![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
(Νικόλαος)
ციტატა ეს წესი (სამი თითი) მეჩვიდმეტე საუკუნემდე გაცილებით ადრეც იყო დამკვიდრებული ბიზანტიურ ეკლესიაში მე უკვე ვთქვი, რომ პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემასთან დაკავშირებით ადრე მქონდა-თქო დავა და პოლემიკა. მგონი იქ ეს საკითხიც განვიხილეთ. ისე, კარგი იქნებოდა ამ პოზიციის დამამტკიცებელი მასალების დამოწმება. რამდენადაც მე ვიცი (ამის დამადასტურებელ მასალებს ამ თემის ფარგლებში იხილავთ), სამი თითით პირჯვრისწერის წესის დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს. ციტატა პატრიარქი ნიკონის შეცდომები არაა მთლიანი ელესიის შეცდომა. ეს იმ შემთხვევაში, როცა ეკლესია არ მიიღებს ერთი ადამიანის (თუნდაც პატრიარქის სიახლეებს ან ცდომილებას), მაგრამ, როდესაც მთელი ეპისკოპატი, სამღვდელოება და ერი მიჰყვება და ეთანხმება ამ ცდომილებას, მაშინ? ასეთ შემთხვევაში, პატრიარქის ცოდვას გაიზიარებს მთელი ეკლესია. თუ არა და, ნებისმიერი მწვალებლის (მაგ. არიოზის, ნესტორის, აპოლინარის და ა. შ.) ცდომილება შეიძლება დავაბრალოთ მხოლოდ ერესიარქებს და მათი მიმდევრები გამოვაცხადოთ ცხოვნებულებად. მგონი, თქვენი ეკლესია ასე არ იქმს და სამართლიანად მიიჩნევს არიოზსა და არიანელებს წარწყმედილებად... აქ კი რა ხდება? ნუთუ ნიკონის შეცდომა მარტო ნიკონს მოეკითხება და მის მიმდევრებს არა? ციტატა რუსეთის ეკლესიამ ბოდიში მოიხადა ნიიკონის შეცდომების გამო როდესაც ასეთ დანაშაულზეა ლაპარაკი, ბოდიშის მოხდა საქმეს ვერ შველის. აქ გაფორმდა საეკლესიო განხეთქილება... ზოგიერთ სწავლა-მოძღვრებით საკითხში კი განსხვავებებიც გაჩნდა... ბოდიში, სხვათა შორის, რომის პაპმაც (თუ არ ვცდები იოანე პავლე მეორემ) მოუხადა მართლმადიდებლებს, მაგრამ, ამით რა, პაპი მართლმადიდებელი გახდა და უარი თქვა თავის ცდომილებებზე? ოფიციალურ, რუსულ და მასთან ევქარისტიულ ერთობაში მყოფ ეკლესიებს ჯერაც არ დაუგმიათ 1666/67 წლების მოსკოვის საეკლესიო კრებები. სადაც დაიწყევლა და ანათემას გადაეცა ძველი მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემა. ამჯერად აქ შევწყვეტ, რადგან უფრო სერიოზული მასალა ჯერ კიდევ დასადები მაქვს. ციტატა რამდენიმე ძველმოწესე ეკლესიამ კავშირი აღადგინა მოსკოვის საპატრიარქოსთან და ''რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის გარეთ''-თან, და ახლაც ძველი წესით სარგებლობენ. დიახ, სიმართლეს ბრძანებთ. ესენი არიან ე. წ. "ედინოვერცები" ("ერთმორწმუნეები"). ასე იმიტომ ეწოდათ, რომ მათი მტკიცებით, მათ და ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთი და იგივე სარწმუნოება გააჩნიათ. ეს არის უნიონალური ძველმართლმადიდებლობა. ამ უნიის ბრწყივნალე მხილება დაწერა ერთმა ბელოკრინიცელმა ეპისკოპოსმა (თუ არ ვცდები ინოკენტი უსოვმა). ჩვენ მართებულად არ მიგვაჩნია ეს ერთობა. ციტატა ანუ შენ ეთანხმები და არ უყურებ სამი თითით პირჯვრისწერას როგორც მწვალებლობას ხო? ძალიან კარგი ესაა ეკლესიის პოზიცია როგორც შენ თქვი, ანუ ორივე წესი დასაშვებია და ნიკონის პოზიციის გამო რატომ გაწყვიტეს კავშირი ადგილობრივ ეკლესიებთან? მომეჩვენა, რომ ეს სიტყვები, რომელიც შენ დამიანე80-ს უპასუხე, სინამდვილეში ჩემი მისამართით დაიწერა. თუ ასეა, მაშინ უნდა გიპასუხო, რომ სამი თითით პირჯვრისწერას მე არ ვუყურებ, როგორც მისაღებ წესს პირჯვრისწერისა. არ მიმაჩნია, რომ ეკლესიაში ორივე წესი დასაშვებია და ბოლოს, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს არ გაუწყვეტიათ კავშირი ეკლესიასთან. ეკლესია ძველმართლმადიდებლებშია და არა ოფიციალურ "ეკლესიებში". შეიძლება თქვენ ამაზე პროტესტი განაცხადოთ, მაგრამ, ჩვენი ღრმა რწმენით ასეა. ვიცი, რომ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგრამ ჩვენი რწმენა ასეთია. ამისი დასაბუთებაც შეგვიძლია. ოღონდ, ამისთვის საჭირო გახდება შესაბამისი წყაროების გამოქვეყნება. ასეთი წყაროები ქვეყნდება ჩვენს საიტზე: http://www.oldorthodox.ge და ნაწილობრივ აქ. გამოქვეყნდება მომავალშიც. მძაფრ პოლემიკას არავისთან ვაპირებ, მაგრამ ჩემს პოზიციას ისტორიული და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ყოველთვის დავაფიქსირებ. საკითხების განსასჯელად საჭიროა ობიექტური ინფორმაცია. სწორედ ამას ვაკეთებ ახლა მე. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი