![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Iona
ციტატა ეგ როგორ არის სტარავერი თუ ხარ ჩვენთAნ ჩვეულებრივ მართმადიდებლურ ეკლესიაში შეგიძლია რო ეზიარო ? ეს "სტარავერი" რა სიტყვაა? ქართულად ვერ იტყვი? თქვენს "ჩვეულებრივ მართლმადიდებლურ" ეკლესიაში ჩვენ არა თუ არ ვეზიარებით, იქ სალოცავადაც კი არ შევდივართ. ასევე არც ჩვენ ვუშვებთ ჩვენთან სალოცავად "ჩვეულებრივი მართლმადიდებლური" ეკლესიისგან შემთხვევით შემოსულ პირებს (ზიარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია). მიზეზი ამისა კი არის ის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არ არის ევქარისტული ერთობა. თქვენი ეკლესია არის სქიზმა (განხეთქილება) (ამ სიტყვას, სრულიად უსამართლოდ აკერებენ ძველმართლმადიდებელთ). XVII საუკუნეში რუსეთის ეკლესიაში, პატრ. ნიკონის დროს მოხდა დიდი განხეთქილება, რომელშიც ქმედითი მონაწილეობა მიიღეს პატივაყრილმა და ავანტიურისტმა აღმოსავლელმა "იერარქებმა". მათ გაატარეს რეფორმა, რომელიც, ოფიციალური ეკლესიის ისტორიკოსთა და ღვთისმეტყველთა აღიარებით, აბსოლუტურად არასაჭირო იყო. ნიკონმა ძველი საეკლესიო, მართლმადიდებლური გადმოცემები (მ. შ. ორი თითით პირჯვრისწერა, მზის მიმართულებით მოძრაობა ლიტანობის დროს, ორჯერადი ალელუიას წარმოთქმა ლოცვებში და სხვა...) გამოაცხადა საშინელ მწვალებლობად. ამგვარ შეხედულებას არ შეურიგდა მართლმადიდებელი ერი, რომელიც არ დაეთანხმა ნიკონის რეფორმას. 1666/67 წლებში რუსეთში მოიწვიეს კრებები, სადაც დაგმეს ძველი გადმოცემების მიმდევრები, როგორც ერეტიკოსები და დაიწყეს მათი საშინელი დევნა და ხოცვა-ჟლეტვა. XVIII საუკუნეში, ამ რეფორმირებულ რუსულ ეკლესიას მიუერთეს საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიაც, რომელსაც თქვენმა თანამოძმე რუსებმა გაუუქმეს ავოტკეფალიაც და საღვთისმსახურებო ქართული ენაც. წირვა-ლოცვა და ყოველი წეს განგება დაუწესეს რუსული ეკლესიის მიხედვით. დაიწყეს ქართველი სამღვდელოების დევნა და ქართული ეკლესიების ძარცვა. რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სამსახურში მდგომი რუსული ეკლესია იქიდან მოყოლებული დღემდე ამ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ (გაიხსენეთ მღვდლები, რომლებიც "აკურთხებდნენ" საქართველოსკენ მომავალ ტანკებს აგვისტოს ომში... და სხვა მისთანანი). აი, ამგვარი რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის მემკვიდრეა თქვენი "ჩვეულებრივი მართლმადიდებელი" ეკლესია. ჩვენთვის კი ის საერთოდ არც არის ეკლესია! -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
self |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 17-April 10 წევრი № 8,639 ![]() |
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი