ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
კანონისტი |
Feb 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,
გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით. აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას! ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ninore |
Mar 17 2007, 03:58 AM
პოსტი
#2
|
ნაყინი ჩემი ტკივილია! ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
ნუ როგორც ყოველთვის ყველაფერს გვიან ვიგებ, მაგრამ საბედნიეროდ მთლად არ დამიგვიანია, თუ რამეში შეიძლება გამოგადგეთ, თქვენს გვერდით მიგულეთ
-------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი