ჩვენი ფორუმის მოძღვრების პასუხები, წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკისათვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ფორუმის მოძღვრების პასუხები, წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკისათვის |
აბე |
Dec 27 2009, 09:56 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ფორუმის ახალი სტრუქტურის გაკეთების შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ განყოფილებაში მე ვხსნი პირველ თემას.
რა თქმა უნდა, მე პირველს არ მიფიქრია ასეთი წიგნის გაკეთებაზე... ავიღოთ "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში თავმოყრილი კითხვა-პასუხები და გამოვუშვათ წიგნი. ამის შესახებ მივწერე მამა ანდრიას, ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს... ვუთხარი ჯერ არც დაგვილაპარაკია წესივრად ამ თემაზე და სანამ დავიწყებთ სჯას, მანამდის თქვენი აზრი საინტერესო იქნებოდა თქო. მან ასეთი პასუხი გამცა: ციტატა თუ ვინმეს არგებს, ყველაფერი შეიძლება გააკეთო. ჩემს პასუხებს რაც შეეხება, როგორც გინდა ისე გამოიყენე. სასულიერო სიტყვებზე არ ვრცელდება საავტორო უფლება. რას იტყვით, რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა და ჯერ ელექტრონული ვერსია გავაკეთოთ, მერე კი დაბეჭდვაზე და გაყიდვაზეც ვიფიქროთ... ვინ იცის, შეიძლება ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდაც კი გადაიქცეს მომავალში... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
tini_tini |
Sep 13 2010, 09:58 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 22-April 10 წევრი № 8,679 |
ჰომილეტიკის შესასწავლად სახელმძღვანელოდ გარდა ძირითადი თეორეტიკოსებისა, ეფრემ მცირე, გრიგოლ ღვთისმეტყველი, არსებობს ისეთი სახელმძღვანელო ქართულად ან თუნდაც უცხო ენაზე, სადაც ჰომილეტიკის ძირითადი საფუძვლები იქნება გადმოცემული. მე რამდენიმე ავტორის ვრცელი წიგნი მაქვს სახლში ჰომილეტიკის შესახებ (რ. ბარამიძე, ქ. ბეზარაშვილი, ე. კალანდარიშვილი, კ. კეკელიძე, ასევე ბასილი დიდის ჰომილიები და კიდევ სხვა), ოღონდ აქ ჰომილეტიკის უფრო ლიტერატურული მხარეა განხილული, ვიდრე საღვთისმეტყველო და ამიტომ ვიკითხე. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში რომ ვიკითხო, კარგი იქნებოდა ავტორი თუ მეცოდინებოდა, ადვილად მივაგნებდი.
-------------------- დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
წმ. იოანე ოქროპირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი