იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
ioanezosime |
Sep 12 2010, 05:38 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 |
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენასა და მეორედ მოსვლის შესახებ სრულდება.
დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ საიტი http://zazatsikoridze.wordpress.com/ ამავე საიტზე არის ასევე მასალები ქართველთა წარმოშობასა და ქართულ გვარებზე. მოსაზრებები ამ თემაზე გთხოვთ ამ თემაში დადოთ. |
ქევანა |
Sep 14 2010, 11:04 PM
პოსტი
#22
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ინდოევროპული ენები და კავკასიურ იბერიული სწორედაც რომ ძალიან განსხვავდება და ამ სტატიაში სულაც არ არის იმის მტკიცება, რომ ამ ენებს რაიმე ნათესაობა აქვთ. აი, რატომ იტყუებით? ან იქნებ ვერც ხვდებით? ეს თქვენი ნაწერი არაა? აქ მითითებული საიტი ნახე. იქ წერია ვრცლად და გასაგებად. აქ ორი სიტყვით შემიძლია ის გითხრა, რომ ქართული ენა იშიფრება და როგორც იოანეზოსიმე ამბობს ამ ენით მოხდება სხვა ხალხების და ენების მხილება. აქ ნაჩვენებია, რომ ბევრი ევროპული ენისა და კულტურის ძირი ქართულია. ამ ენაშია უამრავი საიდუმლო და ამ ენის გაშიფვრის მერე მალე დადგება მეორედ მოსვლის ჟამი. აბა ეს ფრაზა ლოგიკურად რას ნიშნავს? თუ ქართული იბერიულ ენათა ოჯახში არ შედის? სტატია წაკითხული მაქვს, კი. მაგრამ გეუბნებით შეცდომებია, არამეცნიერულია, ფანტასტიკაა ვარაუდებს აგებთ არადამტკიცებულ ფაქტებზე. ცხადია ფანტასტიკაა, სუბიექტური აზრებია შეცდომები გინდათ? ზღვის ხალხზე ხომ დაგიწერეთ აი კიდევ: ციტატა როგორც ცნობილია ბერძნები და ლათინები მოგვიანებით შემოვიდნენ ევროპაში აზიიდან. შავი ზღვის ჩრდილოეთით. პირველი არა ინდოევროპული ტომი რომლებიც მათ შეხვდებოდა თავის გზაზე უნდა ყოფილიყვნენ ბარები ეს არ არის დამტკიცებული ციტატა მათ როგორც ჩანს ხშირი ომები უნდა ქონოდათ ქართულ ტომებთან: მარებთან, ბარებთან და გარებთან. ამასვე მოწმობს მითი ტროას ომზე. არც ეს ციტატა იმის გამო, რომ ინდოევროპელები სულ მომთაბარეობდნენ მათ არ უნდა ჰქონოდათ ტოპონიმების შექმნის სისტემა, რადგანაც არ სჭირდებოდათ. მას შემდეგ რაც ევროპაში შემოვიდნენ და ადგილობრივი ხმელთაშუაზღვის ხალხი განდევნეს, როგორც ჩანს ბევრი ტოპონიმი ისესხეს და ამავე დროს ახალი ტოპონიმების შექმნის წესიც გადაიღეს იქ დამხვდური ტომებისაგან. ხოლო იქ დამხვდური ტომები კი როგორც ვაჩვენეთ მეგრულ–პელასგური ტომები იყო. არც ეს პელასგების წარმოშობაზე ჯერ არაფერია დამტკიცებით ნათქვამი, თქვენ უკვე მეგრულ ტომებად წარმოაჩინეთ : ) ციტატა ქართული ტომები უსახელო ინდოევროპელ ხალხს როგორც ჩანს უსახელო არეელებს უწოდებდნენ და მათ დაარქვეს არიელი, ანუ უსახელო არედან წამოსული ადამიანი. აქედან უნდა იყოს წარმომდგარი ინდოევროპელების საკუთარი სახელი არიელი. არიელი თვითონ თავის თვს უსახელო არიელს ვერ დაუძახებდა, როგორც ჩანს ქართველები უწოდებდნენ მათ ასე და მათაც ეს სახელი დაირქვეს. არც ეს არის სწორი. სიტყვა "არიელი" საიდან მოდის? ინდოევროპელები არ = არიელს, ინდოარიელები კი შედიან ინდოევროპელებში, მაგრამ ინდოევროპელი არ ნიშნავს არიელს. ანუ ხვდები რა კავშირია? თეთრკანიანი არის ადამიანი მაგრამ ადამიანი არ ნიშნავს მარტო თეთრკანიანს. ციტატა თუკი ზოგიერთი ქართული ტომი გორებად ცხოვრობდა, როგორც ჩანს გარკვეული ნაწილი თავის საცხოვრებელს სკას უწოდებდა. მაშინ გამოდის რომ წულეისკირი ნიშნავს წულების სკა არეებს. ანუ შიძლება ვიფიქროთ, რომ წულეისკირის გვარი ნიშნავს, რომ მავანი წულების სკა არის(დიდი ტერიტორიული გაერთიანება) წარმომადგენელი იყო. ანალოგიურად პაპასკირი გამოდის პაპების სკა არის წარმომადგენელი და იქნებ სულ სხვანაირად არის საქმე? მეგრულად სკუა რას ნიშნავს? სკუა = სკას? ნწ, არა, სკუა = შვილს და ასე მგონია აქ ფუტკრის სკასთან არაფერ კავშირშია ეგ გვარები: პაპასკირი, წელეისკირ და ა.შ. ციტატა რუმინელები რომანული ჯგუფის ხალხია, ხოლო პოლონელები სლავური. ერთმანეთთან ახლო ნათესაობა არ აქვთ. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მათ გვარების წარმოქნის წესი რომელიმე საერთო მეზობელი ტომისგან აიღეს და ასეთი უნდა ყოფილიყო ბარები, რომლებიც გვარებისა და ტოპონიმების წარმოქმნაში როგორც ჩანს იყენებდნენ სკ სუფიქსს. უკაცრავად, მაგრამ ერთმანეთთან კავშირი/ურთიერთობა არ ჰქონიათ? რაღა სხვა ტომებიდან აიღებდნენ, ერთმანეთისგან ვერ ისესხებდნენ? აი რუმინულ და სლავურ ენათა ოჯახების განსახლების რუკა ციტატა შენი კვალიფიკაცია ძალიან საეჭვოა. რატომ? რახან ფრთხილი ვარ მტკიცებებში? მეც მაქვს ჩემი ჰიპოთეზები, მაგრამ ყოველთვის ფრთხილი ვარ მტკიცებისას : ) და როცა მეშლება, ვაღიარებ რომ მეშლება რომ გეთქვათ ეს ჩემი ვარაუდიაო, ჰიპოთეზააო და ასე ხშირად და ჯიუტად არ გვიდებდეთ წინ (თითქოს აღმოჩენა გაგეკეთებინოთ), მაშინ ასე არ აგყვებოდით და ჩემს ერთჯერად სუბიექტურ აზრს დავჯერდებოდი მაგრამ იცით რატომ გეკამათებით? არ მინდა თქვენი აზრი ასე პირდაპირ გაუაზრებლად გადაიღონ და მერე ამტკიცონ სისულელეები. ასე ვღებულობთ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ "მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე იქნება" "მთელი დედამიწა ქართველებით იყო დასახლებული" "პირველი დამწერლობა ქართველებმა შექმნეს" და ა.შ. მორჩა, დისკუსიის გაგრძელებისთვის ენათმეცნიერი დაგვჭირდება ან არადა ჩემგან სერიოზულ ტონს აღარ ელოდოთ, უნდა ვიღადავო -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი