![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....
ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ . აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ... ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ . სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი . ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას . "ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
shota1 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
ჰო საინტერესო თეორიები, მიდგომები, წესებია ცოდვასთან საბრძოლველად, ატასი რამე წავიკითხე და თავი გამოვიჭედე მაგრამ მაინც არაფერი არ გამომდის... სინანულის გრძნობა დამეკარგა...
თავდაპირველად როცა ბრძოლა დავიწყე, რადენი დავეცემოდი იმდენი ვიწყებდი ხოლმე სინანულს, ვეუბნებოდი ცამს თავს ამას მეორედ აღარ გავიმეორებ მეთქი მაგრამ ასე დიდხანს რომ გაგრძელდა მივხვდი რომ სინამდვილეში არ შემიძლია ცოდვის დამარცხება... მაშინ გამიჩნდა ერთი ასეთი კითხვა: ,,როგორ უნდა ვინანო იმის არ გაკეთება რაც არ შემიძლია?" კითხვა მარტივია იქნებ დამეხმაროთ: ,,როცა (დავუშვათ) დავთვრები რა ვინანო - ის რომ დავთვერი თუ ის რომ ღმერთმა საკმარისი ძალა არ მომცა ცოდვის დასაძლევად?" მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი ხედვა სინანულტან დაკავშირებით, ოღონდ წიგნებიდან არ მინდა თქვენი აზრი მაინტერესებს, წიგნებში მეც ვკითხულობ და ვერაფერს ვიგებ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი