ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში |
ეკატო |
Aug 22 2010, 08:40 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ჩამოვედით
არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა ეს იყო ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ემოციური გასვლა ფორუმის ისტორიაში გვინდოდა შარშანდელი ყაზბეგის მოლოცვისგან განსხვავებული მარშრუტი შემედგინა, გეგმაში გვქონდა დარიალის ხეობაში მშენებარე კომპლექსის მონახულება, ანანოს დიიიიდიიი თხოვნით სოფელ ცდოში ასვლა ღამისთევა გერგეტის მთაზე, სამების ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება და ზიარება, დილით მზის ამოსვლის ნახვა, მეორე დღეს კი სოფელ ჯუთას დალაშქვრა, რომელიც არის ყველაზე უკდურესი ჩრდილოეთი წერტილი ხევში, სადაც ცხოვრობენ არაბულები (ხევსურები). თუმცა ერთიმა პატარა გაუთვალისწინებელმა წინაღობამ, რომელიც შეგვხვდა გერგეტში, სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები თუმცა მალევე მივხვდით რომ ეს იყო ყველაზე კარგი დაბრკოლება რაც შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა ალბათ ვერაფერიც ვერ გაიგეთ ახლა რა მოვყევი მოკლედ, დანარჩენს (და ყველაზე მთავარს) დაწვრილებით ფოტოებთან ერთად მოგიყვებით, რომელსაც მეც თქვენთან ერთად სულმოუთქმელად ველოდები -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ეკატო |
Aug 22 2010, 09:48 PM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
როგორც იქნა ჯუთამდე ავაღწიეთ.
ეს არის ულამაზესი სოფელი, რომელიც ისეთ მიყრუებულ ადგილზეა, არანაირი ცივილიზაცია რომ არ აღწევს იქამდე, მობილურებიც კი არ იჭერდა. ერთადერთი რაზეც ვღელავდით ის იყო, რომ ნათიას ვერ შევატყობინეთ ჩვენი ადგილმდებარეობა, ისიც კი ვერ გავიგეთ საღამოს მოდიოდნენ თუ არა, თუმცა იმედი მაინც გვქონდა სოფელს გავცდით დაახლოებით 3-4 კმ-ით, ვიპოვეთ კარგი ადგილი დასაბანაკებლად და დავიწყეთ მანქანების გადმოტვირთვა (ამ დროს გამოჩენილი მოხუცის ამბებს იმედია ნეო მოგვიყვება ) ადგილი მართლა შესანიშნავი იყო, იქვე იყო პატარა ფიცრული სახლი, სასმელი წყალი და თქვენ წარმოიდგინეთ ტუალეტიც კი ანუ ყველაფერი, რაც გვინდოდა კარვების გაშლის ისტორია ცალკე თემაა, მაგას ფოტოებთან მოყვება ვინმე ყველაზე მთავარი წინ გველოდა, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით. კარვების გაშლის და დაპურების შემდეგ, შემოვუსხედით კოცონს და მგონი თემა აღარ დაგვრჩა რომ არ შევხებოდით გული დაგვწყდა რომ თემო არ იყო ჩვენთან ერთად, პირველი შემთხვევა იყო რომ მის გარეშე წავედით და მაგრად გვაკლდა, თუმცა მიზეზიც გასაგები იყო და რას ვიზამდით კოცონთან დიდხანს გაგვიგრძელდა საუბრები, ამაზობაში ძილიც მოგვერია და ნელ-ნელა მივაშურეთ კარვებს. კარავში რომ შევედით და დასაძინებლად ადავიწყეთ მზადება, შემოგვესმა სიგნალების ხმა. გაგვიკვირდა იქ მანქანას რა უნდოდა, თითქმის ასძღვართან ვიყავით და იმ შუა ღამისას იქ მანქანის გამოჩენამ ცოტა შევაშინა კიდეც, მერე ნელ-ნელა უფრო მოგვიახლოვდა ხმა, თან გადაბმული სიგნალით, უკვე ავღელდით, სალიმ ერთი კი თქვა მგონი დროა ჩავიცვათ და გავიდეთ გარეთ, გავიგოთ რა ხდებაო, ამ დროს ისე ახლოს მოგვიახლოვდა მანქანა, რომ უკვე ხმაც კი გავიგეთ დააააააა.... ჩვენმა კივილმა დააყრუა იქაურობა პირველი თემოს ხმა შემოგვესმა გიჟივით გამოვარდი კარვიდან, რა თქმა უნდა ფეხშიშველი, სად იყო ბოტასის ჩაცმის დრო კარვიდან გამოსულს მეგონა მოჩვენებები დამეწყო, ჩემს წინ იდგა მამა ირაკლი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, იქვე ნათია და თეო, აქეთ თემო რაღაცას ყვიროდა, ეს მართლა დაუჯერებელი იყო. ნახევარი საათი მაინც დამჭირდა რომ აზრზე მოვსულიყავი, ეს მართლა წარმოუდგენელი იყო იქ, სადაც არანაირი ცივილიზაცია არ აღწევს, შუა ღამისას ამ ხალხის გამოჩენამ მართლა შოკში ჩაგვაგდო ყველა, სიხარულს თან გაოცება ემატებოდა, მოკლედ, აღარ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის ემოცია რაც იქ იყო. მერე დავიწყეთ გამოკითხვა თუ როგორ მოგვაგნეს, ეს ცალკე ისტორიაა ვაიმე, დავიღალე, მეტს ვეღარ ვწერ, მომეხმარეთ ვინმე, მე ჯერ ისევ შოკში ვარ წუხანდელი ღამის შემდეგ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი