IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 16 2007, 02:35 AM
პოსტი #1


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წმიდა ნიკოლოზ სერბი,
ეპისკოპოსი ოხრიდის და ჟიჩისა


ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგორირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოესმონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაიმ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყწო.
სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინისტრისაგან სტიპენდია მიიღო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აქ იგი გულმოდგინედ სწავლობდა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას, შეისწავლა გერმანული ენა; ამავე ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქრისტეს აღდგომის რწმენა, როგორც წმიდა სამოციქულო ეკლესიის ძირითადი დოგმატი". 1909 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ბერად აღიკვეცა რაკოვიცის მონასტერში; მას ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად. იგი ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში დაბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე მასწავლებლის ხარისხით. დიდი სიყვარულითა და თავგანწირვით აღზრდიდა იგი მომავალ ღვთისმსახურებს, ღვთის საკურთხევლის მსახურებს.
სერბეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით მღვდელმონაზონი ნიკოლოზი 1910 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სასწავლებლად. მან ჩვეულებრივად ჩააბარა, როგორც რიგითმა სემინარისტმა, ისე, რომ, არც კი მოუხსენებია მის მიერ მიღებული ევროპული განათლების შესახებ. ერთ-ერთ სასულიერო ლიტერატურულ საღამოზე მღვდელომონაზონმა ნიკოლოზმა თავისი ცოდნით გააოცა აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები, განსაკუთრებით მიტროპოლიტი ანტონი (ვადკოველი), რომელმაც იმპერატორს აკადემიის ნიჭიერი სტუდენტისათვის მთელს რუსეთში უფასოდ მოგზაურობის უფლება გამოსთხოვა.
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სერბეთის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებელი, მამა ნიკოლოზი ინგლისა და ამერიკაში გაგზავნა, რათა ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის ემცნო მართლმადიდებელი სერბეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის განმავლობაში, 1915_დან 1919 წლამდე მამა ნიკოლოზი სიტყვით გამოდიოდა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კრებებზე, ტაძრებში, განმარტავდა, რატომ იბრძოდა სერბი ხალხი თავისი სამშობლოს ერთიანობისათვის. ინგლისის ჯარების სარდალი იხსენებდა, რომ თავისი მისიონერული მოღვაწეობით მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა იმდენივე გააკეთა, რამდენიც მთელმა არმიამ ბრძოლის ველზე.
1919 წელს სერბეთის სახელმწიფოს უწმიდესმა სინოდმა მამა ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩია, მაგრამ ქიროტორიიდან სულ მალე, 1920 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზი პირადი თხოვნით იგი სლავური სულიერების, კულტურისა და მწერლობის აკვანში,ოხრიდში გაგზავნეს. ახალგაზრდა, ბრწყინვალედ განათლებულმა ეპისკოპოსმა თავისი სამღვდელმთავრო მსახურება წმიდა კირილე და მეთოდეს სამოციქულო ტრადიციებზე დაყრდნობით დაიწყო; მათ მსგავსად იგი ადამიანებს უნერგავდა რწმენას, იმედს, ღვთის სიყვარულს; საეკლესიო, ბერმონაზვნობის ცხოვრების აღორძინება, ხალხის გაეკლესიურობა - აი, ეპისკოპოსი ნიკოლოზის სამოციქულო მოღვაწეობა.
1931 წელს ოხრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა ერთ. ორხიდ-ბიტოლის ეპარქიად, რომლის რეზიდენციაც ბიტოლში მდებარეობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წმიდა ნაუმის სახელობის მონასტერი დაარსა ათონის ტიპიკონის საცხოვრებელი, კალიშტას მონასტერში კი - დედათა სამონასტრო ცენტრი, რომლის დედებმაც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს დაცარიელებული და მიტოვებული სავანეები ააღორძინეს.
"ოხრიდის მეუდაბნოე" - ასე უწოდა უწოდა სამართლიანად ეპისკოპოს ნიკოლოზს აბბა იუსტინემ(პოპოვიჩი), დააფუძნა აგრეთვე ე.წ " საღვთისმეტყველო მოძრაობა"; ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის სამქადაგებლო ნიჭის წყალობითაა და თავისი პიროვნული ძალით იგი აღვივებდა და მართლმადიდებლური კალაპოტისაკენ მიმართავდა ხალხის რწმენას. ეს მოძრაობა ოციან წლებში დაფუძნდა; მასში უმეტესად გლეხობა შედიოდა, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებისა და ლოცვისაკენ მიდრეკილებით; მრავალი მონასტერი, მათ შორის, ხილანდრის, ივსებოდა მორჩილებითა და ბერებით, რომლებიც ამ მოძრაობიდან მოდიოდნენ. ამ მოზრაობის წყალობით ოვჩარისა და კაბლარის მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა.
ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა დააარსა მისიონერული კურსები, ქრისტიანულ თემათა ერთობა, რომლისკენაც მიისწრაფიდნენ ათასობით მორწმუნენი მთელი სერბეთიდან. კრებულმა გამოსცა რამდენიმე სასულიერო ჯურნალი, ბროშურა, წიგნი. "ოხრდის შესავალი" და "მისიონერული წერილები", რომლებიც მეუფემ ამ პერიოდში დაწერა, იყო და არის სულიერი საკვები ღვთისმოყვარე სულთათვის. 1936 წელს მეუფე ნიკოლოზი კვლავ ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ საეპისკოპოსო კათედრაზე მისი მოსვლის შემდეგ ჟიჩის ეპარქიამ დიდი სულიერი ცვლილებები განიცადა. აღდგა მრავალი მონასტერი, პირველ რიგში, ჟიჩისა და სტუდენციის, რომლებიც ყოველთვის იყო სერბეთის მართლმადიდებლობის სულიერი საყრდენი, შენდებოდა ახალი ტაძრები. იგი სერბეთის ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი იყო და ეს პრაქტიკა დანერგა კიდეც სერბეთის ეკლესიაში. მისი თხზულების კრებული 30 ტომს სეადგენს. მეუფის მისიონერული მოღვაწეობა მრავალფერონებითა და მნიშვნელობით მხოლოდ წმიდა საბა სერბთა განმანათლებელის ღვაწლს თუ შეედრება. როგორც სერბეთის ეკლესიის მისიონერი, იგი მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, მეზობელ ბალკანეთის ქვეყნებში, იყო კონსტანტინეპოლში, საბერძნეთსი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდა ხილანდარის მონასტრის აღორძინებისათვის. მონაწილეობას რებულობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო და საეკლესიათაშორისო შეხვედრებში; 1930 წელს მეუფემ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრების წინა კონფერენციაში, რომელიც ვათოპედის მონასტერში შედგა. მისი მზრუნველობით აშენდა საბავშო სახლები და თავშესაფრები მთელს სერბეთში, ბიტოლიდან ჩაჩკამდე, ზემო მილანოვეცში, კრალევოში და კრაგუევცაში.
დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს: "მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)". მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ერთად ერთადერთი ევროპელი იერარქები არიან, რომლებიც დახაუს სასიკვდილო ბანაკში აღმოჩნდნენ. უფალმა გადაარჩინა მოღვაწენი: 1945 წლის 8 მაისს ისინი 36_ე ამერიკულმა დივიზიამ გაათავისუფლა. ბანაკში ეპისკოპოსმა დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი - წიგნი "ციხის სარკმლიდან", რომელშიც მართლმადიდებლებს საკუთარი ცოდვების აღიარებისა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი ვეღარ დაბრუნდა იუგოსლავიაში, რომელიც კომუნისტური გახდა ათეისტ ტიტოს მეთაურობით. მან განაგრძო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრს წერდა, ლექციებს კითხულობდა, ქადაგებდა. ემიგრაციაში იგი ასწავლიდა ნიუ-ორკის წმიდა ვლადიმერის სახელობის აკადემიაში, წმიდა სამების აკადემიაში ჯორდანვილში, წმიდა ტიხონის აკადემიაში პენსილვანში. წმიდა ტიხონის რუსულ მონასტერში გაატარა მან სწორედ თავისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები.
მეუფემ ღვთისგანისვენა სენაკში ლოცვის დროს, 1956 წლის 18 მარტს. რუსული მონასტრიდან მეუფის სხეული წმიდა საბას სერბულ მონასტერში გადაასვენეს ლიბეტსვილში და მონასტრის სასაფლაოზე დაკრზალეს. იმ დროში მისი ნაწილების სამშობლოში გადასვენებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: ტიტოს რეჟიმმა იგი მოღალატედ და ხალხის მტრად გამოაცხადა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, მეუფე ნიკოლოზს კომუნისტები სახალხოდ უწოდებნენ " ოკუპანტთა თანამშრომელს" მისი ნაშრომების პუბლიკაცია აკრძალული იყო.
მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა სერბეთმა უდიდესი სიწმიდე - მეუფე ნიკოლოზ სერბის ნაწილები. ახლა ისინი განისვენებენ მის მშობლიურ სოფელში- ლელიჩში, ოდესღაც მის მიერვე აშენებულ ტაძარში. მართლაც ჭეშმარიტია მის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: "მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! ამინ".


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 17 2007, 02:10 AM
პოსტი #2


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



სად მარხავ მოკლულს?



მნიშვნელობა არა აქვს, ავადმყოფობით მოკვდები თუ ადამიანის ხელით. მაგრამ, ადამიანისაგან განსხვავებით, ავადმყოფობა სიკვდილზე პასუხს არ აგებს. როგორი შესამეცნებელია ფუტკრის მაგალითი: კბენისათვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს.
ყველა შენს მიერ მოკლულს ორი განსასვენებელი აქვს; ერთი მეორე სამყაროა, მეორე კი - შენი სინდისი.
სადაც არ უნდა დამარხო მიცვალებული, შუაღამისას იგი შენს სინდისში გაიღვიძებს და ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, რომლებზეც შენს ოფლში გაღვრილ სინდისს გათენებამდე მოუწევს პასუხის გაცემა.


უღვთობა უჰაერობაა



როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰარო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც,
განეშორე უღმერთოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები.
ღმერთი შენი სულის ჰაერია. ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერში იხოხებს, როგორც გველი.


გული და ბიბლია


ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმიდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი - პირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება.


უბედურება


უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია!
გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და კვნესის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება.


დღის სიახლები


დღის სიახლეებია:

ადამიანებმა რუსეთის მეფე მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ;

ადამიანებმა პოლონეთის პრეზიდენტი მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ;

ადამიანებმა საბერძნეთის მინისტრი მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ...

უკანასკნელ ასწლეულში მედიცინას ქირურგიაში დიდი მიღწევები არ ჰქონია. არც პოლიტიკურ ქირურგიას გაუსწრია დიდად პოლიტიკური თერაპიისათვის; უპირატესობა ამპუტაციის მეთოდს ენიჭება, რომელიც უყოყმანოდ აღესრულება, მაგრამ დამახინჯებულ სხეულს სისხლი განუწყვეტლივ სდის.
მაგრამ, როგორც წესი, მკვლელები წაგებულნი არიან: მოკლულები საზოგადობაში იმაზე ნაკლებ როლს როდი თამაშობენ, ვიდრე სიცოცხლეში. ეს ყველას ესმის, ამას ყველა ხედავს, საზოგადოებრივი ორგანიზმიდან მომდინარე სისხლის შეჩერებას ცდილობენ, მაგრამ ამავდროულად გეგმავენ და ამზადებენ მომდევნო ამპუტაციას, მომდევნო სისხლისღვრას.


ხორციელი ადამიანები


ხორციელი ადამიანები ადვილად ეგუებიან ამ წუთისოფელს. სულიერნი მასში თავს ყოველთვის უცხოდ და გადამთიელად გრძნობენ.
ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ საკუთარი წარმოშობის წყაროს თავიანთსავე ეზოს ნაგვის გროვაში პოულობენ; ამიტომ საკუთარ თავს მას ადარებენ და საკუთარი ადამიანური გამომეტყველების გამო ამპარტავნებაში ვარდებიან.
სულიერნი საკუთარ პირველწყაროს უფრო მაღლა ეძებენ, ციურ მნათობთა ზემოთ, მიუწვდომელ გონებასა და სიწმიდესთან, ამიტომ თავმდაბლად არიან და გლოვობენ, რადგან ხედავენ, რა ძლიერ დაშორდნენ ღვთის ხატებას.
სულიერნი თავს არ იმტვრევენ კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რამეთუ მათ ესმით, რომ მთელს სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ერთადერთი ღმერთის გარდა.
ხორციელი ადამიანები იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ.


სიცრუე უფალს განგვაშორებს


მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე განგვაშორებს უფალს; იმის თქმა, რომ ღმერთს ჭეშმარიტება გვაშორებს, იგივეა, თითქოს თვითონ ღმერთი განგვაშორებს საკუთარ თავს.
სიცრუის ფიქრები, ცრუ სიტყვები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც არარსებობის, ილუზიისა და ღვთისაგან განდგომისაკენ მივყავართ ამ გზიდან მძიმე ცხოვრებისეული შერყევის გარეშე უკანდასაბრუნებელი არ არსებობს, სანამ ადამიანი, სავლესავით დაბრმავებული, მიწზე არ დაეცემა და სანამ ღმერთი მას მტვრიდან და უმწეობიდან არ წამოაყენებს და მხედველობას არ დაუბრუნებს.


მეტი რწმენა


ზოგიერთ ავადმყოფს ექიმები მეტი დოზით უნიშნავენ წამალს, მაგალითად: დალიეთ, რაც შეიძლება, მეტი წყალი!
რწმენა ყველაზე სასარგებლო წამალია ჩვენი სულისათვის, თუკი მას, რაც შეიძლება, მეტი დოზით მივიღებთ. მეტი რწმენა გქონდეს!


ანალიზი


ანალიზი სიყვარულს კლავს, მეცნიერება აგრილებს. ამიტომ საუბრობენ არა ცოდნის სილამაზის, არამედ მისი სარგებლიანობის შესახებ.
მოსიყვარულე არასოდეს კითხულობს შეყვარებულის ასაკს, წარმომავლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას. ზეშთაგონებული სული, ანუ ღვთაებრივი სიყვარულით ანთებული არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმება ღვთის „ანალიზზე.“
სიყვარული განდევნის განსჯას, როგორც უსარგებლო მსტოვარს. სამაგიეროდ აერთიანებს სამ სხივს - გონებას, გულსა და სულს და მათ ერთ სანთლად აღანთებს.


განშორება


მტრების განშორება ორმხრივ სიძულვილს აძლიერებს.
მეგობრების განშორება ორმხრივ მიჯაჭვულობას განამტკიცებს.
დედაშვილის განშორება მათ სიყვარულს განაცხოველებს.
ჩვენი განშორება ღმერთთან აძლიერებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი. როდესაც ჩვენ ამას ვგრძნობთ, გახურებულ რკინასვით გვწვავს სირცხვილი და მივისწრაფით, უფრო სწრაფად დავბრუნდეთ მასთან, ვიდრე განვეშორეთ; და უდიდესი სიყვარულით ვბრუნდებით.
ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორია - ეს არის ღვთისაგან დროებითი გაქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა.
ო, ოღონდაც ჩვენი მიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში ღმერთთან განშორებულნი არ აღმოვჩნდეთ, არამედ, რაც შეიძლება, მეტად ახლოს ვიყოთ მასთან!


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნიკოლოზ_V   წმ. ნიკოლოზ სერბი   Jan 16 2007, 02:35 AM
კანონისტი   ნიკოლოზ_V გაიხარე...   Jan 16 2007, 11:44 AM
ნიკოლოზ_V   [b]ფიქრები სიკეთესა ...   Jan 16 2007, 03:20 PM
თამარი   [center][b]დიალოგი მეცნი...   Jan 31 2007, 02:41 AM
ნიკოლოზ_V   გაუჩინარება დიდი მ...   Jan 17 2007, 02:55 AM
ninca   ღმერთმა გაგახაროს...   Jan 27 2007, 11:54 PM
მარიამი   შეკითხვა მაქვს, იქ...   Jan 28 2007, 12:01 AM
ნიკოლოზ_V   ჭჭეშმარიტება სიყვ...   Jan 28 2007, 12:58 AM
marine   ნიკოლოზ_V შენ შემოგ...   Jan 30 2007, 04:19 PM
ნიკოლოზ_V   ჭეშმარიტება თუ ჭე...   Jan 30 2007, 05:14 PM
kaxa-beri   es cigni ikideba eklesiebshi, me piradad makvs, su...   Jan 31 2007, 12:19 PM
ნიკოლოზ_V   არა თამარ საიდან მ...   Jan 31 2007, 05:25 PM
ნიკოლოზ_V   მზერა "თვალები ს...   Jan 31 2007, 06:21 PM
ნიკოლოზ_V   სიცარიელე და სიღატ...   Jan 31 2007, 06:45 PM
.:თამარი:.   ნიკოლოზ_V :wub: :wub: :wub: ka...   Jan 31 2007, 09:35 PM
თამარი   ნიკოლოზ_V :wub: :wub: :wub: k...   Jan 31 2007, 10:44 PM
მარიამი   me maqvs rusuli varianti saxlshi, shemidzlia gatx...   Jan 31 2007, 11:15 PM
.:თამარი:.   თამარი დიდი მადლობ...   Jan 31 2007, 11:54 PM
ნიკოლოზ_V   მართალი ხარ :) სწორ...   Feb 1 2007, 01:19 AM
ნიკოლოზ_V   ბუნების სიმშვენიე...   Feb 2 2007, 04:03 AM
ნიკოლოზ_V   პატივმოყვარეობა რ...   Feb 2 2007, 10:40 PM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]წყევა და ქებ...   Feb 13 2007, 11:00 PM
თამარი   ქართული ვარიანტიც ...   Feb 13 2007, 11:13 PM
ნიკოლოზ_V   გმირობა და ეგოიზმი...   Feb 14 2007, 01:17 AM
ნიკოლოზ_V   [b][size=2]სად მარხავ მოკ...   Mar 17 2007, 02:10 AM
Zeskvi_ucha   სახლის შემოსასვლე...   Mar 20 2007, 10:33 PM
natuli   Zeskvi_ucha სად შეიძინე ეს...   Mar 21 2007, 02:25 PM
Zeskvi_ucha   natuli სად და სამებიდა...   Mar 23 2007, 01:48 AM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]ჭეშმარიტი სი...   Mar 23 2007, 06:51 PM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]ბუნება ჩვენი...   Mar 23 2007, 08:43 PM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]მდუმარება ...   Mar 26 2007, 11:28 PM
marine   ეს ჩემი ერთადერთი ...   May 2 2007, 01:03 PM
staywhite   კანონისტი, თუ არ მი...   Aug 16 2007, 09:37 AM
staywhite   წმინდა ნიკოლოზ სერ...   Aug 16 2007, 09:49 AM
staywhite   რამდენიმე ამონარი...   Oct 16 2007, 07:18 AM
staywhite   აქ შეგიძლიათ მოისმ...   Oct 25 2007, 09:20 AM
iako   საქართველოდან წამ...   Oct 25 2007, 03:04 PM
staywhite   აქ ისტორიული და ფა...   Oct 28 2007, 12:30 PM
staywhite   მივამატებ უფრო დეტ...   Oct 29 2007, 02:58 PM
staywhite   ნიკოლოზ ველიმიროვ...   Oct 30 2007, 07:57 PM
xornabujeli   :) მეც მიყვარს წმიდ...   Nov 1 2007, 04:17 PM
staywhite   [color=#990000]წმინდა ნიკოლ...   Nov 9 2007, 12:07 AM
staywhite   [color=#660000]წმინდა ნიკოლ...   Nov 9 2007, 02:47 AM
staywhite   სულის ჰიგიენა ჰიგ...   Nov 9 2007, 04:24 AM
ნათია   staywhite რა კარგად აქვ...   Nov 9 2007, 04:55 PM
staywhite   ჟიჩის მონასტერი, ს...   Nov 13 2007, 05:38 AM
staywhite   (* თარგმნის დროს არ ...   Nov 13 2007, 07:16 AM
staywhite   ჩემთვის ძალიან ახლ...   Nov 18 2007, 11:04 AM
staywhite   საინტერესოა წმინდ...   Dec 17 2007, 10:06 AM
staywhite   (გაგრძელება) Глава 2. ...   Dec 18 2007, 08:50 AM
staywhite   Кад сам се везао за Тебе, љу...   Feb 14 2008, 11:06 PM
staywhite   [color=#990000]ჭეშმარიტები...   Mar 24 2008, 09:32 AM
staywhite   შეკითხვა მაქვს, იქ...   Apr 2 2008, 09:19 PM
marine   ახლა ვკითხულობ წმი...   Jun 30 2010, 02:11 PM
.ნინო   marine მცირე ნაწილი ჩვ...   Jun 30 2010, 10:45 PM
nikoloza-k   მისიონერული წერილ...   Aug 10 2011, 10:55 PM
აკაკი   ანტიქრისტე წმ. ნიკ...   Sep 12 2012, 02:46 PM
marine   ამბავი ფიცის დამრღ...   Aug 8 2016, 07:36 PM
marine   წერილი 270. ჯვარდაუწ...   Oct 17 2017, 12:30 PM
marine   "დედამიწა - ფურცე...   Oct 17 2017, 09:27 PM
marine   უცნაური წინათგრძნ...   Feb 16 2018, 11:54 AM
marine   ამბავი ყრუ-მუნჯი გ...   Feb 16 2018, 08:58 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზ ს...   Aug 6 2018, 09:46 PM
marine   "იცოდეთ - ევროპა ს...   Jan 13 2019, 07:24 PM
marine   "ფხიზლად უყურე გა...   Mar 1 2019, 03:34 PM
marine   „სანამ მიწაზე ხარ, ...   Oct 24 2020, 08:41 PM
marine   "მეუფე ნიკოლოზს [...   Mar 5 2021, 08:06 PM
marine   "როდესაც ადამიან...   May 12 2021, 08:31 PM
marine   "ნუ ჩაიწერ შენს კ...   Dec 9 2021, 05:25 PM
marine   "რამდენადაც ჭკვი...   Sep 23 2022, 09:37 PM
marine   "ჩვენი ცუდი თვისე...   Dec 12 2022, 02:19 PM
marine   დიალოგი "გულწრფე...   Dec 13 2022, 09:46 PM
marine   "კეთილო, ძალზე კე...   Sep 24 2023, 08:52 PM
marine   "როგორიცაა მამის ...   Sep 25 2023, 05:37 PM
marine   "აღდექით, ცოდვილნ...   Oct 3 2023, 04:49 PM
marine   "განანათლე ჩემი გ...   Oct 3 2023, 05:08 PM
marine   "ჩემი სულის ოთახი...   Oct 3 2023, 05:23 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Oct 4 2023, 04:31 PM
marine   "უცოდველი არ კვდე...   Oct 5 2023, 05:10 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 01:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი