![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ალბათ უინტერესო არ იქნება ვინ მონაწილეობდა 1666-67 წლების კრებაზე, რომელმაც 3 თითიანი წყობის მაღტებულობა დაადასტურა:
В работе этого этапа Б. М. С. приняли участие 12 зарубежных архиереев: Патриарх Паисий Александрийский, Патриарх Макарий Антиохийский; представители К-польского Патриарха - митрополиты Григорий Никейский, Косма Амасийский, Афанасий Иконийский, Филофей Трапезундский, Даниил Варнский и архиеп. Даниил Погонианский; из Иерусалимского Патриархата и Палестины - архиеп. Синайской горы Анания и Паисий Лигарид; из Грузии - митр. Епифаний; из Сербии - еп. Иоаким (Дьякович); из Малороссии - Черниговский еп. Лазарь (Баранович) и Мстиславский еп. Мефодий (местоблюститель Киевской митрополии). ანუ კრებაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრიის, ანქტიოქიის, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, პალესტინის (წმინდა სინას მთის),საქართველოს, სერბიის, მცირერუსეთის (მალოროსიის) უმაღლესი სასულიერო იერარქები. აქედან დასკვნა არის ერთ-ერთი უეჭველი, რომ ან მთელი მსოფიოს მართლმადიდებელი ეკლესიები (მათი პატრიარქები) შეთქმულები იყვნენ რუსეთის ეკლესიის დასაღუპავად (ნუ იყოფინ), ან არადა ამ დროს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში უკვე დამკვიდრებული, მირებული და მოწონებული იყო სამი თითით პირჯვრის წერის წესი როგორც დოგმატის შესაბამისი და მისაღები. მე პირადად ეს უკანასკნელი მგონია და სხვისი არ ვიცი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი