აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა |
gujittoskripka |
Sep 14 2010, 10:39 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 14-September 10 წევრი № 9,461 |
წყარო: დღევანდელი 8 საათის ქრონიკა
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლმუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ისინი საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს. სხვიტორში პოეტის რამდენიმე ეკლესიური ნაწარმოების გამოცემასაც ფიქრობენ, რომელიც აკადამიურ წრეებში საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობა აკაკის საეკლესიო ცხოვრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული ნაწარმოებები საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება. ცნობისათვის, წმინდა სინოდმა თავის დროზე წმინდანებად შემდეგი საზოგადო მოღვაწეები შერაცხა: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და დიმიტრი ყიფიანი. კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად" გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ. http://ghn.ge/news-22251.html ---------------------------------------- გუჯა: სადაც ილია, იქ აკაკი, თუ როგორ იქნება საქმე? |
(Νικόλαος) |
Sep 15 2010, 04:56 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
რათქმაუნდა სინოდმა უკეთ იცის რა და როგორ ქნას, მაგრამ ნამდვილად ფიქრობენ? მე ჩემს სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ, რასაც ამ ეტაპზე ვფიქრობ, მაგრამ აზრი შეიძლება შეიცვალოს როცა სიოი მიიღებს გადაწყვეტილებას და მისი სასულიერო ცხოვრების შესახებაც გავიგებ.
იცით, შეიძლება აკაკი უკვე არის წმინდანი და ღმერთმა აცხოვნოს, წმინდანია ყველა ვინც ზეცის მქალაქეა, მაგრამ ეკლესია მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების კანონიზირებას ახდენს, ანუ რეალურად წმინდანი შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, მაგალითად ჩვენი ბაბუები ან ბებიები, მაგრამ ეკლესია მხოლოდ მის კანონიზირებას ახდენს რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ეკლესიასთან. ჩვეულებრივ ასეთი ადამიანების სახელები ეკლესიასტან ასოცირდება. და მე ამ ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი იმიტომ შემეპარა, რომ აკაკის დამოკიდებულებაზე ეკლესიასთან არ მსმენია. იგი იყო კარგი პიროვნება და ბევრი რამ გააკეთა, როგორც ერის ადამიანმა, შესაძლოა ეკლესიურადაც ცხოვრობდა მაგრამ ეს საკმარისია ვინმეზე თქვა რომ 100% ცხონდაო? მე ვიმეორებ მე არ ვამტკიცებ რასაც ვამბობ. აზრს მაშინვე შევიცვლი როგორც კი სინოდი გამოიძიებს მის ცხოვრებას და შერაცხავს. აი გრიგოლ ფერაძე კი ჭეშმარიტად წმინდანი იყო. მიუხედავად მისი ეკმენისტური აზროვნებისა იგი იყო მართლმადიდებლობის დამცველი, და იგი არა სქიზმაში, არამედ ეკლესიის წიაღში აღესრულა მოწამეობრივად და მოწამეებს ეკუმენისტური სუბიექტური მოსაზრებები კი არა უმძიმესი ცოდვებიც ეპატიათ. თანაც გრიგოლ ფერაძე სხვა კონფესიებს უყურებდა როგორც დროებით გამოყოფას ეკლესიიდან. მმკ უკვე ყოველგვარ საზღვარს გადასცდა. მოკლედ მმკ-ს და ასეთი დაჯგუფებების მიმართ ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 04:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი