სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 20 2010, 11:38 AM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
მცირედი ცნობები რეფორმის სულისჩამდგმელების, მისი ორგანიზატორ-აღმასრულებლების და აქტიური დამცველების შესახებ სიმეონ პოლოცკი და დიმიტრი როსტოველი საყოველთაოდ ცნობილია, რომ მართლმადიდებლური ეკლესია გმობს ასტროლოგიას და მას "ცრუმეცნიერებას" უწოდებს, ხოლო ასტროლოგიით გატაცებას ცოდვად მიიჩნევს. მაგრამ არსებობს მოწმობანი იმისა, რომ გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აშკარად თუ ფარულად მისდევდნენ ამ "მეცნიერებას", რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. მათ შორის იყო XVII საუკუნის რუსული საეკლესიო განხეთქილების ერთ ერთი სულისჩამდგმელი და საეკლესიო დივერსანტი, - სიმეონ პოლოცკი (ერში სამუილ გაბრიელის ძე პეტროვსკი-სინტიაკოვიჩი) (12.12.1629 - 25.08.1682). ![]() სიმეონ პოლოცკი როდესაც მეფე ალექსი მიხეილის ძე პოლონეთთან ომის დროს პოლოცკში შევიდა (1656 წ.) მას სიმეონი პანეგირიკული ლექსებით შეხვდა. 1660 წელს კი მეფეს უკვე საზეიმო დეკლამაციებით ასხამდა ხოტბა-დიდებას. 1667 წლიდან ის არის მეფის შვილების აღმზრდელი. მისი აღზრდილის, თევდორე ალექსის ძის მეფედ კურთხევის შემდეგ (1676 წლიდან), მან იმდენად დიდი ზეგავლენა მოიპოვა, რომ თვით პატრ. იოაკიმეც კი იძულებული იყო ანგარიში გაეწია მისთვის. 1679 წელს მიაღწია იმას, რომ გახსნა ტიპოგრაფია, რომელიც არ შედიოდა პატრიარქის დაქვემდებარებაში. 1680 წელს მეფეს მიართვა აკადემიის პროექტი. "საგანმანათლებლო საქმიანობაში სიმეონ პოლოცკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა "შვიდ თავისუფალ მეცნიერებას" - მეცნიერებათა ტრადიციულ კრებულს, რომელთაც დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ. (ტრივიუმი - გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა; კვადრიუმი - არითმეტიკა, გეომეტრია, ასტროლოგია, მუსიკა). აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ძველრუსულ ტრადიციაში ამ კრებულის აქტუალობა არც ისე აღიარებული იყო, მითუმეტეს, რომ მასში შედიოდა ასტროლოგია, რომელიც მართლმადიდებლობაში აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, სიმეონ პოლოცკიმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა იმისთვის, რათა ეს "თავისუფალი მეცნიერებები" მყარად დაემაგრებინა რუსულ ნიადაგზე" (ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ს. ვ. პერევეზენცევი). http://astropnz.rutl.ru/index.php?option=c...id=12&Itemid=31 1670 წელს სიმეონმა დაწერა ვრცელი საღვთისმეტყველო თხზულება სახელწოდებით: "Венец веры кафолическия", სადაც თავი მოუყარა ყველა "თავისუფალ" მეცნიერებას აპოკრიფებიდან დაწყებული დამთავრებული ასტროლოგიით. იხილეთ ერთი ნიმუში სიმეონ პოლოცკის თხზულებებიდან: «Беседа со планиты». Рците, планиты, что вы свыше Симеону Божиим изволом дасте во место поклону? Луна Л у н а: Аз турков знамя, прекланяю роги Свои з выями турков Симеону в ноги. Ермий Меркурий: Аз премудрость щасте предлагаю, Чест(ь) и остроумие сими почитаю. Афродита В е н у с: Красоту плоти токмо даю тебе, Ничто бо ми есть твоей угодно потребе. Слонце С л о н ц е з л а т о с в е т л о е: Везу в колеснице Здравство, силу, щасте, борзость сей деннице. Арей М а р с: Аз владно оружец храбрством почитаю И на гордыя враги острый мечь вручаю. Дий И о в и й: Аз что могу любве паче дати? — Приязнь, честность и мерност(ь), благост(ь), правду знати. Крон С а т у р н: Аз не имам, что дати Симеону, Да буду подножие грядущу к Сиону. * * * Звезды во человецех воли не повреждают, Токмо страстми плоти нечто преклоняют, Тем же на звезды вины несть возлагати, Егда кто зло некое обыче деяти. ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია! და აი, ეს ადამიანი იყო ნიკონის "მართლმადიდებლური" რეფორმის ერთ ერთი აქტიური შემოქმედი და რუსეთის შემდგომი "განათლების" მამამთავარი. სიტყვამ მოიტანა და მცირედით უნდა შევჩერდეთ დიმიტრი როსტოველზეც, კიდევ ერთ "ხმალამოწვდენილ" მებრძოლზე ძველმოწესეობის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ ასტროლოგიის ზეგავლენისგან არც ეს "წმინდანი" ყოფილა თავისუფალი. ![]() დიმიტრი როსტოველი დიმიტრი როსტოველი (ერში დანიელ სავიჩი) (დაიბ. 1651 წ. სოფ. მაკაროვოში, მდ. ლოვიჩზე, გარდ. 28.10.1709 წ., როსტოვში). იყო როსტოვისა და იაროსლავის მიტროპოლიტი, მწერალი და ქადაგი. 1668 წლის 9 ივლის აღიკვეცა ბერად დიმიტრის სახელით. 1757 წ. რუსეთის ოფიციალურმა ეკლესია იმ წმინდანთა დასში შერაცხა. დიმიტრის ნაშრომში "Келейный летописец" მოცემულია სამყაროს შექმნიდან მის დრომდე ქრონოლოგიის შედგენის მცდელობა მთვარისა და მზის წრებრუნვების მიხედვით, მოტანილია ბიბლიასა და ქრონოლოგიურ თარიღებს შორის არსებულ უთანხმოებათა ანალიზი. მის დამოკიდებულებაზე ვარსკვლავთმრიცხველობასთან შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ თავის ამ თხზულებაში შეტანილი მოთხრობიდან ადამისა და ევას შვილის, შეთის (სეთის) შესახებ. ამ გადმოცემის მიხედვით (რომელიც უეჭველად არის აპოკრიფული), შეთი ანგელოზს აუყვანია ზეცაში და გაუნათლებია იგი მრავალ საღმრთო საიდუმლოში. თავისი ამაღლების დროს, შეთს უხილავს ზეციურ ქმნილებათა განლაგებანი, ზეცათა სილამაზე და მათი მოძრაობა. უსწავლია მზის, მთვარის და ვარსკვლავების წრებრუნვები, ასევე ზეციურ ნიშთა განგებანი და გულისხმაუყვია მათი ქმედებანი; ანგელოზი თურმე ორმოცი დღის განმავლობაში ასწავლიდა ზეცაში აყვანილ შეთს უფლის საიდუმლოებებს და აჩვენებდა მას მრავალ დაფარულ საიდუმლოს. ამ უზენაესი სიბრძნის მიღებისა და ანგელოზთან ურთიერთობის შედეგად გაბრწყინვებულა შეთის სახე, როგორც შემდგომ გაბრწყინდა სახე მოსესი... ზეცაში ამაღლებულ და ანგელოზისგან განსწავლულ შეთს მიწაზე დაბრუნების შემდგომ თავისი მშობლებისთვის უსწავლებია და გადმოუცია ყოველივე იქ დანახული, დაუწყია მიწაზე ზეცისა და პლანეტების (მზის, მთვარისა და ვარსკვლავების) განლაგების დახატვა. ასევე მათი მოძრაობის თავისებურებები. ამის შემდეგ შეთს გამოუგონია დამწერლობა, რომელიც საბოლოოდ დაუსრულებია მის შვილს ენოსს და რომელსაც შემდგომად ეწოდა ებრაული. ასე დაწყებულა ვარსკვლავთმრიცხველური (ასტროლოგიური) ცოდნა და მწიგნობრობა შეთისგან, რომელმაც, თავის მამასთან, ადამთან ერთად, ბევრი იშრომა, რათა გამოეხატა ეს ყოველივე ქვაზე, მომავალი თაობებისთვის" (Георгий Кедрин. Кир Дорофей Монемвасийский и прочие хронографы стр.116). ისტორიკოსების ცნობით, რომანოვების დროს ჰოროსკოპების შედგენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მისით მრავალი ცნობილი ადამიანი იყო დასაქმებული. კერძოდ, ძველმართლმადიდებლობის წინააღმდეგ ისეთი აქტიური მებრძოლები, როგორებიც იყვნენ ზემოთხსენებული სიმეონ პოლოცკი და დიმიტრი როსტოველი (თუმცა იყვნენ სხვა "მართლმადიდებელი" ვარსკვლავთმრიცხველებიც, მათ შორის სასულიერო პირებიც). პეტრე I თანამედროვე ისტორიკოსმა, პეტრე ნიკოფორეს ძე კრეკშინმა 1742 წელს დაწერა თხზულება სახელწოდებით: "О зачатии и о рождении Великого Государя Императора Петра Первого самодержца Всероссийского и о прочем" ("დიდი მეფისა და იმპერატორის, სრულიად რუსეთის პირველი თვითმპყრობელის, პეტრე პირველის შობისა და სხვა საკითხთა შესახებ"), სადაც იუწყება, რომ სიმეონ პოლოცკი და დიმიტრი როსტოველი ადგენდნენ ე. წ. პროგნოსტიკოსებს ანუ ჰოროსკოპებს. კერძოდ, კრეკშინი წერს: "Предреченный Ростовский таковое ж описание о зачатии и рождении Государя Царевича и его деяниях в жизни своей подать не дерзнул, но по смерти его Преосвященства, тогда оной прогностик найден, оной с Полоцким во всем сходен, токмо в скобках прибавлено: торжествуйте и вы, стены Царя града, яко днесь зачася начало спасения вашего, и ино предвозвещание о сем Великом Государе Императоре". ამას ადასტურებს სხვა ისტორიკოსიც, კერძოდ, - ივან ივანეს ძე გოლიკოვი, რომელიც უთითებს, რომ პეტრეს შობისთვის სიმეონ პოლოცკიმ შეადგინა ჰოროსკოპი, რომელიც მისი (სიმეონის) სიკვდილის შემდეგ იპოვნეს მის დოკუმენტებში, ასევე დიმიტრი როსტოველის თხზულებებში" (Голиков И.И. Деяния Петра Великого, мудрого преобразователя России. Ч.1. М., 1788. С.132-133.). ![]() პეტრე პირველის ჰოროსკოპი საინტერესოა დ. როსტოველის მონოლოგი ("Любопытство звездочетца") მისი თხზულებიდან "Рождественская драмa" (ეს დრამა 1702 წელს დაუდგამთ ეპარქიალურ სკოლაშიც), რომელიც გვიყვება ახალ ვარსკვლავზე, რომელმაც გვამცნო შობა ქრისტესი: Вем o моем искустве, им же не хвалюся: место содий, звезд рещи не мало сумнюся. Полудня круг на месте зовом анстаритос, блюдет своего места полунощный вритос; Овен станет на восток, солнце в онь вселится и течение начнет, Юнец удалится. Близнята, Рак, Лев, Дева попудне обыймут, Вес, Скорпий, Стрелец, Козлиц полунощчи приймут. Скудель, Воду лиющи, к сим же прилучится, Двойство Рыб водолюбных при нем ся явится. Поллюкс стоит, Кастору светла отделяющ, блещит от него Кастор светло заимающ, Звезда морска, навклером являюща пути, Ценозура не может с места ся двигнути. Вижду же в своем чину дождевныи пады, являющии сущу такожде Плеады. Сих быти неразлучных аз да созерцаю, имена их подробну сице нарицаю. Сия по седми на два разделенныи чины, являющии сушу и дожда пучины: Пасифо, Пифо, Тихе, Евдор, Амвросиа, Коронис и Плексаврис — дождевны суть сия; Електра, Алкиона, Мая, Астеропе, Келена, Танесета, Инеиста, Меропе,— Сиа вторы седмица сущу изъявляет; всех звезд мой ум течений, чин и силу знает. (Под ред. О. А. Державиной. Ранняя русская драматургия. XVII — первая половина XVIII в. М., 1972, с. 238—239). http://astropnz.rutl.ru/index.php?option=c...id=12&Itemid=31 საგულისხმოა აგრეთვე ის, რომ დ. როსტოველი იყო სიზმართმორწმუნეც და ზოგიერთი წმინდანის ცხოვრების აღწერის დროს ხელმძღვანელობდა მის მიერ ნანახი სიზმრებით. თუ ვინმეს დააინტერესებს შეგვიძლია მოვიტანოთ ეს ტექსტებიც. ამჯერად კი თავს შევიკავებთ, რადგან ეს ძალიან გაზრდის ჩვენი პოსტის ზომას. გაგრძელებები იქნება -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 06:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი