![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Iona
ციტატა ჩვენ არანაირი რუსულ ნიკონური მემეკვიდრეობის ეკლესია არ ვართ - ისტორიაში უნდა გქონდეს ნასწავლი თუ როდის მიიღო ავტოკეფალია ჩვენმა ეკლესიამ - და ეგ ნიკონამდე ბევრად ადრე იყო. ეჰ, ძამიკო... ისტორია მგონი შენ უნდა ისწავლო... თქვენი ეკლესიის მემკვიდრეობის გასარკვევად ის კი არაა მთავარი როდის მიიღო ავტოკეფალია ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, არამედ როდის დაკარგა იგი, ეს კი ნიკონის შემდეგ იყო, თანაც არცთუ დიდი ხნის შემდეგ... როგორც უკვე ვთქვი 18-ე საუკუნეში. თუ თვალს გადაავლებ არქიეპისკოპოს პავლეს ბროშურას: "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი. კათალიკოსი ანტონ I", - ვგონებ უფრო ცხადი გახდება შენთვის რაზეა ლაპარაკი. http://www.oldorthodox.ge/ist_arx_pavle_qa...shemoqmedi.html ციტატა კანონამ აღნიშნა რომ ხალხი უკვე მუშაობს ძველი ტექსტების დასაბრუნებლად საეკლესიო ცხოვრებაში - ასე რომ ვაცალოთ ამ ადამიანებს. კი ბატონო, ვაცალოთ, რაზეა ლაპარაკი ![]() ციტატა მე როგორც ვიცი იოანე ოქროპირი საერთოდ ერთი თითით იწერდა პიჯვარს და რა მერე არ იყო წმინდანი ამიტომ ? პირველად მესმის რომ წმ. იოანე ოქროპირი ერთი თითით იწერდა პირჯვარს. არავინ შეგაცდინოს, ტყუილია ეგ, ტყუილი... ციტატა იმის გამო რომ პირჯვარს სხვანაირად იწერენ ? არა, ევქარისტული ერთობის გაწყვეტის მიზეზებზე მგონი უკვე მოგწერე ძალზედ მოკლედ, და ამ თემაში კიდევ უფრო ვრცლად დავწერე, კიდევ დავწერ... ვფიქრობ გაუგებრად არ ვწერ... ციტატა სტარავერი ჩვეულებრივი სიტყვაა რუსული - აბა ძველმართმადიდებელი რა არის ? პირველად გავიგე შEნგან "სტარავერი" ბარბარიზმია, თანაც არასწორად არის გამოთქმული, ამ სიტყვას ქართულში შეესაბამება "ძველმორწმუნე". რაც შეეხება ტერმინ ძველმართლმადიდებელს, რომელზეც ამბობ პირველად გავიგეო, გაუგებარი მგონი არაფერი უნდა იყოს. ყველაფერი დღესავით ნათელია მაგ ტერმინში. ისე, შენ თუ ეს სიტყვა ახლა გაიგე პირველად, მესმის, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველი იქნება შენთვის... self ციტატა კიდევ ერთი განხეთქილება... რამდენი განშტოება აქვს ნეტა ქრისტიანობას საინტერესოა სამწუხაროდ, უამრავი... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი