სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 6 2010, 07:52 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
კანონისტი
ციტატა იცით თუ არა, რომ კათალიკოსმა ანტონ პირველმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ამ წიგნებს ხმარობთ თქვენ ახლა? ვისი პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა ანტონმა ეს წიგნები და რა საჭირო იყო მათი გადაკეთება? ვიცით. საჭირო იყო მრავალი მიზეზის გამო. სხვა თუ არაფერი, მუსლიმთა შემოსევების შედეგად განადგურებული იყო ქართული უამრავი ხელნაწერი, გარდა ამისა, ჭირდა კავშირი ჯვრის მონასტერთან და ათონთან, საიდანაც, როგორც წესი, ქართველები იღებდნენ გადაწერილ ხელნაწერებს და ტიპიკონებს. კეთილი, ბატონო, ისტორიული სიდუხჭირის გამო სააპელაციო რა მაქვს, მაგრამ უინტერესო არ იქნებოდა ამ შეხედულების გაცნობაც: ""მე-18 საუკუნეში ქართული კონდაკი შესწორებული იქნა სლავიანური (იგულისხმება ნიკონიანური) კონდაკისამებრ; ამნაირად შესწორებულ კონდაკს ვხმარობთ ჩვენ ახლა. უმრავლესობა ჰგონია, რომ ეს კონდაკი უძველესია, და იმას ხმარობდნენ უძველესი წინაპარნნი ჩვენნი, ამ კონდაკებში ბევრი შეცდომებია. თბილისის საეკლესიო მუზეუმში არის ძველი კონდაკები ამ კონდაკებსა და ახლანდელ კონდაკს შუა ბევრი განსხვავებაა, და ვინც ჩააკვირდება პირველთ მოიწონებს… ისიც მართალია, რომ ჩვენ საეკლესიო ცხოვრებას ბევრი მოთხოვნილება აქვს…გარნა საჭიროა აგრეთვე შებღალული წიგნების შესწორება... 1793 წელს ქართული კონდაკი, სლავურის (იგულისხმება ნიკონიანური - ძვმ.) მიხედვით ვინმე არხიმანდრიტ ტრიფილეს შეუსწორებია; მაგრამ ”რა საბუთები გვაქვს იმისა, რომ მ. ტრიფილე დიდი ნიჭისა და ცოდნის მქონე იყო, რომ იგი დიდ ავტორიტეტეს წარმოადგენდა? ან რაც მან გადმოგვცა, იგი რისთვის უნდა ჩაითვალოს ყველა ჩვენ წინაპართა ნაანდერძევად? რისთვის სხვა კონდაკებს, ხელნაწერებსა და დაბეჭდილებს არ უნდა ვენდოთ, და მათ მიერ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ?" (ეპ.დავითი ახლანდელი კონდაკის შესწორების საჭიროება ძველი კონდაკების მიხედვით და საეკელსიო წიგნების მხედრული ასოებით დაბეჭვდის შესახებ. თბილისი, 1910 წ. გვ. 3-7)". ციტატა მიიჩნევ თუ არა საჭიროდ ანტონის მიერ შერყვნილი ამ წიგნების ისევ გადმოკეთებას და ძველი საეკლესიო-ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენას? დიახ, მიიჩნევს საპატრიარქო, რის გამოც შექმნილია ლიტურგიკული კომისია, რომელმაც უნდა აღადგინოს არანიკონამდელი რუსული ლიტურგიკული წესი, სადაც ბევრი არევ-დარევა იყო ისეც, არამედ გიორგი მთაწმინდლის განწესი. ღმერთს დიდება! გულწრფელად გამიხარდა. ასეთ შესწორებულ წიგნებს მეც შევიძენ, როცა გამოვა (იმედია შემატყობინებთ ფორუმში). რაც შეეხება ნიკონამდელ ლიტურგიკულ ტექსტებს, ჯერ ერთი, მე არ მომითხოვია (ან როგორ მოვითხოვდი, ან ვის მოვთხოვდი) ქართული ლიტურგიკული ტექსტები აღედგინათ ნიკონამდელი წყაროების მიხედვით; და მეორე, ნიკონამდელ ლიტურგიკულ ტექსტებში არ ყოფილა არანაირი არევ-დარევა. ეს ტიპიური ნიკონიანური არგუმენტია, რომლითაც, ოფიციალური ეკლესიის მესვეურები სამწუხაროდ, დღემდე კვებავენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს; და საერთოდ, თავიანთ მრევლს. ვინც იცნობს ძველსლავურ ლიტურგიკულ ტექსტებს, მას სწორედ მისი სიმწყობრე და ტექსტების მაღალი ხარისხი განაცვიფრებს. იმედია, ამის დამადასტურებელი სამეცნიერო ნაშრომების დამოწმება არ დამჭირდება. ციტატა თქვენ რომ მართალი იყოთ და მხოლოდ რუსებს ჰქონდეთ შეცვლილი წესები (და მათ კვალობაზე - ანტონ I-ს), მაშინ ძველმართლმადიდებლები და სხვა დანარჩენი საპატრიარქოები ერთ განწესზე უნდა სწირავდეთ, რაც ასე არ არის. ამ მიმართულებით იფიქრეთ. მომიტევეთ მაგრამ ცოტა არ იყოს ვერ გავიგე... რუსებს წესები და სალიტურგიკო განგებები, იმდროინდელი ბერძნულის მიხედვით შეაცვლევინეს თვითმარქვია ბერძენმა იერარქებმა. თანაც ძალიან დაამახინჯებინეს, ხოლო ანტონ პირველმა ამ დამახინჯებული რუსულიდან გადმოაკეთა ქართული სალიტურგიკო პრაქტიკა. რატომ არ უნდა ვიყოთ მართალი? ასე არ არის? ისე, სალიტურგიკო განაწესი, რომლითაც ძველმორწმუნე რუსები სწირავენ შედგენილია ძველი მამების მიერ. მას რუსულად ეწოდება "Церковное Око" და აგებულია იერუსალიმური და სტოდიური განაწესების მიხედვით და ამ მხრივ მისი სქემა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების ღვთისმსახურებისგან არ განსხვავდება. განსხვავებები არსებობს თვით ტექსტებში... სავალალო და მიუტევებელი შეცდომებითურთ (როგორც ნიკონის მიერ რეფორმირებულში, ასევე ანტონის მიერ გადმოკეთებულში). ციტატა ისე კი, აქვე მინდა გითხრათ, თუკი რუსეთის გავლენაზე დამიწყებთ საუბარს ბერძენთა მიმართ, რომ რუსული და ბერძნული საღვთისმსახურო განწესი საკმაოდ განსხვავდება და ბერძნებს რუსების არანაირი გავლენა არ ეტყობათ. არა, რატომ უნდა დაგიწყოთ ლაპარაკი რუსების ზეგავლენაზე ბერძნების მიმართ? მომიტევეთ, მაგრამ რატომღაც უკუღმა მიყენებთ ბრალდებებს... ციტატა ბერძნებს რუსების არანაირი გავლენა არ ეტყობათ. ცხადია! მაგას მოითმენენ ბერძნები რუსების ზეგავლენა ეტყობოდეთ?!... ციტატა მაცხოვარს სახელად ერქვა იეშუა. ელინიზირების წესით, "შ" შეიცვალა "ს"-ით, ხოლო რადგან "ა" დაბოლოება მდედრ. სქესისაა, იგი შეიცვალა მამრ. სქესის "-ს" დაბოლოებით, რის გამოც მივიღეთ - იესუს. ეს ჩაიწერა შემდეგნაირად - Ιησούς "ეტა"-ს (η) გამოთქმა ("ე") ბიზანტიურ ბერძნულში შეიცვალა "ი"-თ და მივიღეთ მაცხოვრის სახელის გამოთქმა – იისუს. ამიტომაც, ზოგ ენებში შენარჩუნებულია "ე": ლათ. Jesus, ქართ. იესუ, ზოგ ენებში - "ი": სომხ. Հիսուս, რუს. Иисус, რუმ. Iisus... კი ბატონო, ამაშიც გეთანხმებით. მე მგონი თქვენ ჩემს პოსტში რაღაც არასწორად გაიგეთ. სხვათა შორის, შემიძლია დაგისახელოთ ერთი "ბეზპოპოვეცი" ავტორი, რომელიც ზუსტად იმასვე უმტკიცებს რუს ნიკონიანელებს, რასაც ახლა თქვენ მე მიმტკიცებთ... ციტატა ამიტომ, ცხადია, რეფორმამდელი ფორმა Исус იყო უზუსტო და გლეხური (რადგან ორი "ი" არ ისმის საუბრის დროს, ისმის გაგრძელებული "ი" და გაუნათლებელი ადამიანისთვის შეიძლება მართლაც სწორი ფორმა Исус გამოსულიყო. აქ ვერ დაგეთანხმებით. არ არის საჭირო ნიკონის რეფორმის გამართლება, ის დიდი ხანია უკვე დაგმეს რუსულმა სამეცნიერო წრეებმა და აღიარეს მისი გამოგონებების უსუსურობა. იესუს სახელი მათ შეცვალეს ბერძნულის კალკის მიხედვით. ბერძნულში არის "იისუს", "იესუს"... რადგან ნიკონი ყველფერში თავის გრეკოფილურ დამოკიდებულებას აქსოვდა, შეცვალა მაცხოვრის სახელი, რომელიც რუსულისთვის უფრო ბუნებრივად, ერთი იოტათი გამოითქმის. მართალია, ისიც, რომ ძველ რუსულ ტექსტებში ზოგან ორი იოტათი დაწერილი "იესუც" გვხვდება, მაგრამ ალბათ ეს უფრო გრეციზმებს უნდა მივაწეროთ. მაგალითად, სიტყვა "ანგელოზი" (ἄγγελος) Ангел ძველ რუსულში ზოგან წერია, როგორც Ангел? ზოგან კი Аггел. აშკარაა, რომ Аггел, არის ბერძნულის კალკი და სლავურში გადმოტანილია ძველბერძნულის გრამატიკული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, რადგან იქ სადაც ერთად იწერება ორი გამმა (γγ), ერთი იკითხება როგორც "ნ" (N). აქედან ἄγγελος იქნება "ანგელოზი" და არა "აგგელოზი". ასეთი გრეციზმები ძველ ქართულ ტექსტებშიც შეუნიშნავთ (მაგ. ედ. ჭელიძეს) და არსებობს ის ძველსლავურ ტექსტებშიაც. ცხადია, ამაში დანაშაულებრივი და საგანგაშო არაფერია, მაგრამ პატრ. ნიკონმა სწორედ ასეთი განგაში ატეხა რუსულ ენაზე მაცხოვრის სახელის დაწერილობის გამო. აქ ძველმართლმადიდებლები, როგორც საერთოდ ყველა საკითხში, უდანაშაულონი არიან... სლავურ ენაზე მაცხოვრის სახელის დაწერილობის შესახებ ამჯერად აქ შევჩერდები, იმედი მაქვს ამ საგანზე დავას არ გამიმართავთ. ერთი კი მინდა გითხრათ, "ჯვარი ვაზისას" ერთ ერთ ძველ ნომერში (სამწუხაროდ არ მახსოვს) დაიბეჭდა ე. კოჭლამაზაშვილის სტატია მაცხოვრის სახელთან დაკავშირებით. ძალიან კარგი სტატიაა... და ყველაფერი მისაღებია... რაც შეეხება სამეფო კარის ოკულტიზმსა და მაცხოვრის სახელში ექვსი ასოს პრინციპულ დაფიქსირებას, რასაც მიელტვოდა ნიკონი, ეს თვით ოფიციალური ეკლესიის მკვლევართა მტკიცებულებაა... თუ ღმერთმა ინება, ამ თავს მთლიანად გადმოგითარგმნით და დაგიდებთ ფორუმზე... მეტად საინტერესო რამეა... ციტატა ასე რომ, ჯობს ჯერ საკითხი შევისწავლოთ კარგად ნამდვილად ჯობს! -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორიáƒ... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ á... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურáƒ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) áƒ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტá... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (áƒ... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტáƒ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვá... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხáƒ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს áƒ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიáƒ... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ცáƒ... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტოáƒ... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკოáƒ... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავებაá... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიეá... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერáƒ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვá... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებáƒ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუსá... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტოá... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ეá... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვიá... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
á... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მáƒ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრეá... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭá... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკიá... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულებაá... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკá... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკá... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკá... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პáƒ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მá... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობიá... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ სá... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტáƒ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტáƒ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებá... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, აá... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუáƒ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შეá... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათáƒ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმá... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილá... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ანá... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვáƒ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გá... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე áƒ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ á... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებáƒ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულáƒ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th October 2026 - 11:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი