![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
KAIROS
ციტატა თუ ძმა ხარ ისე რა მართლა და მართლა! რუსების პრობლემები რუსებმა გადაწყვიტონ და ჩვენ ჩვენი გვეყოფა! ეს არ არის მარტო რუსების პრობლემა! ეს ჩვენი პრობლემაცაა და სწორედ ამიტომაც მჭირდება შორიდან მოვლა. მაქვს შეკითხვა შენთან: რა იცი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ? რომელმა ეკლესიამ გაუუქმა მას ავტოკეფალია? ვისი ეგზარქოსები პარპაშობდნენ აქ, ჩვენს ქვეყანაში, ძარცვავდნენ ჩვენს ეროვნულ საგანძურს, თეთრად ღებავდნენ ეკლესიის კედლებს, წვავდნენ ხელნაწერებს და ღვთისმსახურებაში კრძალავდნენ ქართულ ენას? ვინ იყო ეს ხალხი? ვისი მემკვიდრეა თქვენი დღევანდელი ოფიციალური ეკლესია? გარდა ამისა: იცით თუ არა, რომ კათალიკოსმა ანტონ პირველმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ამ წიგნებს ხმარობთ თქვენ ახლა? ვისი პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა ანტონმა ეს წიგნები და რა საჭირო იყო მათი გადაკეთება? და ბოლოს: მიიჩნევ თუ არა საჭიროდ ანტონის მიერ შერყვნილი ამ წიგნების ისევ გადმოკეთებას და ძველი საეკლესიო-ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენას? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი