: სალი, ანანო, ლელა და მე ნეო თავისი სუზუკით და მისი ეკიპაჟი: ისმაილი და ლევანი. იმის გამო, რომ ღამის გათევას კარვებში ვაპირებდით და ყაზბეგში შეშა არ მოიპოვება, ამაზე თბილისიდანვე ვიზრუნეთ, გზად გავიარეთ და ვიყიდეთ ბეეეევრი შეშა, დავტვირთეთ ნეოს მანქანა და წავედით. პირველი გაჩერება რა თქმა უნდა ანანურსი გვქონდა (იხილეთ ფოტოები ) მერე გზაზე 2 ადგილზე მჟავე წყალთან გავჩერდით (ამის ფოტოებიც იქნება ) ყაზბეგში რომ ჩავედით პირდაპირ დარიალის ხეობას მივაშურეთ, სადაც უკვე დასრულებული მთავარი ტაძარი დაგვხვდა უზარმაზარი და ულამაზესი კომპლექსი შენდება, თუ არ გჯერათ მალე დარწმუნდებით ფოტოებს რომ ნახავთ იქედან წამოსულები ავედით სოფელ ცდოში (სხვა შემთხვევაში ანანოს ვერ გადავურჩებოდით ) ვინც პირველად იყო რა თქმა უნდა აღფრთოვანდა, გადაირია, გაგიჟდა და დაიშოკა ამის შემდეგ გავეშურეთ გერგეტის სამებისკენ, სადაც ლოცვის დაწყებამდე დაბანაკება უნდა მოგვესწრო, თუმცაააა... გზად შეგვხვდა ჩემი მამიდაშვილი, რომელმაც გვითხრა რომ სამებაზე მანქანით ვერ ავიდოდით, სანიაღვრეებს აკეთებენ და გზები გადათხრილიაო. რა თქმა უნდა კი დავუჯერეთ, მარა ჩვენი თვალით სანამ არ ვნახეთ, მაინც არ გვინდოდა იმ აზრთან შეგუება რომ გერგეტზე ვერ ავიდოდით. ფეხით რომ ავსულიყავით შეშას ვერ ავიტანდით და შესაბამისად ვერც დავბანაკდებოდით, ამიტომ დავიწყე ფიქრი როგორ გაგვეგრძელებინა ჩვენი მარშრუტი ისე, რომ ყველა დაგეგმილი ობიექტის ნახვა მოგვესწრო. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტე ჯუთაში ავსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით, თუმცა აქაც იყო ერთი პრობლემა, მეც პირველად მივდიოდი და არ ვიცოდი გზა რა მდგომარეობაში იყო და შეძლებდა თუ არა ჩვენი სუბარუ იქ ასვლას. რა თქმა უნდა მაინც წავედით. აი აქ კი ამ მანქანამ ისე გვასიამოვნა, უკან დაბრუნებულები ყველანი სუბარუს ფანები გავხდით (რა თქმა უნდა მძღოლისაც, რომელმაც მშვიდობით ჩაგვიყვანა და ჩამოგვიყვანა ) ჯერ ეს წაიკითხეთ და მეც გავაგრძელებ მოყოლას... -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი