სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 1 2010, 06:21 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ბორის კუტუზოვი XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია? გაგრძელება (დასაწყისი: პოსტი N 4) საქმე ის არის, რომ მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რუს მეფეთა შორის პირველმა, სერიოზულად გადაწყვიტა, ასულიყო ძველ ბიზანტიურ ტახტზე და სათავეში ჩადგომოდა მთელს მართმადიდებლურ მსოფლიოს. "ალექსი მიხეილის ძე არა მარტო სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის თვალსაზრისით მიიჩნევდა თავს ძველ ბერძენ იმპერატორთა მემკვიდრედ, არამედ მათი სამეფოს კანონიკურ მემკვიდრედაც. მას სწამდა, რომ თვითონ, ან მისი შთამომავალნი ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდებოდნენ კონსტანტინოპოლისა და ყველა იმ მართლმადიდებელი ხალხების მეუფენი, რომლებიც თურქების უღელქვეშ იტანჯებოდნენ… მეფისთვის უცხო არ ყოფილა აზრი, გამხდარიყო თურქების ბატონობისგან მართლმადიდებელ ხალხთა განმანთავისუფლებელი და დაუფლებოდა კონსტანტინოპოლს, როგორც საკუთარ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომაც განიხილავდა ის საეკლესიო ერთობას (იგულისხმება ბერძნულ-რუსული ეკლესიების სრული სწავლა-მოძღვრებითი და საწესჩვეულებო იდენტურობა - მთარგმნ.), მომავალი პოლიტიკური ერთობის მისაღწევ აუცილებელ საფეხურად"(Каптерев. Н. Ф. Кказ. соч., т. 1, стр. 44, 45). ამ განზრახვათა პოლიტიკური გულუბრყვილობა სრულ შესატყვისობაში იყო თვით მეფის ჭკუამოკლეობასთან და არაშორსმჭვრეტელობასთან, რომელსაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ არა მარტო რუსეთის უბედურება, არამედ საყოველთაო მართლმადიდებლობისაც. ბერძნული ნიმუშის მიხედვით საეკლესიო ერთსახოვნების მიღწევა მეფე ალექსი მიხეილის ძისთვის იყო პირველი საფეხური მისი გლობალური პოლიტიკური მიზნების განსახორცილებლად - შეექმნა დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერია. უნდა ითქვას, რომ რუსეთის მეფის ეგიდის ქვეშ ყველა მართლმადიდებელი ხალხის გაერთიანების იდეა მეფე ალექსი მიხელის ძემდე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ რუსებს ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ მისი სულიერი მემკვიდრე რუსეთი გახდა. 1516 წ. ბერმა ფილოთეოსმა დიდი თავადის, ბასილი III-სადმი მიწერილ ეპისტოლეში დაწერა შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები: "მთელი ქრისტეანული სამეფონი შენს ერთ სამეფოში გაერთიანდება, რამეთუ ორი რომი დაეცა, მესამე (ანუ მოსკოვი - ბ. კ.) დგას, ხოლო მეოთხე აღარ იქნება… მხოლოდ შენ ერთიღა ხარ მთელს ცისქვეშეთში ქრისტეანი მეფე" (См. Белокуров С. А., Арсений Суханов. Речь перед зашитой диссертации 27 окт. 1891 г. Серг. Пос. 1892 г.). რუსი მეფის ამ გამორჩეულ მოწოდებაზე აღიზარდა მეფე ალექსი მიხეილის ძეც და, როდესაც ის, ჯერ კიდევ 16 წლისა, სამეფო ტახტზე ავიდა, მთელი თავისი ყმაწვილური აღტყინებითა და პირდაპირობით გადაწყვიტა საკუთარ პიროვნებაში გაეცოცხლებინა ბიზანტიელ იმპერატორთა ძველი ხატი. რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა თითქმის ნახევარ მსოფლიოზე გადაჭიმული ოსმალეთის გიგანტური იმპერიის სულთანატთან ომის დაწყებას. წინათ აქეთ უბიძგებდნენ ბასილ III-სა და მეფე ივანე მრისხანესაც, მაგრამ ისინი საკმაოდ გონიერი და გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ და ამგვარ პროვოკაციას არ დაჰყვნენ. იმ დროს თურქებთან ომი იქნებოდა პოლიტიკური უგუნურება. სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამ საკითხისადმი დიდ დაინტერესებას იჩენდნენ თურქების მიერ დამონებული ბერძნები. თუმცა ისიც ცნობილია, გარდა ბერძნებისა, კიდევ ვის სურდა თურქების წინააღმდეგ რუსების ამ ომში ჩათრევა: "1683 წელს ვენის კედლებთან თურქების დამარცხებამდე დასავლეთ ევროპას ძლიერ აშფოთებდა თურქული შემოსევა" (Петросян Ю. А. Древний город на берегах Босфора, Москва, 1986). ზევით ნახსენებ მოსკოვის საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დაწვრილებით ილაპარაკა პროტოპრესვიტერმა ნ. ნოვოსადმა: "პაპიზმს ამ ეპოქაში (XVI-XVII სს.) ამოქმედებდა ძველთაძველი იდეა, რომელსაც პაპები შთააგონებდნენ მთელ ევროპას: მოეწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ და განედევნათ ისინი ევროპიდან. ამ იდეის მომხრე იყო სტეფან ბატორიუსიც. თურქებთან ბრძოლის გეგმა თანაბარი მონდომებით მუშავდებოდა როგორც რომში, ასევე პოლონეთში. ამასთანავე, მიიჩნევდნენ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ამ პროცესში მოსკოვის, როგორც იარაღის, ჩართვა. ამისთვის მოსკოვისთვის თავს უნდა მოეხვიათ კათოლიკე (პაპისტი - მთარგმნ.) მეფე (ასე ფიქრობდნენ სტეფანე ბატორიუსი და პოსევინო), რათა გაეკათოლიკებინათ მოსკოვი და ამ გზით უზრუნველეყოთ მისგან დახმარების მყარი გარანტია" (Православие в западной Руси в XVI-XVII вв. перед лицом униатства (Доклад прот. Н. Новосада на 2-ой международной церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.). გეგმის განსახორციელებლად მის ავტორებს ხელს აძლევდათ თვითმარქვია მეფე. თუ მოსკოვში კათოლიკე მეფის აღსაყდრებას მოახერხებდნენ, საქმის ნახევარი გაკეთებული იქნებოდა, ხოლო რუსების თურქებთან ომში ჩასაბმელად, ყველაზე მიმზიდველ სატყუარად კონსტანტინოპოლის ტახტი ესახებოდათ. მოსკოვში ჩამოვიდა "მთელი ჩრდილოეთის ვიკარიუსი", პაპის ლეგატი ანტონიო პოსევინო, რომელმაც მეფე ივანე მრისხანეს გადასცა წიგნი ფლორენციის უნიის შესახებ, "მდიდრად მორთული ოქროს ასოებით. ამ საჩუქრით მან მიანიშნა, რომ რუსების ყველა უბედურება ადვილად მოსაგვარებელი იქნებოდა, თუ ისინი მიიღებდნენ უნიას, მთელ ფეხსაცმელს პაპის ფეხიდან" (Пикуль В. Десять сюжетов - наш современник, 1987, т. 4, стр. 24). ლეგატმა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აღუთქვა მეფე ივანეს კონსტანტინოპოლის ტახტი. "თუ სარწმუნოებრივად გაერთიანდები პაპთან და ყველა ხელმწიფესთან, მათი მეშვეობით არა მარტო კიევში, შენს წინაპართა სამშობლოში აღზევდები, არამედ შეიქმნები იმპერატორად კონსტანტინოპოლისა და მთელი აღმოსავლეთისა" (იქვე). და რა უპასუხა ამ მზაკვრულ საცთურს ივანე IV? პასუხი ასეთი იყო: "რაც შეეხება აღმოსავლეთის იმპერიას, მიწა უფლისაა - ვისაც უნდა, იმას მისცემს. ხოლო მე რაც შემეხება, ჩემი სახელმწიფოც მეყოფა, ქვეყნიერების სხვა, დიდ სახელმწიფოებს კი არასდროს ვისურვებ" (Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви. СПб. 1877 г, т. 8, стр. 390). ამ შემთხვევაში ივანე მრისხანემ მეფის საკადრისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე და სიმტკიცე გამოიჩინა! რამდენად შორს აღმოჩნდა ამგვარი გონიერებისგან ალექსი მიხეილის ძე. კონსტანტინოპოლის ტახტი რომ შესთავაზა, პოსევინომ ამით სრულიად გამოააშკარავა ამ საკითხზე იეზუიტთა, ანუ იმ ადამიანების პროგრამა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დაჟინებით ცდილობდნენ მოსკოვის ჩათრევას აღმოსავლურ ავანტიურაში. მსგავსი მცდელობები ადრეც მრავალგზის ყოფილა. ჯერ კიდევ 1518 წელს მოსკოვში ჩამოსული დომინიკანელი ბერი ნიკოლაოს შომბერგი, პაპის, ლეონ X-ის ლეგატი, ცდილობდა დიდი მეფის, ბასილ III-ის მიმხრობას იმ იდეისადმი, რომლის მიხედვითაც რუსეთს თურქების გასადევნად მხარი უნდა დაეჭირა ევროპისთვის. "ფოჩიანი კანფეტის" როლს მაშინაც კონსტანტინოპოლის ტახტი ასრულებდა: "ბასილ ივანეს ძეზე ზემოქმედების მოსახდენად მას უმტკიცებდნენ, რომ მას, როგორც შვილს ბერძნული ეკლესიისა, სრული უფლება ჰქონდა, წაერთმია თურქებისთვის კონსტანტინოპოლი, როგორც საკუთარი კანონიერი მემკვიდრეობა, ხოლო რომის ეკლესიასთან გაერთიანების შემთხვევაში პაპი მას მას სამეფო გვირგვინითა და ტიტულით დაასაჩუქრებდა, რუსეთის მიტროპოლიტს კი პატრიარქის წოდებას უბოძებდა" (იქვე. გვ. 383). 1525 წელს პაპმა კლიმენტ VII-მ მოსკოვში გამოაგზავნა სიგელი, რომელშიც რუსეთის მეფეს კვლავ სთავაზობდა გვერდში დადგომოდა სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს კონსტანტინოპოლიდან თურქების განდევნის საქმეში" (იქვე, გვ. 384). XVII საუკუნეში რუსეთის მთავრობას თურქეთთან ბრძოლისკენ აქეზებდნენ იეზუიტი მისიონერი ი. კრიჟანიჩი და იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი მილესკუ სპაფარიუსი. როგორც ვხედავთ, კათოლიციზმი მეტად დაინტერესეუბული იყო იმით, რომ როგორმე ანტითურქულ კოალიციაში ჩაეთრია რუსეთი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასავლელი მისიონერები ჯიუტად აქეზებდნენ რუსებს თურქებთან საბრძოლველად. აღმოსავლელი იერარქებიც გამუდმებით არწმუნებდნენ მეფე ალექსი მიხეილის ძეს გაელაშქრა თურქების წინააღმდეგ და გაეთავისუფლებინა კონსტანტინოპოლი. ამ თხოვნას ისინი დაჟინებით იმეორებდნენ უკვე ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მაგრამ მსგავსმა რჩევებმა განსაკუთრებული ინტენსივობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა. ნაზარეთის მიტროპოლიტი გაბრიელი იქამდეც კი მივიდა, რომ რუსულ ენაზე გადათარგმნა "თქმულება კონსტანტინოპოლის დაცემის შესახებ", რომელიც მის "საიუბილეო" 1653 წელს დაამთხვია (Белокуров С. А. Арсений Суханов (биография), Москва 1891 г., стр. 257). იერუსალემის პატრიარქი პაისი მოსკოვში ყოფნისას მეფე ალექსის არწმუნებდა, შეკვროდა გეტმან ხმელნიცკის, მუტიანელ და ვოლოშელ ვოევოდებს თურქების წინააღმდეგ საერთო სამხედრო მოქმედებათა შესამუშავებლად. არსენი სუხანოვი იასსადან მოსკოვში რომ გაისტუმრა, პატრ. პაისიმ დაავალა მეფისთვის ეს საკითხი შეეხსენებინა, ხოლო ალქსი მიხეილის ძისადმი მიწერილ სიგელში აღნიშნავდა: "უწმიდესი სამება… ღირს გყოფთ თქვენ გიბოძოთ უზენაესი ტახტი დიდი მეფისა, კონსტანტინესი, თქვენი პაპისა, რათა გაათავისუფლოთ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ხალხები უწმინდურთა ხელიდან, ველურ მხეცთა ბატონობისგან" (კაპტერევი, დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 44). შესაძლოა, რომ სწორედ, ამ პროვოკაციულმა კურთხევამ მიაღებინა მეფე ალექსი მიხეილის ძეს გადაწყვეტილება განეხორციელებინა "ბერძნული პროექტი" და ამ მიმართებით კონკრეტული ღონისძიებები გაეტარებინა, ამ გზაზე კი პირველი სტადია იყო საეკლესიო რეფორმა რუსული და ბერძნული საეკლესიო-საღვთისმსახურებო პრაქტიკათა უნიფიცირების მიზნით. რა თქმა უნდა, ისეთ "წინასწარმეტყველებას", რომელსაც უფლის სახელით გამოთქვამდნენ თვით პატრიარქები, შეეძლო ეცთუნებინა არამარტო ისეთი მცირე გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორიც მეფე ალექსი იყო. ამ მიზნის მისაღწევ პირველ ნაბიჯად, სწორედ ადგილობრივ საღვთისმსახურებო პრაქტიკათა შორის განსხვავების აღმოფხვრას სთავაზობს მეფე ალექსის იერუსალემის პატრიარქი პაისი. განა დიდი შრომა სჭირდებოდათ იმ დროს იეზუიტებს, რათა გაეძლიერებინათ რუს მეფეზე აღმოსავლეთის პატრიარქთა გავლენა?! მრავალი მათგანის გამყიდველობა და მექრთამეობა ისევე საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ვატიკანის განსაკუთრებული დაინტერესება იმით, რომ თურქებთან ომში ნებისმიერი ხერხებით ჩაეთრია მოსკოვი. დახელოვნებულმა პროვოკატორებმა უბრალო და მიმნდობ მეფე ალექსის შთააგონეს, რომ კონსტანტინოპოლის ტახტისთვის ბრძოლა, წმიდა და საგმირო საქმეა და სწორედ ამისკენ მოუწოდებს მას მისი ქრისტეანული მოვალეობა და თვით ღმერთიც კი. ტყუილ-უბრალოდ კი არ იწყებს პატრიარქი თავის მიმართვას წმიდა სამების სახელით. მიზანი მიღწეული იქნა - "ბერძნულმა პროექტმა" სრულიად დაიპყრო როგორც მეფის, ასევე მისი უახლოეს გარემოცვის აზრი და გონება. ცნობილია, მაგალითად, მეფის მიმართვა ბერძენ მოვაჭრეთადმი: "გინდათ და ელოდებით თუ არა თქვენ იმას, რომ გაგათავისუფლოთ ტყვეობიდან და გამოგისყიდოთ?" - მათ უპასუხეს: "სხვაგვარად როგორ უნდა იყოს? როგორ არ უნდა ვიოცნებოთ ამაზე?" - მეფემ მიუბრუნდა დიდებულებს და მიუგო: "ღმერთი დამსჯის ამათ გამო თუ არ დავეხმარე. მე ავიღე ვალდებულება… მათ განთავისუფლებას შევწირავ ჩემს ჯარს, ხაზინას და სისხლსაც კი" (Достоевский Ф. М. "Дневник писателя (1877 г.). - Соч. СПб., 1891 г., т.11, стр. 90). (მეფე ალექსიმ ამ იდეას მსხვერპლად შეწირა მართლმადიდებელ ქრისტეანთა, თავის თანამემამულეთა უთვალავი სიცოცხლე, ვინც დაისაჯა რეფორმისადმი წინააღმდეგობის გამო, რასაც დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ბოროტმოქმედება, რომელმაც გახლიჩა მანამდე ერთიანი რუსული ეკლესია, ბერძნების თურქების ბატონობისგან გათავისუფლება კი მაინც ვერ შეძლო - ჩვენს დროშიც კონსტანტინოპოლს სტამბულს უწოდებენ). გაგრძელება იქნება -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 07:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი