ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
ზებედე |
Feb 8 2007, 07:40 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Iona |
Mar 17 2007, 09:28 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
KAIROS
კარგი არ გვინდა დიდი თეოლოგიური დისკუსიების გამართვა, მაგრამ ერთს ვიტყვი. ტანჯვა არის ფარდობითი მცნება, სახარებისეული გლახაკი სწორედაც რომ ინუგეშიცემებოდა აბრაამის წიაღში, ასევე დიდი ნუგეშინისცემა იქნება აბრაამის წიაღში მოხვედრა მათთვისაც ვინც Gეენის ცეცხლში იხრუკება და უკეთური სულები ტანჯავენ, მაგრამ ქრისტიანისთვის თავისთAვად აბრაამის წიაღი რა თქმა უნდა სულაც არ არის უტანჯველი, რატომ? როდესაც იცი რომ შეგეძლო ღმერთთან ყოფნა და შენ ის არ მიიღე, სულაც რომ არ გხარშავდნენ ქვაბში, მარტო ესეც საკმარისი უბედურებაა და ტანჯვაა, მაგრამ შეიძლება შენ გვერძე უნათლავი ბავშვი იყოს და იმისთვის სულაც არ იქნება იქ ყოფნა მტანჯველი. მე არა მაქვს სრულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია, მაგრამ ჩემი აზრით ზემოთხსენებული მოსაზრებას კაკ მინიმუმ არსებობოს უფლება მაინც აქვს. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი