![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა თქვენი ეკლესიის მემკვიდრეობის გასარკვევად ის კი არაა მთავარი როდის მიიღო ავტოკეფალია ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, არამედ როდის დაკარგა იგი, ეს კი ნიკონის შემდეგ იყო, თანაც არცთუ დიდი ხნის შემდეგ... როგორც უკვე ვთქვი 18-ე საუკუნეში ნიკონის რეფირმა ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვასტან საერთოდ არაფერ შუაშია... ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მიზეზიც რაც იყო ისტორიულად ყველამ ვიცით და აქ ამის ახსნა ზედმეტია. ნიკონის რეფორმას რაც შეეხება, უნდა იტქვას, რომ ნიკონამდე და თავად ნიკონის დროსაც რუსეთში თუ 2 თითიანი პირჯვრის წერის წესი არსებობდა, საბერძნეთში და საქართველოში ნიკონის რეფორმის დროისათვის პირჯვარს სამი თითით იწერდნენ. საქართველოს ეკლესიას ამ დროს ბერძნული რეფორმების ხელი უკვე ეტყობოდა, ამას ადასტურებს მიმოწერა ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის (ნიკო=ნამდე სხვათაშორის) და ასევე ის ფაქტი, რომ ნიკონის რეფორმის დროს 1667 წლის კრებაზე ქართველი მიტროპოლიტიც მონაწილეობდა, რომელმაც მხარი დაუჭირა რეფორმას (ისევე როგორც ყველა იმ დროს მოქმედმა ძირიტადმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, სინას მთისა და სხვა ეკლესიების ჩათვლით). ასე რომ ნიკონის რეფორმას საქართველოში არაფერი შეუცვლია (ვგულისხმობ სამ თითიან პირჯვრის წერას და სხვ) ეს წესები საქართველოში ნიკონის რეფორმადეც გამოიყენებოდა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი