![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აბრამის წიაღი სახარების მიხედვით არის ჯოჯოხეთში- უღმერო მაგრამ უტანჯველ ალააგში. აღდგომის შემდეგ მსგავსი რამის არსებობაზე არცერთი ეკლესიის მამა არ წერს, გარდა კათოლიკური პურგატორიუმისა! ფრთხილად, უტანჯველი ადგილები ჯოჯოხეთში არ არსებობს ისე როგორც სამოთხეში უნეტარო ადგილები ! ციტატა რატომღაც აბრაამის წიაღშიო, ანუ ცეცხლებიდან ამოიყვანე და უტანჯველ ადგილას მიაბარე გარდაცვლთა სულებიო მაგაზე ჩემო იოანა არისე ერთადერთი განმარტება, რომელიც იქამდის მამა ანდრიას მიერაც იქნა დამოწმებული, რომ მაგ ლოცვაში უსიტყვოდ და გამონაკლისების გარეშე ახალი აბრაამის წიაღი იგულისხმება ანუ ის ადგილი სადაც აბრაამია ახლა! და სადაა აბრაამი? ![]() და კიდევ, მაგარი სასაცილო კურიოზიცაა, როგორია მღვდელი ყველა მიცვალებულის სულის "მშვიდობიან მგზავრობას უსურვებს უტანჯველ ჯოჯოხეთში" ![]() კარგით ახლა, რაზეც მე და მამაომ ვიკამათეთ, იგივეს ნუ დაწერთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი