![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE მსგავსი გამონათქვამებისაგან კი შეიკავეთ თავი. მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა ამ ფრაზებიდან მე და მნათეს საუბარი გამახსენდა ![]() ისე მინდა გითხრათ პატივცემულო დულოს და კანონისტ. მე ვფიქრობ, რომ ამაზე დავას არ აქვს აზრი. იმიტომ, რომ ახალი აღთქმა შეადგინეს, დაადგინეს, მიიღეს თუ აღიარებს, ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის. იმიტომ, რომ ორივე მხარისათვის ახალი აღთქმა არის შეუცდომელი ღვთივშთაგონებული წიგნი. ისე ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ მსოფლიო კრებების მიმართ მოგახსენებთ: მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებიც ექვემდებარება წმიდა წერილის შუქზე შემოწმებას, ვინაიდან მათ შორის პირველ კრებამ აღიარა მისი უშეცდომობა და უზენაესობა. და აქედან გამომდინარე მათაც და ჩვენც ამომავალ წერტილად წმიდა წერილი უნდა შევადგინოთ. მე როგორც ვიცი, არის ეგზეგეტიკაში ასეთი კანონი, რომ არც ერთი დოქტრინის დამტიცების უფლება არ გვაქვს, თუ მას მხარს არ უჭერს ბიბლიაში არსებული "ერთზე მეტი" მკაფიო პირდაპირი ნათქვამი. და არა უბრალოდ ერთხელ სადღაც მინიშნებით გამოთქმული. 1 ტიმოთეს 3: 16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, 17. რაჲთა აწვე იყოს ღმრთისაჲ კაცი იგი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ. და კიდევ ერთ აზრს გავიმეორებ, რომ შეიძლება არსებობდეს უამრავი სხვა ავტორიტეტული და ნაკლებად ავტორიტეტული ნაშრომები, დადგენილებები თუ წიგნები, მაგრამ წმიდა წერილი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. იოან. 20 თავი 30. მრვალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა. ასე რომ ჩემთვის, ისევე როგორც პროტესტანტების უმრავლესიბისათვის ბიბლია არის უმაღლესი ავტორიტეტი, რომლის შეუქზეც უნდა შევამოწმო ჩემი რწმენაც და ყოველივე ის, რასაც სიახლეს შემომთავაზებენ. აი რას ამბობს პავლე მოციქული: გალატელთა 1 თავი: 8. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ. 9. ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი - იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ! -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი