სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Iona |
Sep 13 2010, 05:18 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
დილის ლოცვებში მთლად ბოლოს იყო ერთი ლოცვა სადაც იყო ლოცვა რომ თAვხედი კადნიერი და ბილწი აგარიანელები შეემუსრა უფალს და ხოლო "მართმადიდებელთა რქაი" აღემაღლებინა -
ერთ რამდენიმე წლის წინ ერთ დღეს ვიყიდე ახალი ლოცვანი და აღმოვაჩინე რომ რაღაც ცოტა უფრო მალე ვკითხულობდი ამ ლოცვებს ვიდრე მამაჩემის ძველი ლოცვებსი წიგნიდან. რო დავაკვირდი მივხვდი რომ ერთი ლოცვა აკლდა. მე გადავწყვიტე რომ რაღAც შეეშალათ დამბეჭდავებს და ცოტა ხნის მერე ვიყიდე სხვა ლოცვანი - იქაც რო აღარ იყო ეს ლოცვა მაშინ მივხვდი რომ უბრალოდ დაარედაქტირეს და "შემცირებაში" მოაყოლეს ეს უკანასკნელი. სიმართლე ვთქვა ჩემში ცოტა უხერხულობას კი იწვევდა ეს აგარიანთA შემუსვრის ლოცვა მაგრამ მაინც საინტერესოა ან ვინ ჩასვა ეს ლოცვა დილის ლოცვებში თAვიდან ანაც მერე ვინ ამოიღო იქიდან და რა მოსაზრებით გააკეთA ეს. ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
![]() ![]() |
| terra |
Sep 13 2010, 06:52 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Iona
ციტატა აგარიანელები მუსულმანები უნდა იყვნენ რამდენადაც მე ვიცი. ეს - ახლა. მანამდე კი : ციტატა არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში იმთავითვე გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რწმენა იმისა, რომ ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობების თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს. მოხეტიალე ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვილებს“ უწოდებდნენ. არაბები თავს ბიბლიური აბრაამის ძის, ისმაილის შთამომავლებად თვლიდენ და ამიტომაც ისმაილიტებად იწოდებოდენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო შვილს აგარისაგან (2024 წ ქ.შ.-მდე), დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18)). ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღლეს ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერთების სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარში დგამდნენ. მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა. ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ყველა ამ ქვას კუბის ფორმა ჰქონდა, რის გამოც ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებელი იყო ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის წინაპრები - ყურშეიტები. სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხორცშესხმული „შავ ქვაში“. ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავისი ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმ-ი - საპატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველადაც თავი მიაჩნდა, სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მისი ბრძანებით, დაამსხვრიეს ყველა კერპი, გარდა ალაჰისა (ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“). ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერთად. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Iona ლოცვა ბოროტი აგარიანების შესამუსრად Sep 13 2010, 05:18 PM
Crazy Soul Iona
აგარიანელები ვი... Sep 13 2010, 05:20 PM
terra ტომია ერთგვარი. Sep 13 2010, 05:25 PM
Crazy Soul terra
მაშინ კარგია თუ ... Sep 13 2010, 05:32 PM
terra
terra
მაშინ კარგია თუ ... Sep 13 2010, 05:45 PM
Crazy Soul გიყვარდეს მტერი შე... Sep 13 2010, 05:57 PM
Iona
ეგ კი
მარა შენ მოს... Sep 13 2010, 06:44 PM
Crazy Soul
ლოცვის დანიშნულე... Sep 13 2010, 07:09 PM
Iona
არ ვიწყველები :) - ს... Sep 13 2010, 07:17 PM
Crazy Soul Iona
ხო, ცხადია, მე ეთ... Sep 13 2010, 07:20 PM
ალექსანდრე და იქნება და ბოროტ... Sep 13 2010, 07:23 PM
ikanosi Crazy Soul
ისრაელი ქართუ... Sep 13 2010, 07:25 PM
Crazy Soul ikanosi
მე ქართული შიფრ... Sep 13 2010, 07:26 PM
ალექსანდრე აგარიანელებს უწოდ... Sep 13 2010, 07:26 PM
Crazy Soul აგარელი არავინაა ა... Sep 13 2010, 07:27 PM
ალექსანდრე
აგარელი არავინაა ... Sep 13 2010, 07:31 PM
ikanosi Crazy Soul
პირწავარდნილ... Sep 13 2010, 07:43 PM
Crazy Soul ikanosi
არ გესმის შენ ქ... Sep 13 2010, 07:48 PM
terra Crazy Soul
მტერია. ბიბლია... Sep 13 2010, 08:08 PM
Crazy Soul terra
რაულ მამალაძის ... Sep 13 2010, 08:11 PM
Iona თავხედნი კადნირნი... Sep 13 2010, 10:08 PM
ქევანა არ დავკვირვებივარ ... Sep 14 2010, 09:11 PM
Crazy Soul Iona
უსამართლოდ არაფ... Sep 15 2010, 09:26 AM
Iona Crazy Soul
მაშინ მაგ ლოგ... Sep 15 2010, 11:08 AM
მხევალი ნინო რა საინტერესო თემა... Sep 15 2010, 01:16 PM
Crazy Soul Iona
არასწორად გამიგ... Sep 15 2010, 01:57 PM
Iona
კაი :) როგორც გინდა ... Sep 15 2010, 03:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 03:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი