![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა 14. ცალკე თავში განიხილება აგრეთვე მაცხოვრის სახელის დაწერილობისა და ჟღერადობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ (სახელი " Исусъ" შეცვალეს სახელით "Иисусъ" (6 ასო), რადგან "ექვსი" - ასტროლოგებისთვის "წმინდა" ციფრია, მათ შორის ალექსი რომანოვის ასტროლოგებისთვისაც, როგორებიც იყვნენ: ს. პოლოცკი, ა. ენგელჰარდტი და ს. კოლინზი). ვაიმე ![]() ![]() ![]() მაცხოვარს სახელად ერქვა იეშუა. ელინიზირების წესით, "შ" შეიცვალა "ს"-ით, ხოლო რადგან "ა" დაბოლოება მდედრ. სქესისაა, იგი შეიცვალა მამრ. სქესის "-ს" დაბოლოებით, რის გამოც მივიღეთ - იესუს. ეს ჩაიწერა შემდეგნაირად - Ιησούς "ეტა"-ს (η) გამოთქმა ("ე") ბიზანტიურ ბერძნულში შეიცვალა "ი"-თ და მივიღეთ მაცხოვრის სახელის გამოთქმა – იისუს. ამიტომაც, ზოგ ენებში შენარჩუნებულია "ე": ლათ. Jesus, ქართ. იესუ, ზოგ ენებში - "ი": სომხ. Հիսուս, რუს. Иисус, რუმ. Iisus... ამიტომ, ცხადია, რეფორმამდელი ფორმა Исус იყო უზუსტო და გლეხური (რადგან ორი "ი" არ ისმის საუბრის დროს, ისმის გაგრძელებული "ი" და გაუნათლებელი ადამიანისთვის შეიძლება მართლაც სწორი ფორმა Исус გამოსულიყო. საინტერესო დეტალი. კირილიცაში, რეფორმამდე არსებობდა ორი ი: Ii და Ии, ორივე ასო შექმნილია, შესაბამისად, ბერძნული იოტას და იტას საფუძველზე. ამიტომაც, იესოს სახელი ძველ რუსულ ენაზე ზუსტად ისე იწერებოდა, როგორც ბერძნულში - ორივე "ი"-ს გამოყენებით: Iисусъ. ასე რომ, ჯობს ჯერ საკითხი შევისწავლოთ კარგად ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი