![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა თანაც, ოფიციალური ეკლესია ძველმართლმადიდებლებთან დავობდა სამი თითით პირჯვრისწერის "წვრილმანზე" და ამის გამო ხალხს ხოცავდა... რომელი ოფიციალური ეკლესია ქართული, ბერძნული????. აქ დაკონკრეტებაა საჭირო, რომ ეს დაპირისპირება წმინდა რუსული ფენომენია, თორემ როგორც შენ წერ სხვანაირად იკითხება ეგ. ქართულ ეკლესიაში ამ საკიხზე "ხალხის ხოცვა" კი არა "სერიოზული დაპირისპირებაც" კი არ ყოფილა ციტატა აღმოსავლელი პატრიარქები, რომლებმაც მიიღეს საკრებო დადგენილებები 1667 წელს, აკრძალულნი იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პართენის მიერ და თურქეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული ჰქონდათ თავიანთი კათედრები. აქაც უნდა დავაზუსტოთ ერთი საკითხი, მე რამდენადაც წაკითხული მაქვს პატრიარქმ ნიკონმა ვიდრე რეფორმას დაიწყებდა ასევე წერილობითი კითხვარი გაუგზავნა კონსტანტინეპოლის პატრიარქს მათ შორის პირჯვრის წერის საკითხზე (ორით თუ სამი თითით), რომლისაგან მიიღო პასუხი, რომ შეცდომა არ არის არცერთი და დასაშვებია ორივე, თუმცა მას სწორედ მიაჩნია დამკვიდრებული წესი 3 თითით პირჯვრის გადაწერისა. აქედან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოზიცია სწორედ ისეთი იყო, რომელიც დღეს არსებობს კიდეც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანუ: ორივე წესი მისაღებია და დაუშვებელია ამის გამო განხეთქილება. (თუ ძალიან დაგაინტერესებს შემიძლია წყაროც მოვიძიო) |
(Νικόλαος) |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 ![]() |
აქედან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოზიცია სწორედ ისეთი იყო, რომელიც დღეს არსებობს კიდეც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანუ: ორივე წესი მისაღებია და დაუშვებელია ამის გამო განხეთქილება. ანუ შენ ეთანხმები და არ უყურებ სამი თითით პირჯვრისწერას როგორც მწვალებლობას ხო? ძალიან კარგი ესაა ეკლესიის პოზიცია როგორც შენ თქვი, ანუ ორივე წესი დასაშვებია და ნიკონის პოზიციის გამო რატომ გაწყვიტეს კავშირი ადგილობრივ ეკლესიებთან? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი