სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 31 2010, 02:54 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
რადგან მოცემული თემა ეძღვნება ძველმართლმადიდებლობას, განვიზრახე მკითხველებს გავაცნო ამ თემაზე არსებული ლიტერატურა (ცხადია, მნიშვნელოვანი შემოკლებებით) მათი პოპულარიზაციის და გაცნობის მიზნით. ამ მიმართებით, მოცემულ თემაში ვაპირებ გამოვაქვეყნო როგორც ძველმართლმადიდებელ ავტორთა, ასევე ოფიციალური ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ისტორიული გამოკვლევები და საღვთისმეტყველო შეხედულებები. იმედია, ამ თემით დაინტერესებული საზოგადოება ყურადღებით გაეცნობა წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც მას საკითხის გარკვევში უდავოდ დაეხმარება. ხოლო უფრო დეტალურად და დაწვრილებით, ამ და, ცხადია, სხვა მასალებს, მკითხველს შეუძლია გაეცნოს ძველმართლმადიდებელთა ოფიციალურ საიტზე: www.oldorthodox.ge
პირველი პუბლიკაცია, რომელიც ეძღვნება XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმის საკითხს, რომელსაც თავისი შედეგებითა და მნიშვნელობით მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია, ეკუთვნის ზემოთ დასახელებულ მკვლევარს, მოსკოვის ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელს, ბორის კუტუზოვს. ნაშრომის სახელწოდებაა: XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია? 1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972). კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში: "განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკუკრი და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ: დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი. დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული, არ არსებულად შეირაცხოს. დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულევბის გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათს მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც არარსებულად შეირაცხოს (იქვე). შეიძლება ითქვას, რომ აღსულდა ის, რის შესახებაც 1912 წელს წერდა დიდი საკლესიო ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აკადემიკოსი ნ. ფ. კაპტერევი: "1667 წლის კრების მიერ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაგმობა, როგორც ამ საკითხის ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა, შეცდომა და ამიტომაც მთელი ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს ახალ საეკლესიო გადასინჯვას და გამოსწორდეს, რათა აღსდგეს მშვიდობა და აღმოიფხვრას მრავალსაუკუნოვანი მტრობა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის, რათა რუსეთის ეკლესია კვლავ იმ ერთობას დაუბრუნდეს რაც იყო ნიკონამდე" (Каптерев. Н. Ф. "патриарх Никон и царь Алексей Михайлович", Сергиев Посад, 1912 г., т. 2, стр. 529). ამრიგად, თუკი ძველი წესები ახალი წეს-ჩვეულებების თანაბარმნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იბადება კითხვა: საერთოდ რა საჭირო იყო ნიკონის რეფორმა? ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა იოანე ბელევცევმა. თავის მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა 1987 წლის მაისში მოსკოვში გამართულ საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორმა ი. ბელევცევმა განაცხადა, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და არასაჭირო იყო" (Русский раскол XVII в. (Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной, церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.). XVII საუკუნის საეკლესიო განხეთქილება, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება იწოდოს ეროვნულ კატასტროფად, იყო რეფორმის შედეგი, რომელიც, როგორც ახლა გამოირკვა, არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყოფილა საფუძვლიანი, არც კანონიკურად და, უბრალოდ, "არაფერში სჭირდებოდა" ეკლესიას. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ვიღას დასჭირდა ეს რეფორმა, როგორი იყო მისი ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზები და ვინ იყო მისი ნამდვილი შემოქმედი? წინამდებარე სტატიის ავტორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ძველი წესების პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომელიც სავსებით ემთხვევა მამა იოანეს ზემოთ მოტანილ განცხადებას: ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო, არც კანონიკური მიზეზები და საფუძვლები - ის ეკლესიას თავს მოახვიეს ხელოვნურად. რეფორმის მთავარი შემოქმედი იყო მეფე ალექსი მიხეილის ძე, ხოლო ნიკონ პატრიარქი - მისი ნების შემსრულებელი ინსტრუმენტი. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმისთვის გვეწოდებინა "ალექსეევური" და არა "ნიკონიანური" რეფორმა. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, რეფორმის აუცილებლობა გამოიწვია დროთა განმავლობაში საეკლესიო-საღვთისმსახურო ტექსტებში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომების გასწორების სურვილმა. მაგრამ რეფორმამდელი (იოსებ პატრიარქის დროს დაბეჭდილი) საეკლესიო წიგნებისა და რეფორმის შემდგომდროინდელი წიგნების მიუკერძოებელი შედარება უეჭველად ადასტურებს ძველი წიგნების უპირატესობას - შეცდომები მათში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს თანამედროვე გამოცემებში. მეტიც, ეს შედარება უფლებას გვაძლევს, გავაკეთოთ საწინააღმდეგო დასკვნები. რეფორმის შემდგომდროინდელი ტექსტები თავიანთი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველ ნაბეჭდ წიგნებს. ამ ე.წ. "შესწორებების" შედეგად თავი იჩინა სხვადასხვა სახის უამრავმა ცთომილებამ, იქნება ეს გრამატიკული, ლექსიკური, ისტორიული და თვით დოგმატური ხასიათის (ტექსტების შედარება იხილეთ ქვემოთ). ასე რომ, თუ რეფორმატორები მიზნად ისახავდნენ ძველნაბეჭდ წიგნებში არსებული შეცდომების გასწორებას, ეს მიზანი დარჩა შეუსრულებელი. თუმცა არსებობდა სხვა მიზანიც, კერძოდ, ბერძნული და რუსული საეკლესიო პრაქტიკის იდენტურობის მიღწევა. თანაც სანიმუშოდ შეირჩნენ ბერძნები, რაც აღნიშნულია მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მოხსენებაში, რომელიც მან მოსკოვის 1971 წლის ადგილობრივ კრებაზე წაიკითხა (см. "Поместный собор Русской Православной Церкви...). ეს მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. გაგრძელება იქნება ![]() პატრიარქი ნიკონი (XVII ს.) ![]() მიასოედოვი. დეკანოზ ამბაკუმის ცოცხლად დაწვა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი