სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 5 2010, 05:25 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ბორის კუტუზოვი XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია? გაგრძელება 1654 წლის კრებაზე, რეფორმის დასაწყისში, მიიღეს გადაწყვეტილება, საღვთისმსახურო წიგნები ძველი ბერძნული და სლავური ნიმუშების მიხედვით გაესწორებინათ. პროფ. უსპენსკიმ ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ შემსწორებლები თავიანთი მიზნის მისაღწევად სარგებლობდნენ მათი თანამედროვე ბერძნული საღვთისმსახურო წიგნებით, რომლებიც უმეტესწილად გამოცემული იყო ვენეციისა და პარიზის სტამბებში. ამ ფაქტის დასამალად ნიკონიანელმა შემსწორებლებმა, ზოგიერთი წიგნის შესავალში დაწერეს, თითქოსდა შესწორება წარმოებდა "ძველი ბერძნული და სლავური" წიგნების მიხედვით (იხ. მაგ. "კონდაკნი ", გამოცემული 1655 წ.) (დ. უსპენსკი. დასახ ნაშრ. "Богословские ьруды", Москва 1975, 13). ეს გასაგებიც არის - რეფორმის შემოქმედთ ხომ სინამდვილეში სწორედ მათ თანამედროვე ბერძნულ პრაქტიკასთან იგივეობა აინტერესებდათ, ამიტომაც ძველბერძნული და სლავური ქარტიები (ხელნაწერები) მათ უბრალოდ არც გამოუყენებიათ. ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტიც, რომელზეც პროფ. უსპენსკი ლაპარაკობს. კერძოდ: ხელნაწერთა საკმაოდ დიდი რაოდენობიდან (დაახ. 498 ხელნაწერი), რომელიც არსენი სუხანოვმა აღმოსავლეთში შეიძინა და მოსკოვში ჩამოიტანა, მხოლოდ 7 ხელნაწერი აღმოჩნდა ისეთი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა წიგნთა შესწორების საქმეში (ს. ა. ბელოკუროვი. არსენ სუხანოვი, გვ. 241). არადა, სუხანოვის აღმოსავლეთში მოგზაურობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ საღვთისმსახურო წიგნების შესწორებისთვის საჭირო წყაროების ჩამოტანა იყო. და აი, არსენის მოსკოვში ჩამოაქვს ხელნაწერთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელთა შორისაც იყო წარმართ ფილოსოფოსთა თხზულებები, ცნობები მიწისძვრათა შესახებ, წიგნები ზღვის ბინადრებზე, აი ხელნაწერი კი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა წიგნების გასასწორებლად, იყო მხოლოდ შვიდი… ხელნაწერთა ჩამოსატანად გამგზავრებულ ამ ექსპედიციაში, რომელიც ორ წელს გრძელდებოდა, სუხანოვი ნიკონმა გააგზავნა, ამიტომაც, სავარაუდოდ, თავის შიკრიკს ნიკონმავე მისცა საჭირო ინსტრუქციები. აქაც სიყალბეა, როგორც ვხედავთ. არადა, ძველმოწესეობასთან მოპაექრეები ყოველთვის იმას ამტკიცებდნენ (და დღემდე ამტკიცებენ - მთარგმნ.), თითქოს წიგნების შესწორება წარმოებდა ძველი ხელნაწერების მიხედვით, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოუტანია სუხანოვს აღმოსავლეთიდან. ამგვარად, პარადოქსის ამოხსნა მდგომარეობს იმაში, რომ მეფე ალექსისა და ნიკონს მიზნად სულაც არ ჰქონიათ საეკლესიო წიგნებისა და წეს-ჩვეულებების გასწორება და სრულებით არ აღელვებდათ საკითხი, რუსებსა და ბერძნებს შორის ვის უფრო წმინდად ჰქონდა შენარჩუნებული მართლმადიდებლობა. ამას ადასტურებს ასეთი ამბავიც: ნიკონმა, რომელიც მხარდაჭერას ესწრაფვოდა, 1654 წელს, კრების წინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პაისის გაუგზავნა წერილი შეკითხვებით საეკლესიო-საწესჩვეულებო საკითხებთან დაკავშირებით და თხოვდა კრებითად განეხილათ ისინი და გამოეგზავნათ პასუხები. ნიკონს ალბათ ეგონა, რომ პაისი გაამართლებდა რეფორმას და ამით შესაძლებლობა მიეცემოდა დაემოწმებინა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ავტორიტეტი. მაგრამ რეფორმის მომხრეთა იმედები არ გამართლდა. საპასუხო ეპისტოლეში პატრიარქმა პაისიმ ფხიზელი და ფრთხილი დამოკიდებულება გამოამჟღავნა საღვთისმსახურო წეს-განგებათა ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც მიანიშნა, რომ რეფორმის საჭიროება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მეფე ალექსიმ და ნიკონმა მაინც გააგრძელეს დაწყებული საქმე, რითაც კიდევ ერთხელ გამოაააშკარავეს, რომ მათ სრულიად არ აინტერესებდათ რეფორმის საღვთისმეტყველო მხარე, და ეს გასაგებია, თუკი მხედველობაში მივიღებთ რეფორმის შემოქმედთა პოლიტიკურ მიზნებს. რეფორმატორებმა იცრუეს პატრიარქ პაისისადმი დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებითაც: პაისის საპასუხო წერილი ნიკონმა მიიღო კრების შემდეგ, მაგრამ მან კრებაზე განაცხადა, თითოქსდა ხელთ ჰქონდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილი და ის პასუხები, რომლებითაც პატრ. პაისი ამართლებდა ამ რეფორმას. ნიკონიანელ რეფორმატორთა აი კიდევ ერთი ტაქტიკური ხრიკი: როგორც უკვე ვთქვით, რეფორმის მხარდასაჭერი საზოგადოებრივი აზრი რომ მოემზადებინათ, რეფორმატორები ითხოვენ სლავურ თარგმანებში დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომისა და ცთომილების გასწორებას, რომლებიც დროთა განმავლობაში დაგროვილა და რომლებიც დაუშვიათ ადრინდელ გადამწერებსა და შემსწორებლებს. ამგვარი ღონისძიების წინააღმდეგი არავინ იყო, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, 1654 წლის კრებაზე ნიკონმა უეცრად გააკეთა გამაოგნებელი განცხადება, რომ "საეჭვოა" თვით რუსული ღვთისმოსაობა, რადგან რუსეთში დამკვიდრებულა "არასწორი სიახლეები". ამიტომაც მან მოითხოვა არა მარტო წიგნების გასწორება, არამედ მთელი ეკლესიისა. "ნიკონი, - წერს პროფ. კაპტერევი, - კრებაზე ლაპარაკობს წიგნების არა ისეთ გასწორებაზე, რომლებშიც ნაგულისხმევი იქნებოდა უცოდინრობით დაშვებული უნებლიე შეცდომების აღმოფხვრა, რაკიღა ისინი შეიცავენ, მისი აზრით, ახალ წესებსა და ჩვეულებებს, არამედ ითხოვს თვით ეკლესიის გასწორებას და არა მხოლოდ წიგნებისას" (ნ. ფ. კაპტერევი. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 139, 140). ეს ტაქტიკაც გასაგებია - ნებისმიერი ხერხით მიიღონ თანხმობა რეფორმაზე, შემდეგ კი გააკეთონ თავიანთი საქმე, - რუსული ეკლესია გადააკეთონ ბერძნულის ასლად. ნ. დ. უსპენსკი ხსენებულ სტატიაში აღწერს საკლესიო კონდაკნის "გასწორების" ტრაგიკომიკურ ისტორიას. ნიკონის პატრიარქობის 6 წლის განმავლობაში გამოვიდა კონდაკნის 6 ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემა. როგორც პროფ. უსპენსკი ასკვნის, მათი "გასწორებისას" ნიმუშად აუღიათ კიევური კონდაკნები, რომლებიც მანამდე, თავის მხრივ, "გაუსწორებიათ" ბერძნული კონდაკნების ვენეციური და პარიზული გამოცემების მიხედვით (იხ. დ. უსპენსკი. დასახ. ნაშრ. გვ. 155). ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემის შესახებ უკვე წერდნენ ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები. ასე, მაგალითად, ალექსი მიხეილის ძისადმი გაგზავნილ სავედრებელ არზაში მამა ნიკიტა დობრინინი წერს: "Шесть бо выходов его никоновых служебников в русийское государство насильством разослано: а все те служебники меж собою разгласуются и не един с другим не согласуются" (Субботин Н. И. Материалы для истории раскола. М., 1878 г., т. 4, стр. 109). მთელი ასწლეულის გასვლის შემდეგ იმავე დასკვნამდე მიდის პროფ. კაპტერევიც: "რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტჯერ გამოიცემოდა ერთი და იგივე წიგნი, რომელიც თავის წინამორბედ გამოცემებთან დიდ უთანხმოებაში იყო. ამას ამჩნევდა ყველა, რითაც ყველა აღშფოთებული და დაბრკოლებული იყო, მითუმეტეს, რომ მათზე საკმაოდ ხშირად უთითებდნენ ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები, როგორც თვალსაჩინო მტკიცებულებას იმისა, რომ რუსულ საკლესიო წიგნებს სინამდვილეში კი არ ასწორებდნენ, არამედ აფუჭებდნენ" (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 244, 245). ნ. დ. უსპენსკიც ასკვნის: "ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც თავისი ჩანაფიქრით გრანდიოზულ ღონისძიებას დასახული მიზნის საწინააღმდეგო შედეგებამდე მივყავართ" (უსპენსკი დ. დასახ. ნაშრ. გვ. 148). რა მდგომარეობაა სადღეისოდ? როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე საღვთისმსახურო ტექსტების შედარება რეფორმამდელ ტექსტებთან უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ახალი ტექსტები თავისი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველს. და ეს არის არა მარტო წინამდებარე სტატიის ავტორის აზრი, რომელმაც დამოუკიდებლად შეადარა ძველი და ახალი ტექსტები, არამედ მრავალი სხვა მკვლევარის აზრიც. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ა. ი. ნევოსტრუევმა მოგვცა რეფორმირებულ ტექსტებში დაშვებულ შეცდომათა და უზუსტობათა დეტალური კლასიფიკაცია: უცნაური გამონათქვამები, გრეციზმები (მაგ. "сияние шума", "уразуметь очесы", "видеть перстом" და სხვა), გრამატიკული ფორმების აღრევა, ბრუნვათა არასწორი ფორმები, შემასმენლის გარდაქცევა ქვემდებარედ და ა. შ. მეცნიერს მოჰყავს კანონთა (საგალობელთა - მთარგმნ.) ტროპარები, რომელთა აზრი გაუგებარია; ჩამოთვლის "ცოდვებს არა მარტო გრამატიკის, ფილოლოგიის, ლოგიკის, არამედ ისტორიის, ეგზეგეტიკის და დოგმატიკის" დარგში. მიუთითებს უამრავ შეცდომაზე ტექსტებში, მათ შორის ისეთებზე, როგორიც არის კერძო და საზოგადო სახელთა არევა, ბიბლიურ ტექსტებთან შეუსაბამობა და მრავალი სხვა (Боголюбский М. Об ученых трудах покойного прот. А. И. Невоструева. - Правосл. обозрение, 1874 г., т. VII? стр. 97-124, т. X, стр. 504-521). არასწორი თარგმანისა და ცთომილებების მრავალი მაგალითი მოჰყავს აგრეთვე პროფ. მ. დ. მურეტოვსაც. ხოლო ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი "მთელი რიგი მაგალითების საფუძველზე აჩვენებს ძველი თარგმანის უპირატესობას და სიზუსტეს ახალთან შედარებით, რომელიც "შეასწორეს" XVII საუკუნეში" (См. Сове Б. И. Проблема испраления богослужебных книг в России в ... вв. Богословские труды, 1970 г., т. 5, с указ. на соч. архиеп. Саввы Тверского, т. 8, стр. 94). ასეთი აშკარად უარესი ახალი თარგმანის მიზეზი მარტივია. "არსენი ბერძენს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ჩასწვდომოდა რუსულად თარგმნის ყველა ნიუანსს, ამიტომაც მისი თარგმანები ბევრად ჩამოუვარდება ძველს, რომელიც უფრო მკაფიო და ზუსტია. მისი თარგმანები ზოგჯერ ორაზროვანია და გარკვეულ საცთურებსაც კი იწვევს. ეპიფანე სლავინეცკი, რომელიც ბუკვალური თარგმანის მომხრე იყო, ამ ბუკვალიზმს მსხვერპლად სწირავს ნათქვამის სიცხადესა და სიზუსტეს, თარგმნის საკუთარი, გამონაგონი სიტყვებით, რომელთა ურთიერთმიმართება ხელოვნურია და არამეტყველი, რის გამოც მისი თარგმანი მოუქნელია, ბნელია და გაუგებარი. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ჩვენი საეკლესიო გალობების აზრი ძნელად მისაწვდომია" (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 485). დასასრული იქნება -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 06:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი