აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა |
gujittoskripka |
Sep 14 2010, 10:39 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 14-September 10 წევრი № 9,461 |
წყარო: დღევანდელი 8 საათის ქრონიკა
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლმუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ისინი საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს. სხვიტორში პოეტის რამდენიმე ეკლესიური ნაწარმოების გამოცემასაც ფიქრობენ, რომელიც აკადამიურ წრეებში საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობა აკაკის საეკლესიო ცხოვრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული ნაწარმოებები საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება. ცნობისათვის, წმინდა სინოდმა თავის დროზე წმინდანებად შემდეგი საზოგადო მოღვაწეები შერაცხა: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და დიმიტრი ყიფიანი. კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად" გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ. http://ghn.ge/news-22251.html ---------------------------------------- გუჯა: სადაც ილია, იქ აკაკი, თუ როგორ იქნება საქმე? |
afxazi |
Sep 15 2010, 06:26 PM
პოსტი
#42
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
karpaki
ციტატა მე არ მახსოვს მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინოთ და ძალიან გამიკვირდა რა მიზეზი შეიძლება იყოს თუ არა ფუტურო გული და გარეგანი სიმთელე. მე არ ვიცი მაგალითები ანულირებული გადაწყვეტლებებისა და იქნებ შენ იცი. თუ ვთქვათ მართლაც ასეა,მაშინ სისტემა მაინც დისკვალიფიცირებულია,რადგან ჯერ კარგად შეისწავლონ ეს საკითხები და მერე გაიტანონ. თუმცა მე ვინ ვარ ეხლა ამას რომ ვწერ,მაგრამ ჩემი,როგორც ერთი უბრალო ადამინის აზრი ესაა ამ საკითხზე. არის რამდენიმე შემთხვევა ეკლესიის ისტორიაში, როცა ადგილობრივი კრების ამა თუ იმ კანონს გარეგნული ფორმით ცვლის მსოფლიო კრება. ამის შემთხვევები არაერთია. აბსოლუტური უცდომელობის სიწმინდეს, ეკლესიური მოძღვრებით, ატარებს წმინდა წერილი, მსოფლიო საეკლესიო კრება და ლიტურგიკა, საეკლესიო მღვდელმოქმედება. სხვა მხრივ პოტენციურად ცდომილება ყველგან შეიძლება იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა იჩხრიკოს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ სწორი დამოკიდებულება რომელია. ციტატა და რაზე მედავები აბა? მეც მაგას არ ვამბობ? biggrin.gif მიიღეთ ეს თემა ისე, როგორ უბრალო, ახალი ინფორმაციის მატარებელი პოსტი და არ ღირს ამის გამო ადამიანებზე ცუდად ლაპარაკითქო. (აკაკის ვგულისხმობ რა ტქმა უნდა) მე სულ ეს ვთქვი და შენც თუ ამ აზრზე ხარ, რას მედავები ვერ მეტყვი? biggrin.gif ჰოო? ძლივს დაგინახე ფორუმზე და ისევ სწრაფად რომ არ დაკარგულიყავი ვიფიქრე შევეკამათები და შევაყოვნებ თქო -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 08:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი